ნიკა მელია „ნაცმოძრაობის“ სამი წარმომადგენლის ცემაში ახალციხეში „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის ბიუროს უფროსს და გამგეობის თანამშრომლებს ადანაშაულებს
მთავარი

ipn

2017-07-17 16:32:33

”ქართულმა ოცნებამ” სამწუხაროდ წინასაარჩევნო კამპანია იმ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დაიწყო, რომელსაც ის უკანასკნელი არჩევნების განმავლობაში იყენებს, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

ნიკა მელიას ინფორმაციით, ახალციხის რაიონის სოფელ ურაველში ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს და მისი ოჯახის წევრებს ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი, გუბერნიის და გამგეობის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

”ამავე რაიონში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი კოპაძის ბიუროს უფროსმა ზაზა გელაძემ და გამგეობის და გუბერნიის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს ჩვენი წარმომადგენელი ბეგლარ კაპანაძე, მისი 80 წლის მამა ნოდარ კაპანაძე და 23 წლის შვილი ზურაბ კაპანაძე. 23 წლის ბიჭი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული.

”ქართულმა ოცნებამ” სამწუხაროდ დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია იმ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით, რომელსაც ის იყენებს უკანასკნელი არჩევნების განმავლობაში. რასაც ვვარაუდობდით, როგორც ჩანს, კარს მომდგარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება ყველაზე მძიმე, რაც კი აქამდე ჩატარებულა და ამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ტრადიციულად იყენებდა. ჩვენ ძალიან მწვავე რეაგირება გვექნება ყოველივე ამასთან დაკავშირებით. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გაუსწორდნენ უმოწყალოდ ამ ადამიანებს, რომ შარშან, საპარლამენტო არჩევნები ამ სოფელში ”ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვა და ერთგვარი ანგარიშსწორება განახორციელეს მათ მიმართ”,- განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე ინფორმაციით, ცემის ფაქტზე საქმე აღიძრა, მაგრამ პასუხისგებაში არავინაა მიცემული.
„ნაცმოძრაობა“ ცდილობს პარლამენტის წინ მომხრეთა მობილიზებას და გეგმავს გარკვეული დესტაბილიზაციის განცდის შექმნას, რაც ბუნებრივია, არ გამოუვათ

„ნაცმოძრაობა“ ცდილობს პარლამენტის წინ მომხრეთა მობილიზებას და გეგმავს გარკვეული დესტაბილიზაციის განცდის შექმნას, რაც ბუნებრივია, არ გამოუვათ

ზაალ უდუმაშვილი და ნიკა რურუა პარლამენტში, ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ ლოჟაში არ შეუშვეს

ზაალ უდუმაშვილი და ნიკა რურუა პარლამენტში, ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ ლოჟაში არ შეუშვეს

პირველად ხდება, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები ტარდება არა მმართველი გუნდის სასარგებლოდ, არამედ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით

პირველად ხდება, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები ტარდება არა მმართველი გუნდის სასარგებლოდ, არამედ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით

პარლამენტში მესამე მოსმენით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტში მესამე მოსმენით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს

გიორგი გახარიას შეფასებით, ერთპარტიული კონსტიტუციის შესახებ ბრალდებებს საფუძველი არ გააჩნია

გიორგი გახარიას შეფასებით, ერთპარტიული კონსტიტუციის შესახებ ბრალდებებს საფუძველი არ გააჩნია

„ჩემი დიდუბე“

„ჩემი დიდუბე“

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 29 სექტემბერს გაიმართება

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 29 სექტემბერს გაიმართება

მრავალი წლის განმავლობაში, მე და ჩემი მეგობრები ვიამაყებთ დღევანდელი გადაწყვეტილებით

მრავალი წლის განმავლობაში, მე და ჩემი მეგობრები ვიამაყებთ დღევანდელი გადაწყვეტილებით

სარეკლამო ბანერი
1000 X 80