ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პაკეტზე მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა
მთავარი

ipn.ge

2017-04-21 15:03:30

პარლამენტის დღევანდელ სესიაზე საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობა, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას გულისხმობს, არ გაიმართება.

ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკითხის პლენარულ სესიაზე გატანა მას შემდეგ მოხდება, როცა კონსენსუსი იქნება მიღწეული.

„არასოდეს დამიმალავს ის, რაც სინამდვილეში ხდება. საკითხზე მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. საერთო წესზე ვთანხმდებით, რომ ნარკოპოლიტიკა ლიბერალური უნდა იყოს. მომხმარებლების მიმართ რამდენადაც ლიბერალური უნდა ვიყოთ, გამსაღებლების მიმართ ამდენად მკაცრები უნდა ვიყოთ. კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, მაგალითად, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი დაადგინა და მთავრობამ ნარკოპოლიტიკის მიმართ კიდევ უფრო გაფართოებული მიდგომა შემოგვთავაზა, ვცდილობთ, რომ საერთო კონსენსუსი იყოს ჩამოყალიბებული და საკითხი სესიაზე ასე გავიტანოთ. ამის გადადება ამიტომ მოხდა. ვფიქრობთ, რომ კონსენსუსი მიღწევადია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში იუსტიციის სამინისტროს მიერ არის ინიცირებული და ის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას გულისხმობს.  
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდნენ.

ეს ცნობა არ შეესაბამება სიმართლეს და ჩვენი ქვეყნისადმი არაკეთილგანწყობილი პროპაგანდის ნაწილია. მსგავსი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს.

დღეს დაიკითხა ბიზნესმენი, რომელსაც გიორგი მამალაძემ, თითქოსდა პატრიარქის სამკურნალოდ, თანხა სთხოვა

პარტია "სოციალ-დემოკრატები" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებმა 6 პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა მიიღო

უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, პრეზიდენტი დესტრუქციულ ლიდერად იქცა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს

დავით მათიკაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, აფგან მუხთარლის საქმის გამოძიება დროულად მიიყვანოს ბოლომდე

სარეკლამო ბანერი
1000 X 80