აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი სადაზღვევო ჰგუფი „ევროინსი“ საქართველოს ბაზარზე შემოვიდა

აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი სადაზღვევო ჰგუფი „ევროინსი“ საქართველოს ბაზარზე შემოვიდა

სადაზღვეო კომპანია „აი სი ჯგუფი“ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვეო კომპანია Euroins Grup–ის (ევროინს ჯგუფი) წევრი გახდა.

„აი სი ჯგუფი“ ამიერიდან „ევროონს საქართველოს“ სახელით იმუშავებს ქართულ ბაზარზე და სრულად დანერგავს ევროპული სადაზღვეო კომპანიის პრაქტიკას, საერთაშორისო გამოცდილებას და ევროპაში უკვე აპრობირებულ თანამედროვე დაზღვევის სისტემას, რომელიც მორგებული იქნება ადგილოვრივი სამომხმარებლო ბაზარზე.

„აისი ჯგუფის“ გენერალური დირექტორის თენგიზ მეზურნიშვილის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვანია ჯანსაღი ბიზნეს გარემოს, ეკონომიკური ზრდისა და სადაზღვეო სექტორის დინამიურად განვითარებისთვის. მეზურნიშვილის თქმით კონკრეტული სიახლეები მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება და მთელი წელი გაგრძელდება.

„იქნება პროდუქტი დაანონსებული, რომელიც მოიცავს მინიმალურ გამონაკლისებს. გარდა ამისა, კლიენტს ექნება ძალიან კომფორტული ანაზღაურების მიღების შესაძლებლობები. დაინერგება ონლაინ სერვისები და ასევე ანაზღაურების გარკვეული ნაწილის მიღების საშუალება იქნება ონლაინ ისე, რომ მომხმარებელს არ მოუწიოს სიარული ოფისებში და თავისი სახლიდან შეეძლოს პირდაპირ ურთიერთობა სადაზღვეო კომპანიებთან.

ასევე აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას ჯანმრთელობის დაზღვევაში. უკვე შექმნილია ახალი პროდუქტი, რომლითაც წარვსდგებით ჩვენი კლიენტების და მომავალი კლიენტების წინაშე. რაც შეეხება სამედიცინო სექტორს, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთან მაქსიმალურად თანამშრომლობის რეჟიმში ვიქნებით იმისათის, რომ რაც შეიძლება კომფორტული სერვისი მივაწოდოთ ჩვენ დაზღვეულებს სამედიცინო დაწესებულებაში.

ასევე, ჩვენი კომპანიის თანამშრომლებს ექნებათ საშუალება გაიარონ ტრენინგები და სტაჟირებები ბევრად უფრო დიდი ბაზრის მქონე ქვეყნებში და შეისწავლონ ის პროდუქტები, რომელიც ევროპაში არის მნიშვნელოვანი გაყიდვის კუთხით და აქტუალურია კლიენტისთვის. ჩვენ თანამშრომლებს ექნებათ საშუალება, რომ ინოვაციური და კარგი პროდუქტები რაც იქ არის დანერგილი, ჩამოიტანონ, დანერგონ საქართველოში და მომხმარებელს მიაწოდონ.

რაც შეეხება რებრედინგს, წინასაახალწლოდ დავიწყებთ მოლოცვას ჩვენი კლიენტებისთვის. საქართველოს მოსახლეობას მივულოცავთ დამდეგ ახალ წელს და უკვე „ევროინსის“ სახელწოდებით დაიწყება ჩვენი აქტიური რებრენდინგის კამპანია და გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში.

მომავალი წლის დასაწყისიდან ახალ პარტნიორებთან დამუშავებულ პროდუქტებს წარმოგიდგენთ, მთელი წლის განმავლობაში სიახლეებს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს და ვეცდებით, ამით გავზარდოთ ჩვენი წილი სადაზღვეო ბაზარზე“, - განაცხადა თენგის მეზურნიშვილმა.

რაც შეეხება ჩადებულ ინვესტიციებს, Euroins Insurance Group- ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, გეორგი მარკოვის განცხადებით, თავდაპირველად რთულია საუბარი რამდენი მილიონი ლარის ინვესტიცია იქნება ჩადებული საქართველოში, თუმცა მათი მიზანი სადაზღვეო სფეროს განვთარებაა და ფიქრობს მიზანს მიაღწევენ.

„ინვესტიციის რაოდენობაზე ძნელია თავიდან ვილაპარაკოთ, ეს იქნება 10, 15 თუ 20 მილიონი, რომელიც დაიხარჯება შესაბამისი ამოიცანების შესრულებითვის, მაგრამ მთავარი მიზანი სწორედ განვითარებაა. მინდა ვთქვა, საქართველო შედარებით მცირე ბაზარია, მაგრამ გაცილებით მცირე ბაზარიც არსებობს. ჩვენ ვმოქმედებთ ისეთი მცირე ბაზრების ასპარეზზე, როგორიცაა ესტონეთი, სლოვენია და სხვა ქვეყნები, მაგრამ საქართველოს გააჩნია არნახულად დიდი საკადრო პოტენციალი და მაღალი დონე განსწავლულობისა საინფორმაციო ტექნოლოგიებში და ამ მხრივ საქართველო პერსპექტიული უნდა იყოს“, - აღნიშნავს გეორგი მარკოვი.

„ევროინს ჯგუფი“ ერთერთ უმსხვილეს სადაზღვეო კომპანიას წარმოადგენს, რომელიც ოპერირებს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია სადაზღვეო პროდუქტების სრულ სპექტრზე. ბულგარეთში დაფუძნებული სადაზღვევო კომპანია ოპერირებს ევროპის 8 ქვეყანაში და აქედან ფლობს 4 შვილობილ კომპანიას ბულგარეთში, რუმინეთში, მაკედონიასა და უკრაინაში.

„აი სი ჯგუფი“ დაარსდა 2005 წლის 10 ნოემბერს და მას შემდეგ მომხმარებელს სადაზღვეო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია აქტიურადაა ჩართული დაზღვევის სფეროს საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებაში, რომელიც სავაჭრო და სამრეწველო პალატის (საფრანგეთი, საქართველო) საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და საქართველოს სადაზღვევო ასოციის წევრია.

ამჟამად კომპანიაში 100-ზე მეტი მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომელია დასაქმებული, ზოგ მათგანს დაზღვევის სფეროში 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი“ არის საზოგადოებრივად პასუხისმგებელი კომპანია, იგი პატივს სცემს ტრადიციებს და ბიზნეს ეთიკას.