კოტე ჯანდიერი:

კოტე ჯანდიერი: "გვარამია განცდილი მარცხის გამო სრულ ისტერიკაშია"

"ყველამ უნდა დაინახოს "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდის ნამდვილი სახე", - ამის შესახებ განცხადებას მწერალი კოტე ჯანდიერი აკეთებს.

კითხვაზე: როგორ ფიქრობთ, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, როცა გვარამია პირდაპირ ეთერში იმუქრება, ჩემთან ახლოს მოსვლა არავინ გაბედოთ, თორემ კოჭებს დაგიხვრიტავთო, იარაღის ტარების უფლება მაქვსო. ჯანდიერი პასუხობს:

"გვარამია განცდილი მარცხის გამო სრულ ისტერიკაშია, შესაძლოა ფიქრობს, ახლა მე არ მომადგნენ დასაჭერადო... პრინციპში ახლა ის საკუთარ სახეს ყველას აჩვენებს. გადათარგმნეთ მისი ტექსტები ინგლისურად და აჩვენეთ ყველას! მოასმენინეთ ეს საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს, სადამკვირვებლო მისიებს. ყველამ უნდა დაინახოს "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდის ნამდვილი სახე... მისგან მე პირადად არაფერი გამიკვირდება", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ჯანდიერი.