7 ნოემბერი 11 წლის შემდეგ: შავი დღე ისტორიაში თუ წინაასაარჩევნო ტექნოლოგია?
პოლიტიკა

7 ნოემბერი 11 წლის შემდეგ: შავი დღე ისტორიაში თუ წინაასაარჩევნო ტექნოლოგია?

7 ნოემბერი 11 წლის შემდეგ: შავი დღე ისტორიაში თუ წინაასაარჩევნო ტექნოლოგია?
for.ge

2018-11-08 18:14:09

შეიძლება თუ არა იმის პატიება, რაც 11 წლის წინ ამ დღეს მოხდა? ან არსებობს ისეთი რამ, რის პატიება შეუძლებელია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უპატიებლობისკენ მოგვიწოდებენ ისინი, ვისაც ეშინია არჩევნების წაგება? იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს დღესდღეობით და, კერძოდ, მეორე ტურის წინ, საქართველოსთვის 2007 წლის 7 ნოემბერი, „ეხოკავკაზა“ სოციოლოგ ვალერიან გორგილაძესთან საუბრობს.

ვადიმ დუბნოვი: ბატონო ვალერიან, როგორც სოციოლოგს, თქვენ, ალბათ, გაქვთ რაღაც ციფრები, რაღაც მონაცემები, ან შეიძლება სოციოლოგის წინათგრძნობა, რას იტყოდით, როგორც იცვლება საზოგადოების დამოკიდებულება 11 წლის წინ მომხდარი ამ მოვლენის მიმართ?

ვალერიან გორგილაძე: სამწუხაროდ, მე არ მაქვს რაიმე კონკრეტული ემპირიული მონაცემები დამოკიდებულებების ან მათი ცვლილებების დინამიკის შესახებ, მაგრამ მგონია, რომ აქ ყველა მოქალაქეს შეუძლია ინტუიციას დაეყრდნოს. მიმაჩნია, რომ პირველი ტურის შემდეგ ხდება ახალი გადააზრება ყველაფრის, რაც 2007 წელს ხდებოდა, და ვფიქრობ, რომ ახლა არსებობს დაბრუნების გარკვეული დინამიკა. ეს ხანმოკლე დინამიკა, როდესაც შენ უბრუნდები წარსულს და თავის თავს აიძულებ გაიაზრო და გაიხსენო ის ძალადობა, - ჩემი აზრით, ეს პროცესი ახლა დაწყებულია. ვგულისხმობ, რომ მას შემდეგ, რაც გაჟღერდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები, როგორც მე მიმაჩნია, რაღაც ძველმა არქეტიპებმა და რეფლექსებმა განაახლეს თავისი მოქმედება, ანუ გაგვახსენდა იმ უპრეცენდენტო ძალადობის შესახებ - ის იყო სავსებით არაადამიანური და ამის დავიწყება შეუძლებელია. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, აღდგა ადამიანების ცნობიერებაში. იმ რისკის გათვალისწინებით, რომ ეს კოშმარი შეიძლება განმეორდეს, რომ ძალას, რომელიც წარმოადგენს ამ ძალადობის სახეს, აქვს ხელისუფლებაში დაბრუნების რეალური შანსი, ჩემი აზრით, ეს არის გააზრება და აქ შფოთვას აქვს ადგილი.

ვადიმ დუბნოვი: ბატონო ვალერიან, რამდენად შეგვიძლია იმის შესახებ საუბარი, რომ პოლიტიკური სიტუაცია კარნახობს საზოგადოების დამოკიდებულებას ამ მოვლენის მიმართ, რატომ არის იგი ამდენად მეორეხარისხოვანი პოლიტიკურ სიტუაციასთან მიმართებაში?

ვალერიან გორგილაძე: პირველ რიგში, არ ვეთანხმები ამ პოსტულატს მეორეხარისხოვნობის შესახებ. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ 7 ნოემბრის შემდეგ იყო უპრეცენდენტო დარბევა 26 მაისს. მე არ მიმიღია მონაწილეობა ნინო ბურჯანაძის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში და, შესაძლოა, გარკვეული კითხვებიც გამაჩნია ამ აქციის ორგანიზების, მისი გამართვის მიზანშეწონილობის შესახებ. მაგრამ, ეს იყო უბრალოდ უპატიებელი დაშლა, რომელსაც ძალიან ბევრი 9 აპრილის დარბევას ადარებდა... ჩვენ ვსაუბრობთ არა ერთჯერად შემთხვევაზე, ჩვენ ვსაუბრობთ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უწყვეტი, ტოტალური რეპრესიის შესახებ. მე მძულს ოპონენტთან პოლემიკაში შესვლა. უკანასკნელ მომენტამდე მე გამაჩნდა გარკვეული პიეტეტი ლევან ბერძენიშვილის, როგორც ინტელექტუალის, ძალიან ჭკვიანი ადამიანის მიმართ, და იცით, მე მას მოვუსმინე და ეს ყველაფერი იმდენად თავისმართლება იყო, ანუ მან თვითონ თქვა, რომ რაღაცის პატიება შეუძლებელია, მაგრამ მგონია, რომ არსებობს რაღაცა, რის პატიება უბრალოდ დაუშვებელია.

