გიორგი გახარია იაპონიის მიწის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
მთავარი

გიორგი გახარია იაპონიის მიწის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია იაპონიის მიწის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
for.ge

2017-01-11 20:47:14

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია იაპონიის მიწის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სახელმწიფო მინისტრს, რიოსეი ტანაკას შეხვდა. მინისტრებმა  ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე იაპონური მხარისთვის პრეზენტაცია გაკეთდა საქართველოში არსებული ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

გიორგი გახარიამ იაპონურ მხარეს მადლობა გადაუხადა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ JICA-ს მეშვეობით საქართველოში განხორციელდა საგრანტო დახმარების მრავალი პროგრამა, მოხდა ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების რეაბილიტაცია და განვითარება. ამჟამად JICA ახორციელებს მსხვილ პროექტებს საქართველოში განახლებადი ენერგიისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. კერძოდ, განახლებადი ენერგიის კუთხით  JICA-მ  4 მლნ. აშშ დოლარზე მეტი გრანტი გამოყო და დაახლოებით 45 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის სესხი, ხოლო აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარებისთვის - დაახლოებით 190 მლნ. აშშ დოლარი სესხი.

გიორგი გახარიამ იაპონურ მხარეს აცნობა, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, კავკასიის რეგიონში ჩამოყალიბდეს, როგორც  ტრანზიტული ჰაბი.  შეხვედრაზე მინისტრმა  ასევე ისაუბრა გონიოსა და წყალტუბოს კურორტების საინვესტიციო პროექტების შესახებ და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ტურიზმის სექტორის განვითარების კუთხით.

მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის და საექსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის საჭირო სამომავლო ნაბიჯებზე საქართველოს ტრადიციული საექსპორტო პროდუქციის იაპონურ ბაზარზე პოპულარიზაციის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდას. იაპონიის მიწის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სახელმწიფო მინისტრმა  მზადყოფნა გამოთქვა საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში.

ამასთან, გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ იაპონია მხარს დაუჭერს ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის არჩევნებში.

 
სასამართლომ მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადებისთვის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადებისთვის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ვანო ზარდიაშვილი: ყველგან კარგად იცის რატომ გააგდეს გია ხუხაშვილი

ვანო ზარდიაშვილი: ყველგან კარგად იცის რატომ გააგდეს გია ხუხაშვილი

როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში

როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში

პრეზიდენტმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო

აფგან მუხთარლის საქმე მხოლოდ მაშინ იქნება გამოძიებული, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ამის პოლიტიკური ნება გაუჩნდება

აფგან მუხთარლის საქმე მხოლოდ მაშინ იქნება გამოძიებული, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ამის პოლიტიკური ნება გაუჩნდება

პროკურატურის მტკიცებულებები იმდენად დასაბუთებული იყო, რომ ბრალდებულების ადვოკატებსაც არ ჰქონდათ მათზე დამაჯერებელი არგუმენტები

პროკურატურის მტკიცებულებები იმდენად დასაბუთებული იყო, რომ ბრალდებულების ადვოკატებსაც არ ჰქონდათ მათზე დამაჯერებელი არგუმენტები

გიორგი აბდალაძეს იმედი აქვს, რომ ფოტოგრაფებს სააპელაციო სასამართლოც უმოკლეს ვადაში გაამართლებს

გიორგი აბდალაძეს იმედი აქვს, რომ ფოტოგრაფებს სააპელაციო სასამართლოც უმოკლეს ვადაში გაამართლებს

ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის გეგმას მოამზადებს

ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის გეგმას მოამზადებს

სარეკლამო ბანერი
1000 X 80