დაგროვებითი პენსიის შესახებ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება

დაგროვებითი პენსიის შესახებ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება

13 დეკემბერს, 16:00 საათზე, მისამართი: სასტუმრო იოტა, ლერმონტოვის 10 (საკონფერენციო დარბაზი Copper-ი) საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე და სააგენტოს წარმომადგენლები ბიზნეს ასოციაციებს შეხვდებიან. შეხვედრა გაიმართება, აშშ-ს განვითარების სააგენტოს პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (USAID/G4G) მხარდაჭერით. შეხვედრის ძირითადი მიზანია, საპენსიო რეფორმის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება. ასევე, დაგროვებითი საპენსიო სქემის წარდგენა და ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციის ხელშეწყობა.

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და ყოველთვიურად დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მისი დაუბეგრავი ხელფასის 2% მიემართება. ორ-ორი პროცენტის შენატანს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო განახორციელებს. სქემაში მონაწილეობა 40 წლამდე დასაქმებული პირებისათვის სავალდებულოა, ხოლო 40 წლის ზემოთ ნებაყოფლობითი, ასევე ჩართულობა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისათვის.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვას საშუალო და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისთვის:

  • ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ
  • სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება
  • მსხვილი საინვესტიციო კაპიტალის ბაზის შექმნა
  • ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება
  • ძლიერი სტიმული მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის

 

საკონტაქტო პირი: მაგდა კოტრიკაძე

Mob: 599070907

Mail: PR@pension.ge