პაპინაშვილი რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველთან დამარცხდა

პაპინაშვილი რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველთან დამარცხდა

15 დეკემბერს გუანჯოუს მასტერსის ფინალში ამირან პაპინაშვილი (60) რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან დამარცხდა.

ძიუდოისტებს შორის შეხვედრის ძირითადი დრო უშედეგოდ დასრულდა, ხოლო დამატებით დროში ოქროს ქულა მშვიდობაძემ მოიპოვა, შესაბამისად პაპინაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

პაპინაშვილმა ფინალამდე ამარტუვშინ დაშდავას სძლია, ხოლო მანამდე რუსეთის წარმომადგენელ ისლამ იაშუევს და ჩინელ იუ შენგს მოუგო.

60 კილოგრამში საქართველოს მეორე წარმომადგენელი ლუხუმ ჩხვიმიანი რობერტ მშვიბაძესთან პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

66 კილოგრამში ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბრაზილიელ დანიელ გარნინის დაუპირისპირდება.

73-ში 66-ის მსგავსად ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს, მისი მეტოქე მონღოლი ოდბაიარ განბაატარი იქნება.