ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად
მთავარი

ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად

ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად
ipn

2017-01-12 13:23:07

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტის (LIBE) მიერ ხმათა უმრავლესობით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღების მხარდაჭერას მიესალმება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტის (LIBE) სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც კენჭი ეყარა და ხმათა დიდი უმრავლესობით დამტკიცდა 539/2001 რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.

უწყების განმარტებით, აღნიშნული ცვლილების პროექტი შეთანხმდა 13 დეკემბერს ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის, ხოლო 20 დეკემბერს ევროკავშირის საბჭო ევროკავშირში მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის დონეზე დაეთანხმა ცვლილების მიღებას.

”მივესალმებით დღევანდელი კენჭისყრის შედეგებს და მოხარულნი ვართ, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის აუცილებელი პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად.

შემდგომი პროცედურის თანახმად, შესაბამისი რეგულაციის ცვლილებას კენჭს უყრის ევროპარლამენტი უახლოეს პლენარულ სესიაზე, რის შემდეგაც, განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.

საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.

იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრულ პასპორტს შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში)”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მანჩესტერის ტერაქტში დამნაშავის ვინაობა ცნობილია

მანჩესტერის ტერაქტში დამნაშავის ვინაობა ცნობილია

ბერლინში საკონსტიტუციო რეფორმაზე მსჯელობა დასრულდა

ბერლინში საკონსტიტუციო რეფორმაზე მსჯელობა დასრულდა

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

რუსეთის პრეზიდენტმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ელჩად მარატ კულახმეტოვი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ელჩად მარატ კულახმეტოვი დანიშნა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ვალია, ძალიან გულდასმით განვიხილოთ მიწის საკითხი

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ვალია, ძალიან გულდასმით განვიხილოთ მიწის საკითხი

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა

TABAN Airlines ისპაჰანი-თბილისის მიმართულებით იწყებს ოპერირებას

TABAN Airlines ისპაჰანი-თბილისის მიმართულებით იწყებს ოპერირებას

ნინო გოგუაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს

ნინო გოგუაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს

სარეკლამო ბანერი
1000 X 80