ველი, რომ პარლამენტი ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
მთავარი

ველი, რომ პარლამენტი ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს

ველი, რომ პარლამენტი ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
ipn

2017-03-20 22:07:25

ველი იმას, რომ პარლამენტი ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ფარული მიყურადების შესახებ კანონზე ვეტოს დადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ის ელოდა ყველაფერს, რაც მოხდა. „ველოდი იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იტყოდა იმას, რაც თქვა კანონის პირველ ვერსიაზე. ველოდი იმას, რომ პარლამენტი იმუშავებდა, მაგრამ ბოლომდე ვერ შეძლებდა პრობლემების აღმოფხვრას. ველოდი იმას, რომ პრეზიდენტი ამის თაობაზე საზოგადოებას მიმართავდა თავისი პოზიციებით და ამ მიმართვის ფორმა იქნებოდა ვეტო. მეტსაც გეტყვით, რასაც ველი - ველი იმას, რომ პარლამენტი დაძლევს ამ ვეტოს, ალბათ, ეს მოხდება რაც შეიძლება სწრაფად, ვინაიდან ძალიან შემჭიდროებული ვადებია. მერე პრეზიდენტს კიდევ შეუძლია ხელის არმოწერით ცოტა გააგრძელოს ვადა, მაგრამ არ მგონია ეს ასე მოხდეს. არ მგონია, რომ პრეზიდენტი თავისი პოზიციებით როდესაც გამოდის, ეს გასცდეს მის პოზიციებს. არ ველი, რომ პრეზიდენტი რაღაც ხელოვნური დაყოვნებით სამართალდამცველ სისტემას იმ ვითარებაში ჩააყენებს, როდესაც თუნდაც რამდენიმე დღე სრული სამართლებრივი ვაკუუმი იქნება ამ საკითხში. ეს, ალბათ, ასე არ მოხდება“, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

 
კონსტიტუციის პროექტი საერთო სახალხო განხილვებისა და ჩართულობის შედეგად შემუშავდა

კონსტიტუციის პროექტი საერთო სახალხო განხილვებისა და ჩართულობის შედეგად შემუშავდა

ნაძალადევის რაიონში, ავშნის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ავშნის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბავშვთა გასართობი ცენტრი

ბავშვთა გასართობი ცენტრი

საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი მესაზღვრე გარდაიცვალა და ორი დაშავდა

საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი მესაზღვრე გარდაიცვალა და ორი დაშავდა

გერმანია დიდ ინტერესსა და მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მიმართ და გიორგი კვირიკაშვილის ანგელა მერკელთან შეხვედრით ეს კიდევ ერთხელ დადასტურდება

გერმანია დიდ ინტერესსა და მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მიმართ და გიორგი კვირიკაშვილის ანგელა მერკელთან შეხვედრით ეს კიდევ ერთხელ დადასტურდება

სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, საჭირო იქნება სირიიდან ჩვენი წარმომადგენლის გამოწვევა

სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, საჭირო იქნება სირიიდან ჩვენი წარმომადგენლის გამოწვევა

სერგო რატიანი:  ეს კონსტიტუცია დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს

სერგო რატიანი: ეს კონსტიტუცია დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს

გიორგი გახარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

გიორგი გახარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80