LIBE-ს კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა
მთავარი

ipn

2017-01-12 12:43:43

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთ კომიტეტმა (LIBE) საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა.

კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაცის მხარი დაუჭირა, 2-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 1-მა კი თავი შეიკავა.

რაც შეეხება კენჭისყრას პლენარულ სხდომაზე, იგი თებერვალში გაიმართება.

2016 წლის 13 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე.

როგორც ცნობილია, 13 დეკემბერს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება.

ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის განხილვის სავარაუდო თარიღად 2 თებერვალია მითითებული.
გიორგი მღებრიშვილი - მინდა ყველას გვახსოვდეს, რომ გზა ევროპისკენ კანონის პატივისცემაზე გადის

შალვა ხუციშვილი - თუ მოქალაქე 90-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ საქართველოში არ დაბრუნდება, მის მონაცემებს ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს გადავუგზავნით

ნარკოტიკული საშუალებების - კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების, ხოლო მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრება იცვლება

მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ულოცავს

პრემიერი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიასთან და მთავრობის წევრებთან ერთად ათენში უვიზოდ გაემგზავრა

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ გადაადგილება ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაშია შესაძლებელი

ის, რომ ევროპამ გახსნა კარი ჩვენი ქვეყნისთვის, ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს და ახალ გამოწვევებს

სარეკლამო ბანერი
1000 X 80