სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე დაპატიჟა

სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე დაპატიჟა

16 დეკემბერს კახეთში საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება. სალომე ზურაბიშვილი ფიცს მეფე ერეკლეს სასახლეში დადებს, რის შემდეგაც სტუმრები წინანდალში გადაინაცვლებენ.

სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ინაუგურაცია მოკრძალებული იქნება და მას უცხოელი სტუმრებიც დაესწრებიან.

შესრულდება კახური მრავალჟამიერი, რომელსაც ანსამბლი "ერისიონი" შეასრულებს. სტუმრებს შორის იქნება საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც.

სალომე ზურაბიშვილს წინასაარჩევნო პერიოდში უამრავი ცნობილი ადამიანი უჭერდა მხარს, შესაბამისად, სტუმრებს შორის მათაც ვიხილავთ.

მოსაწვევი უკვე მიიღო ჟურნალისტმა ხატია სიჭინავამ და მისმა მეუღლემ რამაზ ნოზაძემ. სიჭინავამ მოსაწვევები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა.

სალომე ზურაბიშვილი ხატია სიჭინავას სილამაზის სალონის კლიენტია, მისი პირადი სტილისტი კესარიას სტილისტი კობა იგივე ჯეიკობ მამულიაა.

ხატია სიჭინავამ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი პოსტი სოციალურ ქსელში, წინასაარჩევნოდ არაერთხელ გამოაქვეყნა.