გიორგი გახარია ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იბრაჰიმ რაჰიმფურს შეხვდა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

გიორგი გახარია ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იბრაჰიმ რაჰიმფურს შეხვდა

გიორგი გახარია ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იბრაჰიმ რაჰიმფურს შეხვდა
for.ge

2017-03-20 19:04:43

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იბრაჰიმ რაჰიმფურმა ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ირანის ელჩი საქართველოში  სეიდ ჯავად ყავამშაჰიდი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირანის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ირანსა და საქართველოს შორის აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სფეროებში.

2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან ირანში პროდუქციის ექსპორტი 30%-ით არის გაზრდილი. ძირითად საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენს ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, სამკურნალო საშუალებები, ცხვრის ხორცი და  სხვა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია პოტენციალი ირანში ასევე განახორციელოს მინერალური და მტკნარი წყლების, ხილ-ბოსტნეულის წვენებისა და კონსერვების, ჩაის და შაქრის შემცველი გაზიანი სასმელების ექსპორტი.

გიორგი გახარიამ და იბრაჰიმ რაჰიმფურმა ტურიზმის სფეროში აქტიური ურთიეთთანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ირანი, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, მე-6 ადგილს იკავებს 15 ტოპ-ქვეყანას შორის.  სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016 წელს, საქართველოში ირანიდან 147 915 ტურისტი შემოვიდა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს 5-ჯერ აღემატება. 
საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველომ მილოცვა დუბაიდანაც მიიღო

საქართველომ მილოცვა დუბაიდანაც მიიღო

ოტავას მერიის წინ საქართველოს სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღმართეს

ოტავას მერიის წინ საქართველოს სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღმართეს

აჭარაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

აჭარაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

საქართველოს აეროპორტებში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მგზავრებს ბრენდირებული ღვინოები და ტკბილეული დაურიგდათ

საქართველოს აეროპორტებში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მგზავრებს ბრენდირებული ღვინოები და ტკბილეული დაურიგდათ

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების თეატრალური ინსცენირება

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების თეატრალური ინსცენირება

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს იენს სტოლტენბერგი ულოცავს

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს იენს სტოლტენბერგი ულოცავს

“რაც უფრო მეტ რეფორმებს გაატარებს საქართველო, მით უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს”

“რაც უფრო მეტ რეფორმებს გაატარებს საქართველო, მით უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს”

სარეკლამო ბანერი
1000 X 80