მთავარი

მოქალაქეებს, რომლებიც ხელფასს ხელზე იღებენ, დაუბეგრავი მინიმუმის სახით თანხა უკან არ დაუბრუნდებათ

მოქალაქეებს, რომლებიც ხელფასს ხელზე იღებენ, დაუბეგრავი მინიმუმის სახით თანხა უკან არ დაუბრუნდებათ

2014-02-24 16:15:37

დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს, რომლებიც ხელფასს ხელზე იღებენ, დაუბეგრავი მინიმუმის სახით თანხა უკან არ დაუბრუნდებათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ირაკლი გვარამიძემ განუცხადა.

"თუ თქვენ ხელზე იღებდით ხელფასს და ეს არ არის დეკლარირებული და საგადასახადო ბაზებში არ დაფიქსირებულა, ვერ დავუბრუნებთ თანხას. ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს დამატებითი დეკლარირება - დამქირავებელმა უნდა წარადგინოს დეკლარაცია და ეს მონაცემები უნდა აისახოს ბაზაში. მოწესრიგებული ბუღალტერია უნდა იყოს. ჩვენ ჩვენს ბაზებში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით მოვახდენთ თანხების უკან გაცემას", - განაცხადა ირაკლი გვარამიამ.

მისივე განმარტებით, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები დაუბეგრავი მინიმუმის სახით თანხის უკან დასაბრუნებლად, უწყება შესაბამის კამპანიას ჩაატარებს.

"პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ეს ნებისმიერ შემოსავალს არ უკავშირდება, ანუ 6 ათასი ლარი ნებისმიერი შემოსავლით არ შედგება. ეს მხოლოდ ხელფასით მიღებული შემოსავალი უნდა იყოს. რაც შეეხება იმას, თუ როგორია პროცედურა და როგორ უნდა დაუბრუნოს გადამხდელმა თანხა, ამაზე ჩვენთან დაიწყება აქტიური კამპანია, ინფორმაცია აიტვირთება როგორც ჩვენს საიტზე განმარტების სახით, ისე სარეკლამო რგოლი გავა ტელევიზიით. ჩვენი თანამშრომლები ეცდებიან, რომ მოქალაქეებმა მაქსიმალური განმარტება მიიღონ, როგორ დაუბრუნონ გადახდილი თანხა", - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.

როგორც ცნობილია, 2013 წელს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში დაუბეგრავი მინიმუმის ცნება შეიტანა, რაც დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის, რომელთა წლიური დარიცხული შემოსავალი წლის განმავლობაში 6 000 ლარს არ აღემატებოდა, დაუბეგრავი მინიმუმის სახით, მაქსიმუმ 360 ლარის უკან დაბრუნებას გულისხმობს. ხელისუფლების აღნიშნული ინიციატივა დაახლოებით 600 000-მდე დაბალშემოსავლიანი გადამხდელის მხარდაჭერას ითვალისწინებს. დაუბეგრავი მინიმუმის სახით თანხის უკან დაბრუნება 1-ელი აპრილიდნ დაიწყება.
გიორგი სიგუას კაზანტიპის რესპუბლიკის ვიცეპრეზიდენტის პოსტი და წლიური ხელფასი 100 000 ევრო შესთავაზეს

გიორგი სიგუას კაზანტიპის რესპუბლიკის ვიცეპრეზიდენტის პოსტი და წლიური ხელფასი 100 000 ევრო შესთავაზეს

საპარლამენტო უმრავლესობა დახურულ სხდომას მართავს

საპარლამენტო უმრავლესობა დახურულ სხდომას მართავს

“ოთარ გურგენიშვილი ნამდვილად იმსახურებს ჯეროვან დაფასებას და სახელის უკვდავყოფას”

“ოთარ გურგენიშვილი ნამდვილად იმსახურებს ჯეროვან დაფასებას და სახელის უკვდავყოფას”

პარლამენტმა შესაძლოა საათის გაჩერების წესი გამოიყენოს

პარლამენტმა შესაძლოა საათის გაჩერების წესი გამოიყენოს

გიორგი მღებრიშვილი N5 დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლის პირობებს გაეცნო

გიორგი მღებრიშვილი N5 დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლის პირობებს გაეცნო

სასჯელაღსრულების დაწესებულება 169 მსჯავრდებულმა დატოვა, მათ შორის 5 ქალია

სასჯელაღსრულების დაწესებულება 169 მსჯავრდებულმა დატოვა, მათ შორის 5 ქალია

პირველადი ანალიზით, 30 ივლისს მომხდარი საწვავის აალება ტექნიკურ დარღვევებს არ უკავშირდება

პირველადი ანალიზით, 30 ივლისს მომხდარი საწვავის აალება ტექნიკურ დარღვევებს არ უკავშირდება

სექტემბრიდან საპარლამენტო კომიტეტების სხდომები თბილისში არსებულ შენობაში ჩატარდება

სექტემბრიდან საპარლამენტო კომიტეტების სხდომები თბილისში არსებულ შენობაში ჩატარდება