გერმანელებს შეეძლოთ საკუთარი თავისთვის ნაციზმის პატიება. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს ჰიპერბოლაა - გენოციდი, ხოლოკოსტი და ა.შ. მაგრამ ეს თემა ყოველთვის აქტუალურია საქართველოში. გასაგებია, რომ ასეთი მასშტაბები არ იყო. ყოველთვის საუბრობენ მოდერნიზაციის, საქართველოს ფორსირებული განვითარების, გზების ინფრასტრუქტურის განვითარების და სხვათა შესახებ, მაგრამ, ღმერთო ჩემო, ხომ არავინ ამბობს იმას, რომ ჰიტლერის მიერ აშენებული ავტობანები დღემდე საუკეთესოა ევროპაში... არავის მოსდის აზრად ამ რეჟიმის გამართლება, არავინ იხსენებს უნიკალურ სოციალურ პროგრამებს, რომლებიც რეიხის დროს არსებობდა. და როდესაც ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება პატიება და ა.შ. ხოლო ამის შემდეგ ფრანკფურტის ბაზრობაზე ხვდება ექს-პრეზიდენტს, ის ბოდიშს უხდის და გამოდის, რომ საქართველოს ოპოზიციური მოძრაობის კვინტესენცია, ქუჩებში ასობით მოკლული ახალგაზრდის, ათიათასობით პატიმრის, დანგრეული ოჯახების და ა.შ. ტრაგედიები, ყველაფერი ეს, გამოდის, გადაწყვეტილია სააკაშვილის ბოდიშის მოხდის წყალობით, რომელიც მან ბატონ ბერძენიშვილს გადასცა, მიმაჩნია, რომ ეს უბრალოდ დაუშვებელია.

გესმით, არსებობს რაღაცა, რის გაგება უბრალოდ შეუძლებელია. დაუშვებელია მუდმივად მოსახლეობის ემოციებით თამაში, ანუ საუბარი იმის შესახებ, რომ შენ უკეთესი ხარ, ვიდრე რომელიღაც სადისტი ან ფაშისტი, - ეს სპეკულაცია დაუშვებელია. ის, რომ „ოცნების“ პროპაგანდაში ძალიან ხშირად თავს იჩენს ეს სპეკულაცია, უდავოა, მაგრამ ის, რომ ხალხი ნათლად ხედავს ამ აბსოლუტურად ბნელი ძალის მოახლოვების საფრთხეს, მგონი, ძალიან დიდ როლს ითამაშებს, და ვფიქრობ, რომ აქტიურობა უფრო დიდი იქნება, ვიდრე პირველი ტურის შემდეგ, და ბუნებრივია, მეტწილად ეს განსაზღვრავს არჩევნების შედეგებს.

ნანახი?- 2269

natali

2018-11-08 18:38:35

თქვენი აზრით ალასანიას რომელი გადაუსვამს თავზე ხელს?:)))

ცუგო

2018-11-08 19:33:41

natali, ალასანიას უსუფაშვილი მოისვამს გვერდში, ჩაჭიდებენ ხელს ერთმანეთს და ივლიან "ნათელი მომავლისაკენ":))) ჩემი თუ არ გჯერა, ამაპოლას კითხე, მაგრამ პასუხს, რა თქმა უნდა, არ გვაღირსებს:)))

