ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს

ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს

„ამერიკის კონგრესის მერ მიღებულ რეზოლუციას, რუსეთის მხრიდან შესაძლოა საკმაოდ უარყოფითი და მწვავე რეაქცია მოჰყვეს. მართალია ამ რეზოლუციაში დაფიქსირებულია, რომ ეს იყო სტალინის დანაშაული და ა.შ. თუმცა რუსეთი არის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე. რესეთმა ჰოლოდომორი არა სცნო, არამედ არც აპირებს რომ ეს პროცესი დაიწყოს," - აღნიშნავს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას.

აშშ-ს კონგრესის წარმომადგელობითმა პალატამ რეზოლუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად იქნა აღიარებული და მასზე პასუხისმგებლობა იოსებ სტალინსა და მაშინდელ პარტიულ ხელმძღვანელობას დააკისრა.

დოკუმენტში, უკრაინელი ხალხის მიმართ საბჭოთა ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები გაკიცხულია.

ვახტანგ მაისაია: გენოციდად აღიარება ნიშნავს, რომ საბჭოთა რეჟიმის საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება მოხდება. ამ რეზოლუციას შეიძლება მოჰყვეს სხვა დასავლეთ-ევროპის სახელმწიფოების აღიარებაც.

ეს ისეთივე ტიპის დოკუმენტია, როგორიც სომეხი ერის წანააღმდეგ ჩადენილი გენოციდი, თუმცა ეს რეზოლუცია უფრო მკაცრი და ძლიერია. საუბარია მშვიდობიან პერიოდში ჩადენილ დანაშუალზე, სადაც ადამიანები შეეწირნენ უაზრო პოლიტიკას და ეს ფაქტობრივად, შეიძლება გათანაბრდეს ნაციზმისა და ფაშიზმის ისტორიის დიდ დანაშაულთან. კომუნისტური რეჟიმი შეიძლება ამ დონის დამნაშავედ იქნას აღიარებული.

„რეზონანსი": ამ რეზოლუციას მხარი 20-მა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის საქართველოცაა. რუსეთის მხრიდან შესაძლოა ამას რაიმე უარყოთი რეაქცია მოჰყვეს?

ვ.მ: ჩვენი ქვეყანაც თუ შეუერთდება ამ რეზოლუციას, ცუდი არ იქნება. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც, როგორც ჩანს, ბრიტანეთის პარლამენტშიც დადგება აღნიშნული საკითხი. ამერიკელების ეს ინიციატივა არის კიდევ ერთი სერიოზული დარტყმა და გამოწვევა კრემლის ავტორიტალური რეჟიმის მიმართ.

ამერიკის პალატამ აღიარა ეს ქმედება როგორც კაციობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშუალი. გენოციდი, ეს არის სერიოზული ბრალდება, რომელიც შეიძლება წაყენებულ იქნას კონკრეტული სახელმწიფოს კონკრეტულ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. ამ კუთხით, საუბარია სტალინის რეჟიმზე.

სტალინის კულტი დღევანდელ პუტინის რუსეთში აყვანილია საკმაოდ მაღალ დონეზე. სტალინი ლამის გამოაცხადეს ეროვნულ გმირად 2013-2014 წლებში, მსგავსი რაღაცაც მოხდა პუტინის რეჟიმში.

ეს არის კიდევ ერთი სერიოზული დარტმა რუსეთის მიმართ. ამერიკის სენატმა მანამდე რეზოლუცია მიიღო ქერჩის ინციდენთან დაკავშირებით. კონკრეტული კვალიფიკაცია მიენიჭა, რომ ეს იყო პირდაპირი სამხედრო აგრესია ჩადენილი რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინელების მიმართ.

ეს რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდადაა აღიარებული, რუსეთის წინააღმდეგ უკვე მესამე რეზოლუციაა.