ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩრდილი არ მიადგეს იმ მნიშვნელოვან ფორმატებს, რომელსაც საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს
მთავარი

ipn.ge

2017-05-19 18:09:39

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩრდილი არ მიადგეს იმ ძალიან მნიშვნელოვან ფორმატებს, რომელსაც საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ჟურნალისტებს ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩრდილი არ მიადგეს ფორმატებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის, დემოკრატიისთვის და, ზოგადად, საქართველოს განვითარებისთვის.

”ეს არის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტი ამიერკავკასიასა და საქართველოს კონფლიქტში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოში კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს - ეს არის ჟენევის მოლაპარაკებები, რომელიც თავის მხრივ არის უნიკალური ფორმატი. ის უშუალოდ აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. ეს არის ერთადერთი ფორმალური ფორმატი საქართველოსა და რუსეთს შორის, სადაც უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები განიხილება. ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს სამი საერთაშორისო ორგანიზაციისა და აშშ-ის თანდასწრებით. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მოლაპარაკებების გაგრძელება მომავალში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ურთიეთობები სამ საერთაშორისო ორგანიზაციასთან - ევროკავშირი, ეუთო, გაერო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნებისთვის და ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან, რომელთანაც გვაქვს ძალიან დატვირთული დღის წესრიგი. ძალიან ბევრი საქმე გვაქვს მომავალში გასაკეთებელი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდეს ისევე აქტიურად და ეფექტურად, როგორც მიმდინარეობს ახლა”, - აღნიშნა დავით დონდუამ.  
ეკა ბესელია გერმანელ პროფესორებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს შეხვდა

ეკა ბესელია გერმანელ პროფესორებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს შეხვდა

დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წლისთავზე საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს

დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წლისთავზე საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს

"რაკიას" წარმომადგენელი დეპუტატის წინააღმდეგ მოგებულ სასამართლო პროცესს აფასებს

საქართველოს რეგიონებში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვები გრძელდება

საქართველოს რეგიონებში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვები გრძელდება

არჩილ თალაკვაძე:  თვითმმართველობის გარანტიები ახალ კონსტიტუციაში უფრო ძლიერდება

არჩილ თალაკვაძე: თვითმმართველობის გარანტიები ახალ კონსტიტუციაში უფრო ძლიერდება

ხვალ ნატო-ს წევრი ქვეყნების სამიტში დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი პირველად მიიღებენ მონაწილეობას

ხვალ ნატო-ს წევრი ქვეყნების სამიტში დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი პირველად მიიღებენ მონაწილეობას

პროკურორებისთვის ქალთა უფლებების დაცვის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

პროკურორებისთვის ქალთა უფლებების დაცვის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80