საფასური, რომელსაც „გაზპრომისგან“ მივიღებთ, იქნება ყველაზე ოპტიმალური, რაც ევროპულ პრაქტიკაში არსებობს
მთავარი

ipn

2017-01-11 20:34:16

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას აზრით, საქართველომ “გაზპრომთან” დაკავშირებით ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად დაიცვა და ის მიღწეული შეთანხმების დრამატიზირების საფუძველს ვერ ხედავს.

”პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ იმ ხელშეკრულებაზე ვსაუბრობთ, რომელიც დასრულდა. რუსეთი ყოველთვის მოითხოვდა სხვა პირობების დაყენებას, თუმცა ის არსებულ ხელშეკრულებას ვერ დაარღვევდა. მოთხოვნა კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი არ აპირებდა ხელშეკრულების ძველი პირობებით გაგრძელებას. ჩვენს წინაშე არჩევანი ძალიან შეზღუდული იყო. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ საფასურს ბუნებრივი აირის გარეშე მივიღებთ, ეს საფასური იქნება ყველაზე ოპტიმალური, რაც ევროპულ პრაქტიკაში არსებობს. თუკი დამატებითი რესურსის საჭიროება დადგება, ჩვენ გვექნება ბუნებრივი აირის უკეთეს ფასად მიღების საშუალება. ამასთან, რუსეთის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება არანაირად არ იზრდება. ასე, რომ ვერანაირ ძირეულ ცვლილებას იმ პრიორიტეტებში, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგა, მე ვერ ვხედავ”, - განუცხადა ჟურნალისტებს რომან კაკულიამ.

დეპუტატი აღნიშნულ საკითხზე ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებასაც გამოეხმაურა და დასძინა, რომ „კრიტიკული საუბარი იმ ხალხისგან, ვინც საერთოდ გასხვისებას აპირებდა ამ ინფრასტრუქტურის, ცოტა გაუგებარია“.

”არ მესმის, რატომ არის ეს მოვლენა ასეთი ტრაგიზმით აღსავსე. ძალიან მინდა, რომ ოპოზიციის კრიტიკა ისეთი იყოს, საიდანაც მე თვითონ რაღაც პოზიტივის ამოღებას შევძლებ. მაგრამ ტრაგიკული საუბარი იმ ხალხისგან, ვინც საერთოდ გასხვისებას აპირებდა ინფრასტრუქტურის, ცოტა გაუგებარია”, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. კერძოდ, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.
პარლამენტთან აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია, მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია

პარლამენტთან აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია, მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია

”რუსთავი 2”- მა მაუწყებლობა განაახლა

”რუსთავი 2”- მა მაუწყებლობა განაახლა

„რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერად „ნაციონალური მოძრაობა“ ვარდების მოედნიდან, „ევროპული საქართველო“ კი - მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავს

„რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერად „ნაციონალური მოძრაობა“ ვარდების მოედნიდან, „ევროპული საქართველო“ კი - მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავს

 დავანებოთ განკითხვებს თავი, ვისაც ეს საქმე ავალია, მიხედავს, მოაგვარებს, დაამშვიდებს და დააწყნარებს

დავანებოთ განკითხვებს თავი, ვისაც ეს საქმე ავალია, მიხედავს, მოაგვარებს, დაამშვიდებს და დააწყნარებს

ირმა ჭკადუა გიორგი გვიჩიანის საქმეზე: 20 თებერვალს ველოდებით გამამართლებელ განაჩენს

ირმა ჭკადუა გიორგი გვიჩიანის საქმეზე: 20 თებერვალს ველოდებით გამამართლებელ განაჩენს

ფიქრია ჩიხრაძე:  პრეზიდენტი ყოველთვის აქტიურ თანადგომას უცხადებდა მედიასაშაულებებს

ფიქრია ჩიხრაძე: პრეზიდენტი ყოველთვის აქტიურ თანადგომას უცხადებდა მედიასაშაულებებს

ბინალი ილდირიმი:  საქართველო თურქეთისთვის უმნიშვნელოვანესი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია

ბინალი ილდირიმი: საქართველო თურქეთისთვის უმნიშვნელოვანესი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია

ევროკავშირი საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს უმოკლეს ვადაში დაასრულებს

ევროკავშირი საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს უმოკლეს ვადაში დაასრულებს

სარეკლამო ბანერი
1000 X 80