თუ ტრანზიტის საფასურად, პროცენტის აღების შემთხვევაში, ჩვენ დაახლოებით 200 მლნ მ3 გაზს ვიღებდით, დღეს ასეთი ვალდებულება არ გვაქვს
მთავარი

ipn

2017-01-12 13:31:27

იმ შემთხვევაში თუ ტრანზიტის საფასურად, პროცენტის აღების შემთხვევაში, ჩვენ იმ დაახლოებით 200 მლნ მ3 გაზს ვიღებდით, დღეს ასეთი ვალდებულება არ გვაქვს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს „გაზპრომთან“ ახალ შეთანხმებაზე საუბრისას განუცხადა. გახარიას თქმით, საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი გაზთან მიმართებაში არ დარღვეულა.

„მოწოდების პორტფელი შენარჩუნდა ისეთი, როგორიც იყო. უფრო მეტსაც გეტყვით, იმ შემთხვევაში თუ ტრანზიტის საფასურად პროცენტის აღების შემთხვევაში ჩვენ იმ დაახლოებით 200 მლნ მ3 გაზს ვიღებდით, დღეს ასეთი ვალდებულება არ გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება რუსული გაზი საერთოდ არ გამოვიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანის მიერ მოწოდებული გაზი საკმარისი იქნება“, - განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, მონეტარიზაციის შედეგად საქართველომ წააგო ვინაიდან მიღებულ თანხად ვერ შეისყიდის გატარებული გაზის 10%-ს, რომელსაც ნატურის სახით იღებდა, გახარია პასუხობს, რომ „მერე რა?! ეს არის საბაზრო პრინციპები“.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ კონტრაქტზე რუსეთიდან გაზის მოწოდების თაობაზე, ჩვენ ვსაუბრობდით სომხეთისთვის სატრანზიტო საფასურის მიღებაზე. აქ საქართველო იყო როგორც მესამე მხარე. ეს იყო კონტრაქტი ტრანზიტის შესახებ. ძირითადი მხარე იყო რუსეთი და სომხეთი. შესაბამისად, ჩვენ ვიღებდით სატრანზიტო საფასურს ორ მხარეს შორის სავაჭრო ურთიერთობებიდან გამომდინარე. შეიცვალა ბაზრის კონიუნქტურა. ეს კონტრაქტი აღარ არსებობს. რასაც მივაღწიეთ ისაა, რომ საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსში გაზის ბალანსი არ დარღვეულა. ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, რუსეთისგან ვიყიდოთ ეს გაზი. ჩვენ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ასეთი შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მოწოდებული გაზი იქნება საკმარისი, ჩვენ ასეთი მოთხოვნილება არ გვექნება, არ ვიყიდით ამ გაზს და თემა დახურულია“, - განაცხადა გახარიამ.
ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი კომპანია „წყალი მარგებელს“ ბიზნესის წარმატებულ მოდელს უწოდებს

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი კომპანია „წყალი მარგებელს“ ბიზნესის წარმატებულ მოდელს უწოდებს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ცვლილებები აუცილებლად იქნება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ცვლილებები აუცილებლად იქნება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს

სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლაში ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ

სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლაში ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ

გიორგი კვირიკაშვილი:   კახა კალაძეს ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს

გიორგი კვირიკაშვილი: კახა კალაძეს ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს

ჩვენი ამოცანაა იმპორტირებული ენერგეტიკული რესურსები ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიით ჩავანაცვლოთ

ჩვენი ამოცანაა იმპორტირებული ენერგეტიკული რესურსები ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიით ჩავანაცვლოთ

შუახევიჰესის მშენებლობა დასრულდა

შუახევიჰესის მშენებლობა დასრულდა

არა მგონია, რომ არასამთავრობოებს ღირსებას მატებდეს, დონორებისგან გამოყოფილი თანხებით უსუსური ვიდეო-კლიპების გაკეთება

არა მგონია, რომ არასამთავრობოებს ღირსებას მატებდეს, დონორებისგან გამოყოფილი თანხებით უსუსური ვიდეო-კლიპების გაკეთება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80