ზურაბ გვასალია სესხების გალარების საკითხზე მოსახლეობას მიმართავს
მთავარი

ზურაბ გვასალია სესხების გალარების საკითხზე მოსახლეობას მიმართავს

ზურაბ გვასალია სესხების გალარების საკითხზე მოსახლეობას მიმართავს
ipn

2017-01-12 14:03:37

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია მიიჩნევს, რომ სესხების გალარება მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ისე საბანკო სექტორისთვის და ქვეყნისთვისაც.

როგორც გვასალიამ ”ინტერპრესნიუსს” საკითხის კომენტირებისას განუცხადა, გალარება კურსზე რაღაც კუთხით ზეწოლასაც მოხსნის.

”გალარების შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ეს დაახლოებით 33 ათას ადამიანს ეხება, თუმცა რა რაოდენობის ადამიანი გააკეთებს ამას, ამის პროგნოზირება რთულია. რაც შეეხება მოსახლეობას, მინდა მივმართო, საბანკო სეტორიდან შეტყობინებები ბუნებრივია, იქნება, თუმცა თუ ისინი ჩათვლიან, რომ ამ პროგრამის მონაწილეები არიან, მაგრამ შეტყობინება არ მიიღეს, შეუძლიათ თავად მიაკითხონ ბანკებს და იქ მიიღებენ ყველა ახსნა-განმარტებას. მე რომ მათ ადგილას ვიყო, ბუნებრივია, გავაკეთებდი გალარებას, რადგან სავალუტო რისკი ძალიან ძნელი და დიდია, ჩვენი ტიპის ქვეყანაში და შეიძლება ეს ლარიზაციის პროგრამის დიდი ნაწილი არ იყოს, მაგრამ რაღაც ნაწილი არის. ის, რომ სავალუტო რისკი იყოს მოხსნილი მოსახლეობისთვისაც მნიშვნელოვანია, საბანკო სექტორისთვისაც და ქვეყნისთვისაც, რადგან ეს რაღაც ნაწილში კურსზე მოხსნის ზეწოლას. მე მაქვს მოლოდინი, რომ შედეგი მოსახლეობისთვის უნდა იყოს კარგი”, - განაცხადა გვასალიამ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა პრეზიდენმა კანონპროექტს ვეტო დაადოს, გვასალიამ აღნიშნა, რომ ასე არ არის და პრეზიდენტისა და ექსპერტების შეხვედრაზე ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.

”იქ არის საკითხები, რომლებიც შეიძლება შესწორდეს, თუმცა ეს შეიძლება ეროვნული ბანკის მიერ გასწორდეს, ამას არ სჭირდება საკანონმდებლო ინიციატივები, ეს შეიძლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებებითაც გასწორდეს. ვეტოზე საუბარი არ არის”, - აღნიშნა გვასალიამ.
ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი კომპანია „წყალი მარგებელს“ ბიზნესის წარმატებულ მოდელს უწოდებს

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი კომპანია „წყალი მარგებელს“ ბიზნესის წარმატებულ მოდელს უწოდებს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ცვლილებები აუცილებლად იქნება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ცვლილებები აუცილებლად იქნება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს

სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლაში ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ

სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლაში ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ

გიორგი კვირიკაშვილი:   კახა კალაძეს ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს

გიორგი კვირიკაშვილი: კახა კალაძეს ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს

ჩვენი ამოცანაა იმპორტირებული ენერგეტიკული რესურსები ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიით ჩავანაცვლოთ

ჩვენი ამოცანაა იმპორტირებული ენერგეტიკული რესურსები ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიით ჩავანაცვლოთ

შუახევიჰესის მშენებლობა დასრულდა

შუახევიჰესის მშენებლობა დასრულდა

არა მგონია, რომ არასამთავრობოებს ღირსებას მატებდეს, დონორებისგან გამოყოფილი თანხებით უსუსური ვიდეო-კლიპების გაკეთება

არა მგონია, რომ არასამთავრობოებს ღირსებას მატებდეს, დონორებისგან გამოყოფილი თანხებით უსუსური ვიდეო-კლიპების გაკეთება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80