ძლიერმა ქარმა რუსთავში სახურავები დააზიანა, ხეები და ბოძები მოგლიჯა
მთავარი

ძლიერმა ქარმა რუსთავში სახურავები დააზიანა, ხეები და ბოძები მოგლიჯა

ძლიერმა ქარმა რუსთავში სახურავები დააზიანა, ხეები და ბოძები მოგლიჯა
interpressnews.ge

2017-03-21 08:56:11

ძლიერმა ქარმა რუსთავში საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. მაიაკოვსკის ქუჩაზე ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ქარმა სახურავები დააზიანა კოსტავას გამზირზე, ჭავჭავაძის, ყაზბეგის, მესხიშვილის და დავით გარეჯის ქუჩებზე. ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი მე-11, მე-12, მე-17, მე-16, მე-17 მიკრო რაიონებისა და მე-11 მიკრო რაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კერძო დასახლებების რამდენიმე ათასი აბონენტი. 



ძლიერმა ქარმა დააზიანა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები ქაშაკაშვილის ქუჩაზე, ტურგენევისა და ქუჩიშვილის ქუჩების კვეთაზე კი ელექტროგადამცემი ბოძი წააქცია. 



მაიაკოვსკის ქუჩაზე იმყოფებოდა რუსთავის მერი დავით ჯიქია. აღნიშნულ მისამართზე ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლინად გადახადა და ეზოში მდგარი ავტომანქანები დაზიანდა. „ძლიერმა ქარმა რუსთავში გარკვეული პრობლემები შექმნა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაა მაიაკოვსკის ქუჩაზე, სადაც ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი პრაქტიკულად მთლიანად გადახადა. ქარმა რამდენიმე მისამართზე მოგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძი. მერიაში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს დაითვლის და ამის შემდეგ დავიწყებთ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას", - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ. 
მცხეთაში ხვალ ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ

მცხეთაში ხვალ ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ

მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა

მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა

დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ

დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში სტაბილურობის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში სტაბილურობის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს

ამბროლაურის აეროპორტის არსებობა მნიშვნელოვანია არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის

ამბროლაურის აეროპორტის არსებობა მნიშვნელოვანია არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის

გიორგი კვირიკაშვილი:  რაჭა-ლეჩხუმი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ აქ სიცოცხლე ჩქეფდეს და დუღდეს

გიორგი კვირიკაშვილი: რაჭა-ლეჩხუმი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ აქ სიცოცხლე ჩქეფდეს და დუღდეს

გიორგი კვირიკაშვილი ნოვრუზ მამედოვს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

გიორგი კვირიკაშვილი ნოვრუზ მამედოვს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

ჩვენ პარტიას ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება

ჩვენ პარტიას ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80