ფარაონი

2018-11-08 19:36:27

არა იმიტომ, რომ ქოცები ნაცებზე უფრო მძულს, არამედ ქვეყნისთვის, უმჯობესია ვაშაძემ გაიმარჯვოს.
რატომ?
რუსეთი შეიძლება მართოს ერთმა კაცმა.
ამერიკაც.
ჩინეთიც და მთელი დედამიწაც, მაგრამ
საქართველოს მართავდეს ერთი კაცი, რაც უნდა ბრძენი იყოს, მაინც არ შეიძლება და მითუმეტეს ხიხო?
შეშფოთებულ ხიხომ დავინახეთ, რომ „მეშოკიდან“ ამოყო თავი, ეხლა მოვიდა აზრზე, მაგას ქვეყნის მართვა ეგონა ფირმის მეწილეობა. შეცდა და ნანობს კიდეც, ხოდა ამიტომ!!!.
დროა გაინაწილონ ხელისუფლება, რომ ერთმანეთი აკონტროლონ და პლიუს მედია იქნება მაკონტროლებელი, მოხდეს რეფორმები, ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ ! და ქვეყანას ერთ წელწადში მართლა ფეხზე დააყენებენ.
ბიძო ისე შეშინებული, რომ გონია თუ ეხლა წააგო, გაატყავებენ, არა და , რა დიდი თანამდებობაც ეგ პრეზიდენტობაა? არც არაფერი ძალა არ აქვს, მაგრამ მაინც უკანკალებს,
რატომ?
იმიტომ, რომ იცის ჩახდიან. რისთვის? რაც ჩაიდინა ყველაფრისთვის, რაც ქვეყანაში ხდება თავის ბრალია ყველაფერი. რაც ყველაზე მთავარია, სამაუვერენი ბალვან! გონია, რომ ყველლაფერი ხუთიანზეა, არარი ხუთზე, ორსაც ვერ ქაჩავს, რომ უთხრა, აყეფდება, სიმართლეს ვერ იტანს, ზნაჩიტ ყ.ლ.ე.ა და ხეპრე.

ცუგო

2018-11-08 19:37:59

ლამე, სად ხარ კაცო? ხომ ხედავ, ხალხი საბრძოლო პოზიციებს უბრუნდება...სოლომონ თერნელიც ძალიან დააკლდა ამ საიტს... პაპა, შენ მაინც სად დაიკარგე???

ფარაონი

2018-11-08 19:47:37

და რასაც ეხლა ვხედავთ, უფრო ქოცების მხრიდან, უკადრებელს კადრულობენ, ყოფილ კომკავშირ-კომუნისტივით იქცევიან, ოღონდაც პიარი გაუკეთონ ოცნებას და რეიტინგი აუწიონ.
არადა გულის ამრევია სიყალბე, სიყალბეზე მერევა გული და მხოლოდ სიყალბეზე.
არც ნაცები უქნია ღმერთს, მაგრამ ქოცებთან შედარებით ანგელოზებად ჩანან.
ხტფუი!!! ბიძოს და მის ძველს თუ ახალ გვარდიას! ყ.ლ.ე.თა ჯოგი, ესენი როგორ უნდა იყვნენ ქვეყნის სათავეში?
მენდეთო და ენდე! გაგედო ბაირამ დუდუკში? რისი გეშინია, დათმე რა! დაიკიდე და დათმე, რა დიდი ბედენაა პრეზიდენტობა, კარების „პრუჟინა“ ი ვსიო. მეტი ფუნქცია არა აქვს , მარა მდინარაზე კობახიძის მაგვარმა დეპუტატებმა, ანუ „პადხალიმ დე.დ.ა.მი.თე.ს.ლილე.ბმა“ იციან რომ ბასტა! მალე დედ.ე.ბ.ი. აღარ ეყოლებათ.
კალაძე ეს ყ.ლ.ე მე ვერ ვაპატიებ! შენ არ ეგდე მის გვერდში? თუ სხვა იყო? მას მერე რაც ქობულეთში მაყუთი აგახიეს, თუ სასტუმრო, განუდექი და ეხლა, 7 ნოემბერს ვერ ვაპატიებ! ვაი შე ყ.ლ.ეო!!!
პიტალო ოეეეე, სამტრედია შე სი.რ.ო!!!
ქოცებისთვის აშკარაა, რომ ეხლა მათთვის სკამია მთავარი.

