გალარების სამთავრობო პროგრამა შეამცირებს ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლას, მსესხებლებს კი სავალუტო რისკს მოუხსნის
მთავარი

ipn

2017-01-11 20:38:42

საქართველოს ბანკების ასოციაცია გალარების სამთავრობო პროგრამას მხარს უჭერს, - ამის შესახებ საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შეამცირებს ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლას, თავად მსესხებლებს კი სავალუტო რისკს მოუხსნის. „მე ვურჩევდი ფიზიკურ პირებს, ვისაც პოტენციურად ეხება ეს აქცია, დაელოდონ შეტყობინებას ბანკიდან, ხოლო იმ შემთხვევაში თუ 5 დღის მანძილზე არ მოხდა თქვენთან, როგორც პოტენციურ კლიენტთან კომუნიკაცია და თვლით, რომ ეს პროგრამა გეხებათ, მიმართეთ სესხის გამცემ კომერციულ ბანკს,“ - განაცხადა ზურაბ გვასალიამ.

მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში დასაშვებია პორტირება, ანუ სესხის გადატანა სხვა ბანკში, თუ, ბუნებრივია, სხვა ბანკი მსესხებელს უკეთეს პირობებს შესთავაზებს. სუბსიდიის ნაწილში ამ კატეგორიის მსესხებლები კონვერტაციის დროს რაიმე დამატებით ხარჯებს ასევე არ გადაიხდიან.

გალარების პროგრამა დაიწყება 17 იანვრიდან. ბანკები 5 დღის განმავლობაში უნდა დაუკავშირდნენ იმ კლიენტებს, ვისაც სესხების გალარების პროგრამა ეხება.

ასამბლეის სტუმრობა გზავნილია, რასაც ერთ დღეს ალიანსში საქართველოს წევრობა მოჰყვება

მისისიპის შტატში მამაკაცმა რვა ადამიანი დაცხრილა

ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო მალე დიკავებს ადგილს ევროპული სახელმწიფოების ოჯახში

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პოლიტიკური კომიტეტის სხდომა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა დადებითად აფასებს საქართველოს როლს ევრო–ატლანტიკურ უსაფრთხოებაში

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა  აღიარებს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს

ნატო ითვალისწინებს მოკავშირე ლიდერების პოზიციას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი

ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ უჭერს მხარს ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პროცესს

სარეკლამო ბანერი
1000 X 80