რუსეთის ეკლესიის ორი მიტროპოლიტი უკრინის ავტოკეფალიის მომხრეებს შეუერთდა

რუსეთის ეკლესიის ორი მიტროპოლიტი უკრინის ავტოკეფალიის მომხრეებს შეუერთდა

დღეს დილით კიევში უკრაინის გაერთიანებული საეკლესიო კრება დაიწყო, რომელსაც უკრაინაში მოქმედი ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ესწრება. კრებაზე გამოცხადდება უკრაინის ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა და აირჩევენ მის პატრიარქს, რომელსაც შემდეგ კონსტანტინეპოლის პატრიარქი ავტოკეფალიის დამადასტურებელ ოფიციალურ საბუთს - ტომოსს გადასცემს.

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესია ამ კრებას არ აღიარებს და უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერის გამო კონსტანტინეპოლის ეკლესიასთან კავშირიც კი გაწყვიტა. თუმცა, როგორც ირკვევა, უკრაინაში მოღვაწე მოსკოვის საპატრიარქოს მაღალი იერარქების ნაწილი ამ პოზიციას არ ეთანხმება.

მაგალითად, დღევანდელ კრებას მოსკოვის პატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ორი მეუფე ესწრება - ვინიცისა და ბარის მიტროპოლიტი სიმეონი და პერეიასლავ-ხმელნიცკისა ვიშნევსკის მიტროპოლიტი ალექსანდრე.

ეს ინფორმაცია თავის წყაროებზე დაყრდნობით რამდენიმე უკრაინულმა მედიასაშალება გაავრცელა.

ცნობილია, რომ ორივე ეს მეუფე მანამდე უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა, რომელთან ერთადაც განიხილეს უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი.