დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა
ipn.ge

2017-05-19 17:47:22

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც სასამართლო განმარტავს, დღევანდელი სხდომიდან, ბრალდებულის ადვოკატები დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისათვის გააძევეს.

”გიორგი მ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიხურა

ბრალდებულ გიორგი მ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დახურულ სხდომებზე გაგრძელდება. სასამართლომ, გადაწყვეტილება საქმეზე პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების და პროცესის მონაწილის უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული კონკრეტული და რელევანტური გარემოებების გათვალისწინებით მიიღო.

ბრალდებულმა და დაცვის მხარემ პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომის დარბაზი დატოვეს, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს. სასამართლომ მოუწოდა დაცვის მხარეს წესრიგის დაცვისაკენ, ვინაიდან, სასამართლოს მითითებას ადვოკატები არ დაემორჩილნენ, სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისათვის სამივე ადვოკატი გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან. აღნიშნულის თაობაზე, სასამართლომ გამოიტანა კერძო განჩინება, რომელიც გადაეგზავნება ადვოკატთა ეთიკის კომისიას.

ბრალდებულის უფლებებს, მომდევნო სხდომაზე სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავს. სასამართლო განხილვა 30 მაისს 11:00 საათზე გაგრძელდება. ბრალდებულს, მომდევნო სხდომაზე გამოცხადების თაობაზე, დადგენილი წესით გაეგზავნება უწყება და არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნება სასამართლოსთვის თავის არიდებად, შესაბამისად, საქმის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება”, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. 
გიორგი გახარიას წარმოდგენილი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმათა პაკეტი და ის მხარდაჭერილი იქნება ფინანსური რესურსით

გიორგი გახარიას წარმოდგენილი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმათა პაკეტი და ის მხარდაჭერილი იქნება ფინანსური რესურსით

მამუკა ბახტაძე ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის

მამუკა ბახტაძე ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის

ჩვენი პირველი იდეაა, რომ 2013 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული საგადასახადო დავალიანება სრულად ჩამოვაწეროთ ყველა გადამხდელს

ჩვენი პირველი იდეაა, რომ 2013 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული საგადასახადო დავალიანება სრულად ჩამოვაწეროთ ყველა გადამხდელს

მამუკა ბახტაძე მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად 100-120 მილიონი ლარის დაზოგვას გეგმავს

მამუკა ბახტაძე მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად 100-120 მილიონი ლარის დაზოგვას გეგმავს

დავით ზალკალიანი:  მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ნატო-ს სამიტზე ხელშესახები შედეგები ექნება

დავით ზალკალიანი: მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ნატო-ს სამიტზე ხელშესახები შედეგები ექნება

საქართველოს კომუნიკაცია აქვს ევროპელ პარტნიორებთან, რათა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე ადეკვატური რეაგირება მოახდინონ

საქართველოს კომუნიკაცია აქვს ევროპელ პარტნიორებთან, რათა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე ადეკვატური რეაგირება მოახდინონ

პოლიციელის მკვლელობის დანაშაული, თინა ბოკუჩავამ „ნაცმოძრაობის“ სტილში, უსინდისო ტყუილის გამოყენებით, ხის გადატანას დაუკავშირა

პოლიციელის მკვლელობის დანაშაული, თინა ბოკუჩავამ „ნაცმოძრაობის“ სტილში, უსინდისო ტყუილის გამოყენებით, ხის გადატანას დაუკავშირა

დარჩება თუ არა თეა წულუკიანი მთავრობის შემადგენლობაში, ამას მამუკა ბახტაძე გადაწყვეტს

დარჩება თუ არა თეა წულუკიანი მთავრობის შემადგენლობაში, ამას მამუკა ბახტაძე გადაწყვეტს

სარეკლამო ბანერი
1000 X 80