გაიზრდება თუ არა გაზის სამომხმარებლო ტარიფები, ხვალ გახდება ცნობილი
მთავარი

გაიზრდება თუ არა გაზის სამომხმარებლო ტარიფები, ხვალ გახდება ცნობილი

გაიზრდება თუ არა გაზის სამომხმარებლო ტარიფები, ხვალ გახდება ცნობილი
ipn

2017-07-17 17:44:18

გაიზრდება თუ არა გაზის სამომხმარებლო ტარიფები, ხვალ გახდება ცნობილი. საქართველო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ხვალინდელ სხდომაზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისს”, შპს „სოკარ ჯორჯია გაზს” და სს „საქორგგაზს” ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფებს დაუდგენს. სემეკში სხდომა, ხვალ 12:00 საათზე დაიწყება.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას" 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი დაადგინა. სემეკის გადაწყვეტილებით, თბოელექტროსადგურებისთვის, ,,ყაზბეგი გაზისთვის", ,,დუშეთი გაზისთვის" და დანარჩენი მომხმარებლებისთვის გაზის ტრანსპორტირების ახალი ერთიანი ტარიფი დადგინდა და 1 კუბურ მეტრზე - 1.884 თეთრი იქნება (დღგ-ის გარეშე). აღნიშნული ტარიფი 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 1 კუბურ მეტრზე საშუალოდ, 0.5 თეთრით გაიზარდა. სემეკის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, გაზის ტრანსპორტირების ტარიფს სამომხმარებლო ტარიფზე გავლენა ბუნებრივია, ექნება, თუმცა მისივე თქმით, საბოლოო შედეგს დანარჩენი კომპონენტების განხილვის შემდეგ დავინახავთ.
ვაზისუბნის დასახლებაში ახალი სკვერი გაიხსნა

ვაზისუბნის დასახლებაში ახალი სკვერი გაიხსნა

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს

კახა კალაძე: მერიაში რეორგანიზაციის პროცესი დაწყებულია, კანონის შესაბამისად ვმოქმედებთ

კახა კალაძე: მერიაში რეორგანიზაციის პროცესი დაწყებულია, კანონის შესაბამისად ვმოქმედებთ

დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ მარეკ დუდაევის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაასახელა

დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ მარეკ დუდაევის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაასახელა

მთელი რიგი ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ ღამის ეკონომიკა განვავითაროთ

მთელი რიგი ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ ღამის ეკონომიკა განვავითაროთ

კახა კალაძე:  კომპრომისს ვერ დავუშვებთ, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება

კახა კალაძე: კომპრომისს ვერ დავუშვებთ, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სასაზღვრო პრობლემები იქამდე უნდა გადაწყდეს, ვიდრე ეს ქვეყნები შეძლებენ ევროკავშირის წევრები გახდნენ

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სასაზღვრო პრობლემები იქამდე უნდა გადაწყდეს, ვიდრე ეს ქვეყნები შეძლებენ ევროკავშირის წევრები გახდნენ

ლოგიკურად პრეზიდენტის პოსტზე ორივე კანდიდატი - გიორგი კვირიკაშვილიც და დავით სერგეენკოც დასაშვებია

ლოგიკურად პრეზიდენტის პოსტზე ორივე კანდიდატი - გიორგი კვირიკაშვილიც და დავით სერგეენკოც დასაშვებია

სარეკლამო ბანერი
1000 X 80