ვაშლის დონატები

ვაშლის დონატები

მოამზადეთ ვაშლის დონატები და დაატკბეთ თქვენი დღეები.

მომზადების დრო: 15 წუთი

15 ულუფა

რეცეპტის ინგრედიენტები

340   გრ. დარბილებული კრემ–ყველი

2   ჩ/კ თაფლი, გაყოფილი

1/2 ჭიქა გამდნარი შოკოლადი

2   წვეთი ვარდისფერი საკვები საღებავი

3   ცალი ვაშლი

ფერად–ფერადი მოსაყრელები

რეცეპტის მომზადების საფეხურები

კრემ–ყველი სამ თანაბარ ნაწილად გაყავით და ჯამებში მოათავსეთ.

კრემ–ყველს ერთ თასში დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი, მეორეში გამდნარი შოკოლადი, მესამეში კი დარჩენილი თაფლი და ვარდისფერი საკვები საღებავი. თითოეულ ჯამს კარგად მოურიეთ.

ვაშლი თხლად დაჭერით და შუაგული მრგვლად ამოაჭერით.

მიღებული ნაზავები ვაშლებზე გადაუსვით და მოაყარეთ ფერად–ფერადი ტკბილეული.