გოგა ხაინდრავა ალეკო ელისაშვილს "სადმე ქუჩაში მასთან შეხვედრას არ ურჩევს"
მთავარი

გოგა ხაინდრავა ალეკო ელისაშვილს "სადმე ქუჩაში მასთან შეხვედრას არ ურჩევს"

გოგა ხაინდრავა ალეკო ელისაშვილს "სადმე ქუჩაში მასთან შეხვედრას არ ურჩევს"

2017-03-21 08:23:56

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატზე ალეკო ელისაშვილზე აცხადებს, რომ "მისი ღირსება საერთოდ არაფერი ღირს, რადგან არ გააჩნია ღირსება და ხურდავდება".

მისი თქმით, ელისაშვილს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ძალიან მკაცრი პასუხი მოეთხოვება.

"ეს არის არა ეკა ბესელიას წინააღდეგ გაკეთებული განცხადება, არამედ ეს არის ღირსების, ქართული ტრადიციების წინააღმდეგ, იმ საზოგადეობის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება, სადაც ქალების მიმართ პატივისცემა კაცის ღირსებად ითვლებოდა. ეს არის ერთი ქარაფშუტა, ცრუპენტელა, ღირსებააყრილი არსების განცხადება,  რომელიც გარდა იმისა რომ, ყველაფერი ის არის რაც დავასახელე, თავხედია და ჰგონია, რომ იმ სამყაროში ცხოვრობს, სადაც ქალების შეურაცხყოფა მარტივად დასაშვებია. და ასე ნუ ჰგონია, იმიტომ რომ მოეთხოვება ძალიან მკაცრი პასუხი. პასუხი მოეთხოვება იმ ადამიანებისგან, ვინც არასოდეს უშვებდა და არც ახლა დაუშვებს ქალების შეურაცხყოფას ამ საზოგადოებაში, მით უმეტეს - ღირსეული ქალების, რომელსაც წარმოადგენს ეკა ბესელია, უღირსი კაცების მხრიდან, რომელსაც წარმოადგენს ალეკო ელისაშვილი", - აცხადებს გოგა ხაინდრავა.

მისი თქმით, ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომ "ეკა ბესელიას ღირსება სასამართლომ 1000 ლარად შეაფასა" იმის დასტურია, რომ ელისაშვილს ღირსება არ გააჩნია.

"ალეკო ელისაშვილის ღირსება საერთოდ არაფერი ღირს, რადგან არ გააჩნია ღირსება და ამიტომ ხურდავდება. დახურდავებულ ადამიანებთან მე საუბარს არ ვაპირებ, ისე კი არ ვურჩევ სადმე ქუჩაში ჩემთან შეხვედრას",- აღნიშნა ხაინდრავამ.

მისი შეფასებით, ელისაშვილი ამგვარი განცხადებებით იმ ადამიანების ინტერესებს ატარებს, ვისთვისაც ტრადიციები არაფერს ნიშნავს.

"ალეკო ელისაშვილი ფარჩაკების და უღირსი ადამიანების ინტერესებს ატარებს, იმ ადამიანების ინტერესებს ატარებს, ვისთვისაც არაფერი ტრადიციული საქართველოში ფასეული არ არის. აი, იმ ადამიანების ინტერესებს ატარებს და ემსახურება როგორც ჩანს მთელი ეს პერიოდი", - განაცხადა ხაინდრავამ.
„ამერიკის ხმა“:  ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლი კოალიცია ვაშინგტონში შეიკრიბა

„ამერიკის ხმა“: ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლი კოალიცია ვაშინგტონში შეიკრიბა

ამერიკის ადმინისტრაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გასანადგურებლად ყველა მეთოდს გამოიყენებს

ამერიკის ადმინისტრაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გასანადგურებლად ყველა მეთოდს გამოიყენებს

ამ ეტაპზე ბრიტანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს

ამ ეტაპზე ბრიტანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს

ირაკლი კობახიძე ლონდონის ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

ირაკლი კობახიძე ლონდონის ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

თამარ ჩუგოშვილმა ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებს უმასპინძლა

თამარ ჩუგოშვილმა ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებს უმასპინძლა

ლონდონში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ლონდონში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

,,ქართული ოცნება“ იმ ამომრჩეველს დაუპირისპირდა, რომელსაც თვალთვალისა და მიყურადების დასრულების იმედი ჰქონდა

,,ქართული ოცნება“ იმ ამომრჩეველს დაუპირისპირდა, რომელსაც თვალთვალისა და მიყურადების დასრულების იმედი ჰქონდა

თუ უმრავლესობის დეპუტატების განცხადებების უკან არსებობს მტკიცებულებები, მიმართონ შესაბამის ორგანოებს, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე პრეზიდენტის წინააღმდეგ

თუ უმრავლესობის დეპუტატების განცხადებების უკან არსებობს მტკიცებულებები, მიმართონ შესაბამის ორგანოებს, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე პრეზიდენტის წინააღმდეგ

სარეკლამო ბანერი
1000 X 80