მთავარი

აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო საგანგებო რეჟიმში იმუშავებს
ipn

2013-09-03 17:20:32

აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო ხვალ საგანგებო რეჟიმში იმუშავებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელმა მერაბ ნაკაშიძემ განუცხადა. 

როგორც მერაბ ნაკაშიძე განმარტავს, ხუთივე მუნიციპალიტეტის თანამშრომლები შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილნი არიან. მისივე თქმით, ხვალ დილიდან ზღვაში შესვლა აეკრძალება როგორც მოსახლეობას, ასევე, სასეირნო კატერებს, თევზმჭერ გემებსა და ყველა სახის მცურავ ტექნიკას.

"4-5 სექტემბერს მოსალოდნელია ძლიერი ქარი, წვიმა და ზღვის ღელვა. ჩვენი სამსახური ასეთი მოვლენების დროს ყოველთვის მზადაა. მობილიზებულია ტექნიკა, მზად არიან მუნიციპალიტებები. ხულოს, ქედას, შუახევის, ქობულეთის, ხელვაჩაურის და ბათუმის იახტკლუბის თანამშრომლები 24-საათიანი მორიგეობით მუშაობენ. ხვალისთვის ასევე, მორიგე ჯგუფებს ვამატებთ. ხვალ დილიდან ზღვაში გასვლაზე აკრძალვა იქნება ყველა სახის ტექნიკისთვის. ხვალიდან ასევე, წითელი ალმები აიმართება სანაპიროზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობის მსურველებს ზღვაში შესვლა ეკრძალებათ. გარდა ამისა, სანაპიროზე მაშველები იქნებიან მობილიზებულნი, რადგან ზოგი არ ემორჩილება წითელ ალამს", - აღნიშნა მერაბ ნაკაშიძემ.

მისი განმარტებით, მოსახლეობა პანიკაში არ უნდა ჩავარდეს, რადგან მსგავსი ქარი, წვიმა და ზღვის ღელვა აღნიშნული სეზონისთვის დამახასიათებელია. მერაბ ნაკაშიძე მოსახლეობას მოუწოდებს, მეწყერული პროცესების განვითარების ან მდინარის ადიდების შემთხვევაში 112-ში დარეკონ.

"ეს პერიოდი, უამინდობის პერიოდია. პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ჩვეულებრივი ქარი, წვიმა და ღელვაა. მოსახლეობას ვთხოვთ, რომ მეწყერული პროცესების განვითარების, სახურავის გადახდის, მდინარის დონის მკვეთრი მატების, სარეკლამო აბრების მოგლეჯის ან სხვა სახის სტიქიის დროს 112-ში დარეკონ", - აღნიშნა მერაბ ნაკაძიშემ.
საქართველოში ციკლონის შემოჭრას ვარაუდობენ, რაც ხვალიდან ამინდის გაუარესებას გამოიწვევს.

 
მოხარული ვარ, რომ ასოცირების შეთანხმებას ხელი საბერძნეთის თავმჯდომარეობის პერიოდში მოეწერება

მოხარული ვარ, რომ ასოცირების შეთანხმებას ხელი საბერძნეთის თავმჯდომარეობის პერიოდში მოეწერება

ევროკავშირი რუსეთს უკრაინაში ადამიანების გატაცების შეჩერებისთვის მოუწოდებს

ევროკავშირი რუსეთს უკრაინაში ადამიანების გატაცების შეჩერებისთვის მოუწოდებს

თეა წულუკიანის უცნაური სამოსი ყატარის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე

თეა წულუკიანის უცნაური სამოსი ყატარის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დათა ახალაია ერთი თვის წინ დააკავეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დათა ახალაია ერთი თვის წინ დააკავეს

გიორგი ბადაშვილმა სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს დანაპირები შეუსრულა

გიორგი ბადაშვილმა სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს დანაპირები შეუსრულა

მთავარი პროკურატურა დათა ახალაიასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს

მთავარი პროკურატურა დათა ახალაიასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს

მთავრობამ ნარკოკანონმდებლობის რეფორმაზე მუშაობა დაიწყო

მთავრობამ ნარკოკანონმდებლობის რეფორმაზე მუშაობა დაიწყო

თუ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს საფრთხე დაემუქრება, რუსეთი ყველას პასუხს გასცემს

თუ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს საფრთხე დაემუქრება, რუსეთი ყველას პასუხს გასცემს