პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი მაიკლ რუბინი - თურქეთში სისხლისღვრა მოხდება
მთავარი

პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი მაიკლ რუბინი - თურქეთში სისხლისღვრა მოხდება

პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი მაიკლ რუბინი - თურქეთში სისხლისღვრა მოხდება
For.ge

2017-01-12 10:29:50

ამერიკელი ექსპერტი ახლო აღმოსავლეთისა და თურქეთის საკითხებში, პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი მაიკლ რუბინი თურქეთში შესაძლო სისხლისღვრაზე საუბრობს. ამავე დროს, აშშ-ს საზღვაო აკადემიის ლექტორი, მაიკლ რუბინი American Enterprise Instituteვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, იარაღის მეშვეობით რომც იყოს, კონსტიტუციის შეცვლა სურს.

რუბინის თქმით, ერდოღანი 15 ივლისის გადატრიალების მცდელობას ″ღვთის საჩუქრას″ უწოდებს და გადატრიალების მცდელობას ლიკვიდაციის საბაბად იყენებს.

როგორც რუბინი სტატიაში აღნიშნავს, ერდოღანი გადატრიალების მცდელობაში გიულენის მოძრაობას ადანაშაულებს. ბრალდების დასამტკიცებლად თურქეთის ხელისუფლების მიერ ამერიკული მხარისთვის გადმოგზავნილი დოკუმენტები სანდოობისგან შორს, უფრო მეტიც მტკიცებულებადაც კი არ შეიძლება ჩაითვალოს.

″აღსანიშნავია ისიც, რომ თურქული მედია ყველაფერს ისე აშუქებს, თითქოს ამერიკის ხელისუფლებამ ეს მტკიცებულებები მიიღო, სინამდვილეში კი ჯერჯერობით არცერთ ამერიკელ ოფიციალურ პირს თურქული მედიის მიერ გაშუქებული ინფორმაციის მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია. პირიქით, 15 ივლისის შესახებ ალტერნატიული თეზისები უფრო შთამბეჭდავია″ - განაცხადა მან.

მაიკლ რუბინის მტკიცებით, გადატრიალების წარუმატებელი მცდელობა ერდოღანმა მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მოსაშორებლად გამოიყენა. ევროპა ჯერ კიდევ ამ ქმედებებს მასწავლებლების და მეცნიერების უფლებების დარღვევად აფასებს.

რუბინის თქმით, ერდოღანის მომხრეების შეგნებულად შეიარაღება ხდება.

″მმართველმა პარტიამ თავის მომხრეებზე იარაღის ლიცენზიის მიცემა დაიწყო. ასევე 1997 წელს თურქეთის არმიიდან გაგდებული გენერლის წოდების მქონე ადნან თანრივერდი ამჟამად ერდოღანთან თანამშრომლობს და მისი მეთაურობით სადათის (SADAT) სახელწოდებით შეიარაღებული ერთიანობაა შექმნილი. სადათი სპეცდანიშნულების ჯარებს და შეიარაღებულ დაჯგუფებებს წვრთნის, რომელიც უახლოეს მომავალში ირანის რევოლუციური გვარდიის მსგავს სტრუქტურად ჩამოყალიბდება და პირდაპირ ერდოღანის ბრძანებით იმოქმედებენ. სინამდვილეში ისე ჩანს, რომ 15 ივლისს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობების უკან დაჯგუფება სადათი დგას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იძულებითი აღიარებების გარდა სხვა სარწმუნო მტკიცებულებები არ არსებობს, მაინც გიულენს ადანაშაულებენ″ - განაცხადა მაიკლ რუბინმა.

წყარო: www.aei.org/publication/erdogan-prepares-for-a-bloodbath/
ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი კომპანია „წყალი მარგებელს“ ბიზნესის წარმატებულ მოდელს უწოდებს

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი კომპანია „წყალი მარგებელს“ ბიზნესის წარმატებულ მოდელს უწოდებს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ცვლილებები აუცილებლად იქნება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ცვლილებები აუცილებლად იქნება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს

სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლაში ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ

სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლაში ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ

გიორგი კვირიკაშვილი:   კახა კალაძეს ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს

გიორგი კვირიკაშვილი: კახა კალაძეს ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს

ჩვენი ამოცანაა იმპორტირებული ენერგეტიკული რესურსები ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიით ჩავანაცვლოთ

ჩვენი ამოცანაა იმპორტირებული ენერგეტიკული რესურსები ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიით ჩავანაცვლოთ

შუახევიჰესის მშენებლობა დასრულდა

შუახევიჰესის მშენებლობა დასრულდა

არა მგონია, რომ არასამთავრობოებს ღირსებას მატებდეს, დონორებისგან გამოყოფილი თანხებით უსუსური ვიდეო-კლიპების გაკეთება

არა მგონია, რომ არასამთავრობოებს ღირსებას მატებდეს, დონორებისგან გამოყოფილი თანხებით უსუსური ვიდეო-კლიპების გაკეთება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80