მთავარი

სექტემბრიდან ვეტერანთა დეპარტამენტი დამოუკიდებელ სამთავრობო ერთეულად ჩამოყალიბდება

სექტემბრიდან ვეტერანთა დეპარტამენტი დამოუკიდებელ სამთავრობო ერთეულად ჩამოყალიბდება

2013-07-15 15:12:45

სექტემბრიდან შეიარაღებულ ძალებში და გაერთიანებულ შტაბში არსებული ვეტერანთა დეპარტამენტი თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურას გამოეყოფა და დამოუკიდებელ სამთავრობო ერთეულად ჩამოყალიბდება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებს განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა განხორციელება დამოკიდებულია ბიუჯეტის ცვლილებაზე.

"სექტემბრიდან ჩვენ შეიარაღებულ ძალებში და გაერთიანებულ შტაბში არსებული ვეტერანთა დეპარტამენტი გამოეყოფა თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურას და დამოუკიდებელ სამთავრობო ერთეულად ჩამოყალიბდება. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ ძალაში შესვლა დამოკიდებულია ბიუჯეტის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ სექტემბერში იქნება ფორმალიზებული", - განაცხადა მინისტრმა.

ალასანიას თქმით, მან უკვე მისცა დავალება ვეტერანთა დეპარტამენტს, რომ დაეწყოთ მუშაობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად, რათა დაზუსტდეს იმ ოჯახების რიცხვი და იდენტიფიცირებული იქნას ის პირები, რომლებიც ამ 1000 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

"როცა ეს უწყება გახდება დამოუკიდებელი, ის პასუხისმგებელი იქნება ვეტერანთა პოლიტიკის წარმოებისა და ჩვენი ვეტერანების სოციალურად დაცვის პოლიტიკაზეც", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 
რუსეთის ჯარების უკრაინის საზღვრებთან მიხლოების გამო, სლავიანსკში ანტიტერორისტული ოპერაცია შეჩერდა

რუსეთის ჯარების უკრაინის საზღვრებთან მიხლოების გამო, სლავიანსკში ანტიტერორისტული ოპერაცია შეჩერდა

სერგეი შოიგუმ უკრაინის სასაზღვრო რაიონებში წვრთნები დაიწყო

სერგეი შოიგუმ უკრაინის სასაზღვრო რაიონებში წვრთნები დაიწყო

ნინო ბურჯანაძე - ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ "ნაციონალები" ხელისუფლებაში მობრუნდნენ

ნინო ბურჯანაძე - ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ "ნაციონალები" ხელისუფლებაში მობრუნდნენ

ილია მეორე - ჩვენ გადმოცემა გვაქვს, რომ ებრაელისგან დალოცვა, ღვთისგან დალოცვას ნიშნავს

ილია მეორე - ჩვენ გადმოცემა გვაქვს, რომ ებრაელისგან დალოცვა, ღვთისგან დალოცვას ნიშნავს

შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან

შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან

ეკა ბესელია - გოგა ხაჩიძე შეცდომით ზის პარლამენტში, მისი ადგილი თეატრის სცენაზეა

ეკა ბესელია - გოგა ხაჩიძე შეცდომით ზის პარლამენტში, მისი ადგილი თეატრის სცენაზეა

დათა ახალაია ოთარ ურუშაძის სახელით იტალიაში გადასვლას ცდილობდა

დათა ახალაია ოთარ ურუშაძის სახელით იტალიაში გადასვლას ცდილობდა

ვლადიმერ პუტინი - სლავიანსკში ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას უკრაინისთვის სავალალო შედეგები ექნება

ვლადიმერ პუტინი - სლავიანსკში ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას უკრაინისთვის სავალალო შედეგები ექნება