საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მარინე ჩიტაშვილი უხელმძღვანელებს
მთავარი

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მარინე ჩიტაშვილი უხელმძღვანელებს

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მარინე ჩიტაშვილი უხელმძღვანელებს
netgazeti.ge

2013-07-27 08:54:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.

საბჭოს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი მარინე ჩიტაშვილი უხელმძღვანელებს. მან ამ პოზიციაზე საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ბაჩანა შენგელია შეცვალა.

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ უმაღლესი განათლების საერთაშორისო განვითარების პროგრამის აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის ხელმძღვანელი მაგდა მაღრაძე, რომელმაც ადვოკატი დავით კიკალეიშვილი შეცვალა.

საბჭოს მდივნად იმუშავებს მედიცინის დოქტორი, შპს "საზოგადოებრივ კოლეჯ "პანაცეას" დირექტორის მოადგილე მაია ჩიხლაძე, მანამდე ამ პოზიციაზე მუშაობდა დიმიტრი ალავიძე - შპს "ვოლ ფაბლიშინგის" სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე.

პრემიერის ბრძანების შესაბამისად, საბჭოს ახალ შემადგენლობაში არიან ირაკლი მაჩაბელი (საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი), ზაზა მარუაშვილი - (კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი), ნანა გაფრინდაშვილი - (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი), ზაზა რუხაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, შპს - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი), მამია ჯანჯალია (სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის მოადგილე), დავით კახნიაშვილი - საქართველოს კერძო სკოლების ასოციაციის თავმჯდომარე, სკოლა „მწიგნობართუხუცესის” დირექტორი.

მანამდე საბჭოს შემადგენლობაში იყვნენ თეონა კუპატაძე (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე), ირაკლი გამყრელიძე (შპს ნარკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე), ზაზა ლაზარაშვილი (აკად. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი), მიხეილ კორძახია (საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი), ზაქარია შველიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი), მადონა ჭეიშვილი (შპს "N5 კლინიკური საავადმყოფოს" დირექტორი).

"განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო, რომლის წევრებსაც განათლების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
გიორგი მღებრიშვილი - მინდა ყველას გვახსოვდეს, რომ გზა ევროპისკენ კანონის პატივისცემაზე გადის

გიორგი მღებრიშვილი - მინდა ყველას გვახსოვდეს, რომ გზა ევროპისკენ კანონის პატივისცემაზე გადის

შალვა ხუციშვილი - თუ მოქალაქე 90-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ საქართველოში არ დაბრუნდება, მის მონაცემებს ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს გადავუგზავნით

შალვა ხუციშვილი - თუ მოქალაქე 90-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ საქართველოში არ დაბრუნდება, მის მონაცემებს ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს გადავუგზავნით

ნარკოტიკული საშუალებების - კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების, ხოლო მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრება იცვლება

ნარკოტიკული საშუალებების - კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების, ხოლო მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრება იცვლება

მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა

მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ულოცავს

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ულოცავს

პრემიერი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიასთან და მთავრობის წევრებთან ერთად ათენში უვიზოდ გაემგზავრა

პრემიერი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიასთან და მთავრობის წევრებთან ერთად ათენში უვიზოდ გაემგზავრა

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ გადაადგილება ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაშია შესაძლებელი

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ გადაადგილება ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაშია შესაძლებელი

ის, რომ ევროპამ გახსნა კარი ჩვენი ქვეყნისთვის, ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს და ახალ გამოწვევებს

ის, რომ ევროპამ გახსნა კარი ჩვენი ქვეყნისთვის, ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს და ახალ გამოწვევებს

სარეკლამო ბანერი
1000 X 80