მთავარი

რიჩარდ ლუგარის კვლევითი ცენტრის ქონება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადაეცა

რიჩარდ ლუგარის კვლევითი ცენტრის ქონება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადაეცა
ipn

2013-05-09 12:00:55

რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ქონება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაეცა. საქართველოს მთავრობის განკარგულება კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ 7 მაისით თარიღდება. 

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე–6 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე: 1. ლიკვიდირებულ იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი (შემდგომში - კვლევითი ცენტრი) და მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში - დაავადებათა კონტროლის ცენტრი). 2. კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, სალიკვიდაციო კომისიის პერსონალური შემადგენლობის განსაზღვრა, უზრუნველყოს სალიკვდაციო კომისიამ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად", - აღნიშნულია განკარგულებაში.

დოკუმენტის თანახმად, სალიკვიდაციო კომისიას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი უხელმძღვანელებს, ხოლო კომისიის წევრები იქნებიან - ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და კვლევითი ცენტრის დირექტორი.

"საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს მთავრობას წარმოუდგინონ წინადადებები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მართვის მიზნით მულტისექტორული (უწყებათაშორისი) სამეთვალყურეო ორგანოს (საბჭოს) შექმნის, მისი შემადგენლობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის თაობაზე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ლუგარის ცენტრის ლაბორატორიული ნაწილის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტრუქტურულ შემადგენლობაში შეყვანა ლაბორატორიისათვის რიჩარდ გ. ლუგარის სახელობის სახელწოდების შენარჩუნებით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, დაინტერესებულ უწყებებთან და უცხოურ დონორ/პარტნიორ ორგანიზაციებთან შეთანხმებით, მოამზადოს და საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს განსახილველად დაავადებათა კონტროლის ცენტრის განვითარების სტრატეგია და ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა", - აღნიშნულია განკარგულებაში.

დოკუმენტით ასევე ძალადაკარგულად ცხადდება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 ივლისის განკარგულება "არასამეწარმეო იურიდიული პირის – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის შექმნის შესახებ".

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კი დაევალა, ჯანდაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე კვლევითი ცენტრის ასიგნებების აუთვისებელი ნაწილის გათვალისწინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებში.

განკარგულებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და იგი უკვე ძალაშია. თუმცა, განკარგულების ერთი პუნქტი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 ივლისის განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადებას გულისხმობს, სამი თვის შემდეგ ამოქმედდება.

 
ჩემს სახელთან დაკავშრებით მორიგი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა...

ჩემს სახელთან დაკავშრებით მორიგი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა...

ალექსი პეტრიაშვილი:  ქვეყანა დღეს სწორი მიმართულებით მიდის

ალექსი პეტრიაშვილი: ქვეყანა დღეს სწორი მიმართულებით მიდის

დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ

დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ

ევროკავშირის ახალი სანქციები შესაძლოა რუსეთის თანამდებობის პირებს და ჩეჩნეთის ლიდერს შეეხოს

ევროკავშირის ახალი სანქციები შესაძლოა რუსეთის თანამდებობის პირებს და ჩეჩნეთის ლიდერს შეეხოს

ბრიდლავი – ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე უდიდესი ბაზის შექმნას გეგმავს

ბრიდლავი – ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე უდიდესი ბაზის შექმნას გეგმავს

საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატის ხელფასის გაზრდის საჭიროებაზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატის ხელფასის გაზრდის საჭიროებაზე საუბრობს

ილია მეორე - ძალიან მომენატრა საქართველო და ძალიან მომენატრეთ თქვენ

ილია მეორე - ძალიან მომენატრა საქართველო და ძალიან მომენატრეთ თქვენ

"ჩიხურა"-"ბურსას" მატჩის შემდეგ ქართველი და თურქი ჟურნალისტები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

"ჩიხურა"-"ბურსას" მატჩის შემდეგ ქართველი და თურქი ჟურნალისტები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