ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის ჯანდაცვის კომიტეტმა გრძელვადიან დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო
მთავარი

ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის ჯანდაცვის კომიტეტმა გრძელვადიან დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო

ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის ჯანდაცვის კომიტეტმა გრძელვადიან დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო
ipn

2017-07-17 17:08:53

ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტმა გრძელვადიან დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო. პარალამენტის ინფორმაციით, „ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030 წლისთვის“ - ასეთია დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი, რომელშიც თავმოყრილია ყველა არსებული პრობლემა, რაც სისტემაში არსებობს, მისი გაუმჯობესების მექანიზმები და შედეგები, რასაც გვინდა მივაღწიოთ.

როგორც ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, გატარებული არაერთი ღონისძიების მიუხედავად, აუცილებელია შემდგომი რეფორმები.

მისივე თქმით, დოკუმენტის ძირითადი პრინციპია მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა.

„საუკეთესო ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვანია მოსახლეობის კეთილდღეობისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. აღნიშნულის მისაღწევად აუცილებელია ჯანდაცვის სისტემის ე.წ. ექვსი „სისტემური ბლოკის“ - სამედიცინო მომსახურება; ადამიანური რესურსები; სამკურნალწამლო საშუალებები და ტექნოლოგიები; ჯანდაცვის დაფინანსების სისტემა; საინფორმაციო სისტემები; ლიდერობა და მმართველობა - ეფექტიანი და გამართული ფუნქციონირება. მაგალითად, „დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და 2016 წლისთვის შეადგენდა 72.7. საყურადღებო პროგრესია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების თვალსაზრისით: ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა - 2000 წელს 24.9 ათას ცოცხალშობილზე; 10.7 – 2016-ში; დედათა სიკვდილიანობა - 2000 წელს - 49.2 ასი ათას ცოცხალშობილზე; 17.8 – 2016-ში. ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ზრდის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვა, რომელმაც სათავე დაუდო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით მოსახლეობის უნივერსალურ მოცვას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიურომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წარმატებულ პროექტად აღიარა ევროპის ქვეყნების 2015 წლის ჯანმრთელობის ანგარიშში. არაერთი ღონისძიების მიუხედავად, აუცილებელია შემდგომი რეფორმები. მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის და ჯანდაცვით მომსახურების სრული სპექტრზე ხელმისაწვდომობის და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლების მიმართულებით. დოკუმენტში ასახულია, რა მდგომარეობა გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით და რა შედეგს გვინდა მივაღწიოთ“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

”დოკუმენტი ეხება დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს; ნეონატალური სიკვდილიანობას; ექიმთა და ექთანთა თანაფარდობას; მოზარდებში (10-14; 15-19 წწ) შობადობის მაჩვენებელს; სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობას დაბადებისას; სამედიცინო მომსახურების ხარისხს; დაავადებათა პრევენციას და სხვა მიმართულებებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, დოკუმენტის სამუშაო ვარიანტში საუბარია არსებული გამოწვევესა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ძირითადი სამიზნე მაჩავენებლებზე. მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ სათავე დაუდო ქვეყანაში სამედიცინო სერვისებზე წვდომას და მომხმარებელთა ზრდას, თუმცა, არსებული ჯანდაცვის სექტორის რეგულირების სისტემას პროგრესირებადია და მას განვითარება სჭირდება.

„არსებული რეალობაა ის, რომ არ არსებობს ამბულატორიულ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ლაბორატორიულ თუ ჰოსპიტალურ დონეზე სამედიცინო მომსახურების ეფექტურობისა და ხარისხის შეფასების მექანიზმები; სამედიცინო დაწესებულებებს არ გააჩნიათ ფინანსური თუ სხვა სახის მოტივაცია, რათა იზრუნონ სამედიცინო მომსახურების ხარისხის მუდმივ ზედამხედველობასა და გაუმჯობესებაზე; მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პირველადი ჯანდაცვის სისტემის ორგანიზაციული მოწყობის მოდელი და მარეგულირებელი გარემო, სუსტი უკუკავშირი პჯდ და ჰოსპიტალურ დაწესებულებებს შორის; მომსახურების ფრაგმენტულობა, დაავადებათა პრევენციაზე, ადრეულ გამოვლენასა და მართვაზე ნაკლები ორიენტაცია. ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ დაზუსტებას საჭიროებს პირველადი ჯანდაცვის დეფინიცია.

ათწლეულებია არ განხორციელებულა პირველადი ჯანდაცვის ობიექტების მდგომარეობის შესწავლა და ინვენტარიზაცია“, - აღნიშნა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ.
ცესკოს თავმჯდომარე ჯო სი ბაქსტერის ჯილდოზეა წარდგენილი

ცესკოს თავმჯდომარე ჯო სი ბაქსტერის ჯილდოზეა წარდგენილი

La Vanguardia:  ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი ლიკვიდირებულია

La Vanguardia: ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი ლიკვიდირებულია

დონალდ ტუსკი:  ევროკავშირი მზად არის სრული მხარდაჭერა გაუწიოს ესპანეთს ტერორიზმთან ბრძოლაში

დონალდ ტუსკი: ევროკავშირი მზად არის სრული მხარდაჭერა გაუწიოს ესპანეთს ტერორიზმთან ბრძოლაში

დონალდ ტრამპი: აშშ გმობს ტერორისტულ აქტს ბარსელონაში

დონალდ ტრამპი: აშშ გმობს ტერორისტულ აქტს ბარსელონაში

კატალონიის პოლიცია ადასტურებს, რომ ბარსელონას ტერაქტის საქმეზე ერთი პირია დაკავებული

კატალონიის პოლიცია ადასტურებს, რომ ბარსელონას ტერაქტის საქმეზე ერთი პირია დაკავებული

ირკლი კობახიძე ესპანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

ირკლი კობახიძე ესპანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ხვალინდელ შეხვედრას არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ხვალინდელ შეხვედრას არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობისთვის 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობისთვის 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80