ყეინიშვილი: ჩემი მაზლების მიმართ დევნის დაწყება 2008 წლის საომარმა მოქმედებებმა განაპირობა
ეკონომიკა

ყეინიშვილი: ჩემი მაზლების მიმართ დევნის დაწყება 2008 წლის საომარმა მოქმედებებმა განაპირობა

ყეინიშვილი: ჩემი მაზლების მიმართ დევნის დაწყება 2008 წლის საომარმა მოქმედებებმა განაპირობა
თეონა მანაგაძე

2012-12-06 18:27:50

მერვე მოწვევის პარლამენტმა პირველი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და 190 პირს პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა, ხოლო 25 ადამიანს პოლიტდევნილის. სტატუს მინიჭებულ პირებში კი აღმოჩნდნენ, უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, ნანა ყეინიშვილის ოჯახის სამი წევრი. კერძოდ, ძმა ზაზა ყეინიშვილი და მაზლები - იანიკ და ჯემალ ქარქუსოვები, რომლებიც წლების წინ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ. თუ რატომ დაიწყო, ქარქუსოვების მიმართ პოლიტიკური დევნა? – from.ge ნანა ყეინიშვილს ესაუბრა:

როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ მიღებულ პოლიტიკური გადაწყვეტილებას?

ამ ისტორიული მომენტის დადებითად გადაწყვეტას, სრულიად საქართველოს ვულოცავ. ეს გადაწყვეტილება, მნიშვნეოვანი ფაქტორია, რადგან ამჟამად, ქვეყანა დგას არა ფასადური დემოკრატიის წინაშე, არამედ რეალურის. დღეს, იმ ფუნდამენტურ პრინციპებს ეყრება საფუძველი, რომელსაც საქართველოს ხვალინდელი დღე ჰქვია.  ფაქტია, რომ სამუშაო ჯგუფმა დასაფასებელი სამუშაოები გასწია. მიღებული გადაწყვეტილებით, ძალიან გახარებული ვარ და ამ სამუშაო ჯგუფის წევრებს მადლობას ვუხდი. ეს თემა, ძალიან სენსიტიურია, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი ფრთხილად უნდა მიუდგეს.

პარლამენტის მიერ თქვენი ოჯახის სამ წევრს პოლიტპატიმრისა და პოლიტდევნილის სტატუსები მიენიჭათ. მათზე რა სახის დევნა ხორციელდებოდა?

ჩემი ძმა ორწელიწადნახევარია დაპატიმრებულია და მას ეუბნებოდნენ, რომ შენი დის ქმარი ჯაშუშად აღიარეო, მან კი, რაც არ ყოფილა, არ აღიარა და ის ისე სცემეს, რომ სამი თვე ეტლზე იჯდა. ვისაც ეს საქმე აინტერესებს, შეუძლიათ მასალები ნახონ. ექიმი ამბობდა, რომ არ მგონია, ეტლიდან ადგესო. რაც შეეხება ჩემს მაზლებს, მათი საქმეები  სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ჯილდოდ ნაჩუქარი ტაბილური იარაღი და ვითომ კალაშნიკოვი თივის ზვინში დამალესო. ამ  ბრალდებით კი, ისინი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადეს. ეს ბრალდება კი, იმ ადამიანს წაუყენეს, რომელიც ე.წ სამრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ამავდროულად, ვანო მერაბიშვილის მოადგილეც იყო.

თქვენი მეუღლე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო თქვენი მაზლი შს მინისტრის მოადგილე. თქვენი შეფასებით, მათ მიმართ პოლიტიკური დევნა, რა მიზეზით დაიწყო?

ძალიან ბევრი რამე 2008 წლის საომარმა მოქმედებებმა განაპირობა. ჩემი ოჯახის წვერები, ამ ომის წინააღმდეგები იყვნენ და ფაქტიურად, ამ ომის შედეგად მათი 38 ნათესავი დაიღუპა. აქედან გამომდინარე კი, მათ პროტესტი გამოხატეს და ყველა დანარჩენი ამან განაპირობა.  ვინც რაღაცას წყვეტდა, ფაქტია, რომ  მათ მოხვდათ.

