რა მისწერა ირმა ინაშვილმა ინგა გრიგოლიას პირდაპირ ეთერში

რა მისწერა ირმა ინაშვილმა ინგა გრიგოლიას პირდაპირ ეთერში

ტელეკომპანია „პირველის" გადაცემაში „რეაქცია" „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა, ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას პირდაპირ ეთერში ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, სადაც მან „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას განცხადებებს უპუსახა.

„დამპატიჟეთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვმონაწილეობ თქვენს გადაცემაში, მაგრამ ვინაიდან ბატონმა მელიამ უწყევტად ჩემზე და ჩვენს პარტიაზე ისაუბრა, გთხოვთ, ჩემი მოკლე პასუხიც გაავრცელო... ღალატზე ლაპარაკობს მელია, რომლის პარტიის ლიდერმა სააკაშვილმა, 2008 წელს ქვეყნის მიწები მოწინააღმდეგეს ჩააბარა, გაყიდა კოდორი, ახალგორი და ვითხოვ დაიწყოს ამ ღალატზე გამოძიება.

ჩვენ ვესაუბრებით აფხაზებს და ოსებს, და მელიას და მის პარტიას, რა თქმა უნდა, ეს აღიზიანებს, ვინადან, ჩვენს ქართულ საქმეს ვაკეთებთ, ისინი კი ხალხს აწამებდნენ, ქართულ მიწებს აბარაებდნენ. 3 000 კაციც ვერ შეკრიბეს, ჩვენთან 100 000 - ზე მეტი ადამიანი მოვიდა", - წერს ინაშვილი.

ნიკა მელია გუშინ გადაცემის „რეაქცია" სტუმარი გახლდათ, სადაც მან მმართველი გუნდი და „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლობა მწვავედ გააკრიტიკა.