,,დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ ბიზნესაქტივობებთან გვექნება საქმე“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

,,დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ ბიზნესაქტივობებთან გვექნება საქმე“

,,დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ ბიზნესაქტივობებთან გვექნება საქმე“
for.ge

2017-04-21 14:42:48

საქართველოში უნგრეთის პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტის  ფარგლებში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“  საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი გაიმართა,  რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  გიორგი გახარიამ და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ გახსნეს.

ფორუმის  ფარგლებში ქართულ და უნგრულ  კომპანიებს შორის თემატური პანელები და ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. უნგრეთის დელეგაციაში წარმოდგენილები არიან კომპანიები ისეთი სექტორებიდან, როგორიცაა  ენერგეტიკა,  მშენებლობა,  ინჟინერია, წარმოება, სამომხმარებლო საქონლის ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და საკონსულტაციო მომსახურება.

„ფორუმზე უნგრული კომპანიები კონკრეტული დარგების მიხედვით არიან წარმოდგენილნი. ეს იქნება ძალზე პრაგმატული შეხვედრა ბიზნესებს შორის, რომელსაც, თავის მხრივ, სამთავრობო დელეგაციები დაუჭერენ მხარს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ ბიზნესაქტივობებთან გვექნება საქმე. უნგრული მხარე ძირითადად დაინტერესებულია გადამამუშავებელი წარმოებით, მშენებლობით, წყლის რესურსების მართვით და ფარმაცევტიკით“ –განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის  რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდება. „მათ შორის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციების ურთიერთდაცვისა და წახალისების  მემორანდუმია. მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს გამართული შეხვედრები მომავალში უფრო  მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის შესაძლებლობას გვაძლევს“ – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სავაჭრო პარტნიორია. ,,შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ ვართ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერები. ახლა საჭიროა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობაც, ბიზნესისა და ინვესტიციების კუთხით უმაღლეს საფეხურზე ავიდეს. ჩვენ ხელს ვაწერთ ერთობლივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმებას იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ურთიერთთანამშრომლობას. ასევე უნგრული ბანკის საშუალებით  ვხსნით 85 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზს,-‘’განაცხადა პიტერ სიიარტომ.

საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმს სამთავრობო და კერძო სექტორის, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მეორე პანელში ფორუმის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიკტორ ორბანმა მიმართეს.

ფორუმის ორგანიზატორები არიან  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და უნგრეთის სავაჭრო სახლი.

 

 
საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველომ მილოცვა დუბაიდანაც მიიღო

საქართველომ მილოცვა დუბაიდანაც მიიღო

ოტავას მერიის წინ საქართველოს სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღმართეს

ოტავას მერიის წინ საქართველოს სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღმართეს

აჭარაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

აჭარაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

საქართველოს აეროპორტებში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მგზავრებს ბრენდირებული ღვინოები და ტკბილეული დაურიგდათ

საქართველოს აეროპორტებში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მგზავრებს ბრენდირებული ღვინოები და ტკბილეული დაურიგდათ

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების თეატრალური ინსცენირება

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების თეატრალური ინსცენირება

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს იენს სტოლტენბერგი ულოცავს

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს იენს სტოლტენბერგი ულოცავს

“რაც უფრო მეტ რეფორმებს გაატარებს საქართველო, მით უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს”

“რაც უფრო მეტ რეფორმებს გაატარებს საქართველო, მით უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს”

სარეკლამო ბანერი
1000 X 80