არჩილ თალაკვაძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანების (CEEDPA) სხდომა გახსნა
მთავარი

for.ge

2017-05-19 17:44:39

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანების (CEEDPA) რიგით მე-19 სხდომა გახსნა.

კონფერენციას, რომელიც ყოველწლიურად გაერთიანების ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში ტარდება, წელს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა უმასპინძლა.

კონფერენციის მთავარი თემები იყო: სამართალდამცავი სექტორის ზედამხედველობა, ცნობიერების ამაღლება, ინტერნეტ სივრცეში პერსონალური მონაცემების დაცვის გამოწვევები და სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა.

არჩილ თალაკვაძემ კონფერენციის მონაწილეებს მიმართა:

"მოხარული ვარ, მივესალმო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტებს. თქვენს მხარდაჭერას საქართველო სათანადოდ აფასებს.

ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ყოველდღიურად 250 მილიარდი ელექტრონული წერილი იგზავნება, სადაც 4 მილიონი საათის ხანგრძლივობის ვიზუალური მასალა იტვირთება youtube-ზე და მილიარდობით პოსტი იდება Facebook-ზე. ყოველდღიურად, ჩვენ ვუკავშირდებით ინტერნეტით სხვადასხვა სისტემებს, ვცვლით მონაცემებს საქმიანი, გასართობი თუ საინფორმაციო მიზნებისთვის. ამ რეალობაში პერსონალური მონაცემების დაცვის ძლიერი ინსტიტუტების როლი განუზომლად დიდია, რათა ჩვენი პირადი სივრცე იყოს დაცული.

ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი, დაარსებიდან 4 წლის შემდეგ, წარმატებული საჯარო ინსტიტუტია. თამარ ქალდანმა, შესანიშნავ გუნდთან ერთად, დიდი წვლილი შეიტანა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით დასახული რეფორმების განხორციელებაში. ეს ინსტიტუტი აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე მხოლოდ ინსპექტირებაა - მათ შეცვალეს გარემო თანამშრომლობით, განათლებით და კონსულტაციებით საჯარო უწყებებთან", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 
ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებაში მთავარ ეჭვმიტანილად 17 წლის მუსა უკაბირი სახელდება

ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებაში მთავარ ეჭვმიტანილად 17 წლის მუსა უკაბირი სახელდება

ტექნოპარკში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ტექნოპარკში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ცხადდება საჯარო სკოლის დირექტორთა რეგისტრაცია„სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე“

ცხადდება საჯარო სკოლის დირექტორთა რეგისტრაცია„სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე“

სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო

სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო

BBC-ს წამყვანი მიხეილ სააკაშვილს - რასაც გასცემ, ის დაგიბრუნდება (What goes around, comes around)

BBC-ს წამყვანი მიხეილ სააკაშვილს - რასაც გასცემ, ის დაგიბრუნდება (What goes around, comes around)

ტერაქტების ორგანიზატორები ბარსელონასა და კამბრილსში კიდევ ერთ თავდასხმას გეგმავდნენ, რაც გაზის ბალონების აფეთქებას ითვალისწინებდა

ტერაქტების ორგანიზატორები ბარსელონასა და კამბრილსში კიდევ ერთ თავდასხმას გეგმავდნენ, რაც გაზის ბალონების აფეთქებას ითვალისწინებდა

ლევან ალაფიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგისას, პოლიტიკური საკითხების გარდა ყურადღება სხვა მნიშვნელოვან თემებზეც გამახვილდება

ლევან ალაფიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგისას, პოლიტიკური საკითხების გარდა ყურადღება სხვა მნიშვნელოვან თემებზეც გამახვილდება

სიტყვიერი დაპირისპირების გამო, სემეკის სხდომა შეწყდა

სიტყვიერი დაპირისპირების გამო, სემეკის სხდომა შეწყდა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80