8 მიზეზი იმისთვის, რომ დროა დაშორდეთ ქმარს, ბოიფრენდს, შეყვარებულს...
Yellow

8 მიზეზი იმისთვის, რომ დროა დაშორდეთ ქმარს, ბოიფრენდს, შეყვარებულს...

8 მიზეზი იმისთვის, რომ დროა დაშორდეთ ქმარს, ბოიფრენდს, შეყვარებულს...
marao.ge

2018-11-08 19:50:53

8 საგანგაშო მიზეზი ურთიერთობის გაწყვეტის, რომელსაც აღარც პერსპექტივა აქვს და აღარც აზრი.

გაუშვი, თუ იცი, რომ მის გვერდით თავს ისე კარგად ვეღარ იგრძნობ, როგორც ადრე. ადამიანები იცვლებიან. ეცვლებათ გემოვნება, შეხედულება. თუ ერთმანეთს ვეღარ უგებთ, ნუღარ გააწამებთ ერთმანეთს. უმჯობესია, დაშორდე, მაგრამ საუკეთესო მეგობრებად დარჩეთ.

თუ გრძნობ, რომ შენ მიმართ გრძნობა აღარ აქვს. დაფიქრდი, რას წარმოადგენ მისთვის, ან წარმოადგენ კი რამეს? თუ იგი უშენოდაც კარგად გრძნობს თავს, ისეთი ადამიანი მოძებნე, ვისაც უშენოდ ყოფნა გაუჭირდება.

თუ გიყენებს. არ გაფასებს, არაფრად აგდებს შენს მოსაზრებას. მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს. გამცირებს. გათავისუფლდი ნეგატივისგან და წარსულში დატოვე ესეთი ადამიანი.

თუ ვერ უგებთ ერთმანეთს. ვერ პოულობთ საერთო აზრს. მუდამ ჩხუბობთ ან კამათობთ. არ გეთანხმებათ მხოლოდ იმის გამო, რომ კაცია და შენ მას უნდა ემორჩილებდე. გათავისუფლდი ასეთი ”მამაკაცისგან”.

თუ ურთიერთობის შენარჩუნებას მხოლოდ შენ ცდილობ. ერთად ყოფნამ ორივეს სიამოვნება უნდა მოგანიჭოთ. მოძებნე ისეთი ადამიანი, რომელიც მადლიერი იქნება შენ გვერდით ყოფნით, ვინც დაგაფასებს და ეცდება შენთვის საუკეთესო იყოს.

თუ გრძნობ, რომ მის გვერდით კი არ ვითარდები, პირიქით, ინგრევი. თუ არ ცდილობს გაგამხნევოს, დაგეხმაროს ახალი იდეები განხორციელებაში, ხელი შეგიწყოს. არამედ, გიჩიჩინებს, რომ არაფერი გამოგივა, შენ რა შეგიძლია, მიატოვე, ასეთი კაცი არაფერში გჭირდება.

თუ ურთიერთობისგან ვერ ღებულობ იმას, რაც გინდოდა მიგეღო. თუ ზედმეტს არ ითხოვ, მაგრამ მინიმალურსაც კი ვერ ღებულობ, რატომ უნდა იყო ასეთი ადამიანის გვერდით? ნუ გეშინია მისი მიტოვების. გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვისთვისაც, შენი მოსმენა, გამხნევება, შენი გაფრთხილება მთავარი საზრუნავი გახდება. გაუშვი წარსული და მიიღე მომავალი.

 

 

 

ნანახი?- 178

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80