გიორგი გახარია სტამბოლში თავის აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
მთავარი

გიორგი გახარია სტამბოლში თავის აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

გიორგი გახარია სტამბოლში თავის აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
for.ge

2017-02-17 17:37:00

თურქეთში მიმდინარე სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრები გამართა თურქეთის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის მინისტრთან, თურქეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესა და თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან. გიორგი გახარია საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებს და ამბობს, რომ შეხვედრის ძირითადი თემები ჩვენს რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას ეხებოდა.

მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთანამშრომლობით მეზობელმა ქვეყნებმა ერთმანეთის ეკონომიკურ პოტენციალს სინერგიის ძალა შესძინონ და თავიანთი ეკონომიკები სწრაფად განავითარონ.  საჰინ მუსტაფაევთან შეხვედრის მთავარი თემა ტურიზმი იყო.

,,აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა ძალიან მეგობრული და შედეგიანი იყო, როგორც ეს ყოველთვის ხდება ხოლმე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და მეგობართან. შეხვედრისას განვიხილეთ ისეთი კონკრეტული თემა, როგორიც არის, მაგალითად, შესაძლებლობა, თუ როგორ შეუძლიათ საქართველოს და აზერბაიჯანს შექმნან ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე ტურისტული მარშრუტი, რათა ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას ხელი შეუწყონ. მარტივად შეგვიძლია ჩვენ ჩვენი ტურისტულად ყველაზე მიმზიდველი ქალაქები და კურორტები დავუკავშიროთ ერთმანეთს, გავითვალისწინოთ ჩვენს საჰაერო სივრცეში რეისების რაოდენობა, მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტები და აქაც ერთმანეთს მივეხმაროთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, არსებობს ბევრი თანხვედრის წერტილი. ,,კონკრეტულ თემებზე თანამშრომლობა, კონკრეტულ კომპანიებთან ურთიერთობა, ხელშეწყობა მათი ბიზნესურთიერთობების დამყარებისთვის არის ყველაზე მარტივი, სწორი და სწრაფი გზა, რათა ჩვენი ეკონომიკის ზრდას ხელი შევუწყოთ‘’ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 
ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრთნაკადების შესწავლა იწყება

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრთნაკადების შესწავლა იწყება

ერევანში მომიტინგეებმა აეროპორტისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი გადაკეტეს

ერევანში მომიტინგეებმა აეროპორტისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი გადაკეტეს

თბილისსა  და  ტალინს შორის  შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

თბილისსა და ტალინს შორის შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

 რუსთაველის გამზირზე ახალი ხე-მცენარეები დაირგვება

რუსთაველის გამზირზე ახალი ხე-მცენარეები დაირგვება

„ისწავლე და დასაქმდი“ - თბილისის მერია პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამას იწყებს

„ისწავლე და დასაქმდი“ - თბილისის მერია პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამას იწყებს

დაუშვებელია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, მაგრამ ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს

დაუშვებელია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, მაგრამ ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებს ნებართვის მიღება და შვიდი ევროს გადახდა მოუწევთ

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებს ნებართვის მიღება და შვიდი ევროს გადახდა მოუწევთ

საპატრიარქო მხარს დაუჭერს კანონპროექტის მიღებას, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება

საპატრიარქო მხარს დაუჭერს კანონპროექტის მიღებას, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80