მთავარი

სკოლის დირექტორების სერტიფიცირების პროცესი იწყება

სკოლის დირექტორების სერტიფიცირების პროცესი იწყება
ipn

2013-07-24 13:19:55

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების პროცესს იწყებს, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია 25 ივლისს დაიწყება და 7 აგვისტოს დასრულდება. რეგისტრაცია განათლების სამინისტროს ვებ-გვერზე ელექტრონულად განხორციელდება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სერტიფიცირების პროცესი საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპს წარმოადგენს. სერტიფიცირების მიზანია ტესტირებისა და გასაუბრების გზით საჯარო სკოლის დირექტორების თანმდებობაზე მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრების შერჩევა.

თამარ სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ გამოცდები 22 აგვისტოს ჩატარდება. სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერზე განთავსდება სასერთიფიკაციო გამოცდების ჩატარების განრიგი, ინფორმაცია ტესტების შესახებ, მოსამზადებელი საჭირო ნუსხა და სხვა.

გამოცდა კონკურსანტის კომპეტენციას და უნარებს შეამოწმებს და მასალის დაზეპირებაზე ორიენტირებაზე არ იქნება. გამოცდის დაწყებამდე საგამოცდო ცენტრის კოორდინატორები კონკურსანტებს სრულ ინსტრუქციას გააცნობენ.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, წარმატებით ჩატარებულად ჩაითვლება, თუ კონკურსანტი ტექსტის მაქსიმალური ქულიდან 60%-ს დააგროვებს, რაც მას საშუალებას მისცემს გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე.

სერტიფიცირების ორივე ეტაპის წარმატების გავლის შემთხვევაში, დირექტორობის მსურველს, დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცემა, რომელიც მას საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს დირექტორების შესარჩევ კონკურსში.

ამასთან, იმ პირებს, რომელთაც 2012 წელს სერტიფიცირების ტესტირების ეტაპი წარმატებით აქვს გადალახული, საშუალება მიეცემათ პროცესი გასაუბრების ეტაპიდან გააგრძელონ.
თამარ სანიკიძემ აღნიშნა, რომ სერტიფიცირების პროცესი 600-მდე სკოლის დირექტორს შეეხება. სავარაუდოდ, მომავალი წლიდან სკოლებს ახალი სერტიფიცირებული დირექტორები ეყოლებათ. დირექტორის უფლების დამადასტურებელ სერტიფიკატს 6-წლიანი მოქმედების ვადა აქვს.

 
ვალერი გელაშვილზე თავდასხმის გამოძიების შესახებ მთავარი პროკურატურა დღეს განცხადებას გააკეთებს

ვალერი გელაშვილზე თავდასხმის გამოძიების შესახებ მთავარი პროკურატურა დღეს განცხადებას გააკეთებს

რუსეთმა უკრაინის არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარების პირობები დაასახელა

რუსეთმა უკრაინის არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარების პირობები დაასახელა

თბილისში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის და ლორან ფაბიუსის ერთობლივი ვიზიტი გაიმართება

თბილისში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის და ლორან ფაბიუსის ერთობლივი ვიზიტი გაიმართება

 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღნიშნა

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღნიშნა

პრემიერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს უმასპინძლა

პრემიერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს უმასპინძლა

ვიტალი კლიჩკო კიევის მერის არჩევნებში იყრის კენჭს

ვიტალი კლიჩკო კიევის მერის არჩევნებში იყრის კენჭს

Google Voice-ს ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ჰყავს შეყვანილი

Google Voice-ს ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ჰყავს შეყვანილი

მოხარული ვარ, რომ ასოცირების შეთანხმებას ხელი საბერძნეთის თავმჯდომარეობის პერიოდში მოეწერება

მოხარული ვარ, რომ ასოცირების შეთანხმებას ხელი საბერძნეთის თავმჯდომარეობის პერიოდში მოეწერება