თქვენი ყურით მოისმინეთ ეს უცნაური ინფორმაცია? - მსგავსი არაფერი მსმენია?

თქვენი ყურით მოისმინეთ ეს უცნაური ინფორმაცია? - მსგავსი არაფერი მსმენია?

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე "ქართული ოცნების" წევრების" "პატრიოტთა ალიანსში" შესაძლო გადასვლის შესახებ არსებულ ინფორმაციას "უცნაურ ინფორმაციას" უწოდებს.

"თქვენი ყურით მოისმინეთ ადა მარშანიას ეს უცნაური ინფორმაცია? - ჰკითხა მდინარაძემ "2020NEWS"-ს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის, ადა მარშანიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას. "ძალიან უცნაურია ეს ინფორმაცია, თქვენი ყურით მოისმინეთ? - ამაზე რა პასუხი უნდა გაგცეთ. პირველად მესმის. მსგავსი რამ არ ყოფილა და არც მსმენია. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ცოტა უცნაურიც კი არის", - აცხადებს მდინარაძე.

საქმე იმაშია, რომ 2020NEWS"-ს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ განუცხადა, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები "ქართული ოცნების" დეპუტატებთან "პატრიოტთა ალიანსის" საპარლამენტო ფრაქციაში გადასვლასთან დაკავშირებით. "რა თქმა უნდა, ვერ დაგიკონკრეტებთ ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. თუმცა, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კონსულტაციებს ვმართავთ "ქართული ოცნების" ზოგიერთ დეპუტატთან და ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრები ნამდვილად მიმდინარეობს. დანამდვილებით ვერ გეტყვით, შემოუერთდებიან თუ არა ისინი ჩვენს ფრაქციას, მაგრამ კონსულტაციები გრძელდება", - განუცხადა ადა მარშანიამ „2020NEWS“-ს.