ანუ, მათ ქვეყანა და ძველი ხელისუფლება  პროტესტის ნიშნად დატოვეს?

დიახ, მხოლოდ პროტეტსის ნიშნად წავიდნენ.

თუმცა, თავის დროზე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი ქვეყნიდან გაიქცნენ . . .

მათ მიმართ ანტიპიარი წამოიწყეს.  მათ მიმართ თუნდაც ერთი დანაშაული გვაჩვენონ. ისინი რეალურად პროტესტის ნიშნად წავიდნენ. ჩემს მეუღლეს უთხრეს, რომ თუ არ დაბრუნდებიან, ძებნას გამოვაცხადებთო, რაც გააკეთეს კიდეც.

თქვენ მეუღლეს პოსტი დაატოვებინეს თუ თავად დატოვა?

პოსტიდან გაათავისუფლეს.

თქვენი ოჯახის წევრების მიმართ, რომელი ყოფილი მაღალჩინოსნის ანგარიშსწორებას ხედავთ?

ვინმეს დასახელებას მოვერიდები.

ვინაიდან, თქვენ კანონმდებელი ბრძანდებით და თქვენი ოჯახის წევრებს, ეს სტატუსები მიენიჭათ, ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენს მიმართ ეჭვები გაჩნდება და უმცირესობა კრიტიკის ქარცეცხლში  გაგატარებთ?

არ მგონია, რომ კრიტიკის ტალღა ააგორონ, რადგან მათ ეს მიზეზები თავადაც კარგად იციან. რაზეც ვსაუბრობ, ეს ყველაფერი სიმართლეა.

ამჟამად, ქარქუსოვები სად იმყოფებიან და ვინაიდან, მათ სტატუსი მიენიჭათ,  საქართველოში დაბრუნებას აპირებენ?

ამჟამად ვლადიკავკაზში იმყოფებიან და მათი გადასაწყვეტია დაბრუნდებიან თუ არა. ამ საკითხში, კომპეტენტური არ ვარ. თუმცა, თუ მოისურვებენ, რა თქმა უნდა,  დარუნდებიან. 
ვაშაძის შეხედულება ქორწინებაზე: "როგორც ყველა ნორმალური კაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებული"

ვაშაძის შეხედულება ქორწინებაზე: "როგორც ყველა ნორმალური კაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებული"

"ლაშა ტალახაძე ერის გამყიდველის მოკავშირეა“ - გვარამია დიდ ჩემპიონს ზურაბიშვილის გამო ებრძვის

"ლაშა ტალახაძე ერის გამყიდველის მოკავშირეა“ - გვარამია დიდ ჩემპიონს ზურაბიშვილის გამო ებრძვის

ანანიაშვილი, დუმბაძე, ვასაძე "ნაცმოძრაობის" კანდიდატის მხრადაჭერას დღესასწაულობენ

ანანიაშვილი, დუმბაძე, ვასაძე "ნაცმოძრაობის" კანდიდატის მხრადაჭერას დღესასწაულობენ

"წყალწაღებული ბიძინას ეჭიდებოდაო, ასეა “ევროპული საქართველოს” საქმე"

"წყალწაღებული ბიძინას ეჭიდებოდაო, ასეა “ევროპული საქართველოს” საქმე"

ლომისის მონასტერთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ორი ადამიანი გაათავისუფლეს

ლომისის მონასტერთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ორი ადამიანი გაათავისუფლეს

სალომე ზურაბიშვილი მომავალში აღარ გაიზიარებს „ოცნების“ მანკიერებებს

სალომე ზურაბიშვილი მომავალში აღარ გაიზიარებს „ოცნების“ მანკიერებებს

ეკლესია სდუმს...მთავრობა გაყუჩულია...მხოლოდ რუსია აქტიური...

ეკლესია სდუმს...მთავრობა გაყუჩულია...მხოლოდ რუსია აქტიური...

გთხოვთ გაავრცელოთ და ხალხს შეატყობინოთ კიდევ ერთი ღალატის შესახებ!

გთხოვთ გაავრცელოთ და ხალხს შეატყობინოთ კიდევ ერთი ღალატის შესახებ!


სარეკლამო ბანერი
1000 X 80