1234

2018-11-08 20:12:50

ეს ის არ არის ოცნებას რომ 52% მოგება აზეიმა :)
ბატონმა სოციოლოგმა სჯობს იმის ანალიზი გააკეთოს რა შეიცვალა ისეთი კალაძის არჩევნებიდან ზურაბიშვილის არჩევნებიდან და გამოიყენოს მეცნიერული მეთოდი და არა ჰიტლერების და გებელსების ანალოგები. სააკაშვილი ავანტურისტი კრიმინალია ნეობოლშევიკური აზროვნებით. ჰიტლერობამდე ბევრი უკლია და მითუმეტეს საქართველო არ არის ჰიტლერის გერმანია. ცოტა ფრთხილად მოიხმაროს ამ ჯეელმა ეს ანალოგები.
რა იყო ისეთი რამაც ამომმრჩევლის განწყობა ასე სწრაფად შეცვალა? თU ამას გააკეთებს, პასუხიც ექნება - პოპულარული, მორწმუნე პრემიერის ყურით მოთრეული მიზეზით გადაყენება; ცხვირმოუხოცავი რჩეულიშვილების საფინანსო პირამიდებშI გასვრილი ყმაწვილის დანიშნვნა; მარიხუანის ლიბერალიზაცია შემოვლითი გზით და შემდეგ კულტივაციის კანონის რქებით გატანა ეკლესიის და მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდოგოდ.
ადამიანის პირველი ორი მთავარი მოთხოვნილებაა საკვები და უსაფრთხოება. ეკონომიკა არ გაუარესებულა. ესე იგი გაურესდა ხალხში უსაფთხოების განცდა - იმის განცდა რომ მთავრობა მათI და მათI ოჯახების უსაფრთხოებას იცავს. როცა დღეშI 10-15 ახალგაზრდა იღუპება ზედოზირებით და უკვე სკოლებშI ბავშვები თავისუფლად მოიხმარენ ნარკოტიკს და მექანიზმიც კი აღარ არსებობს მშობლისთვის რომ შვილი დაიცვას და თუნდაც რომ აიძულოს რომ იმკურნალოს, და ამის ფონზე ოცნება მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციას ახდენს ჯიბის მოსამართლეების საშუალებით, ეს რა თქმა უნდა უსაფრთხოების შეგრძნებას არ ზრდის. ვაშაძემ და მისმა კამპანიის მენეჯერებმა ეს კარგად გამოიყენეს. თუ პროგრესულობა და ლიბერალობა სურდა ივანიშვილს მაშინ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაცია რეფერენდუმზე უნდა გაეტანა.
ვაშაძე და მისი მენეჯერები უფრო მცოდნენი სჩანან სოციოლოგიაში და "პრ"-ში. თავად ეახლენენ პატრიარქს და შემდეგ ეს სათავისოდ გააფორმეს თავისი ტელევიზიის საშუალებით. სად არიან ივანიშვილი და ზურაბიშვილი? თუ ჰგონია ივანიშვილის რომ მას პატრიარქზე და ეკლესიაზე მეტი სოციალური კაპიტალი აქვს? ნდობაზე საუბარი ხომ ზედმეტია. უნდა ჩაჭიდოს ხელის ზურაბიშვილს და ეახლოს პატრიარქს და ეს "იმედით" აჩვენოს ხალხს - აჩვენოს რომ ეკლესიას და მის აზრს პატივს სცემენ. ეპისკოპოსებთან კარს უკან საუბარი საკმარისი არ არის.

arichopra 2

2018-11-08 20:57:36

1234 უსაფრთხოების განცდაზე, კი-კი მართალი ხარ! ტელევიზორს რ2-ს ჩავრთავ თუ არა გვარამია და კვესიტაძე რომ აბობოქრდებიან, იმფერი შიში ამიტანს ხან სტოლს" ქვეშ ვარ შემძრალი და ხან "ადიალას" წევიხურავ თავზე! ვამე ნენა...!

arichopra 2

2018-11-08 21:11:45

გულწრფელობის დიდი დღესასწაული იყო დღეს ჰელსინკში, რა მაკვარანცხი ყოფილა მაინც ეს ვილფერდ მარტინესი (ევროპის სახლხო პარტიის თავმჯდომარე) ერთი გეიბრძოლა და თვითონ სახელგანთქმულ აგრამუნტსაც კი წააცილა! დუუძახა მიშას და უგულავას, მოით ბიჯო თქვენ აგერო! ეახლენ, აბა რა ენათ?! ბიჯო, ძალაუფლება გინდებლარიენო?! ხო და ჩამუართვით ხელი ახლა აქანაი ერთქამეთს და მეტი არ გევიგონო ერთქმეთიზა იმფერი ლანძღვა-გინება რაცხას აქამდე კადრულობდით, უკადრებელსო! მერე დუუმატა, თვარა დაგაგლეჯთ ყურებსო! და გადეხვიენ ერთქამეთს ეს ორი მოყმე. ამ გულწრფელობის დღესასწაულს გახარებული ოქრუაშვილი და გელბახიანი აცრემლებული უყურებდენ თავიანთ აფონ 8-ში!

arichopra 2

2018-11-08 21:35:11

ვისც ნაცების გულწრფელობის და მშვიდობისმოყვარეობის გჯერავთ გისურვებთ თქვენს ოჯახში შემოსულიყოს რძლად ისეთი ზრდილობიანი, ტაქტიანი და გულწრფელი არსება, როგორიც ლანა ღვინჯილიაა სოფელ "ატოციდან"! აი იმ თბილისელ ლამაზმანზე გეუბნებით დღეს მელიამ რომ იახლა თან პროვოკაციის მოსაწყობად!

qwas

2018-11-08 23:00:51

"მოხსენით კანდიდატურა ქლბატონე სალომე! ამით მართლა შეხვალთ საქართველოს ისტორიაში, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსი, რომელმაც ბეწვის ხიდზე გაატარა ახალგაზრდა ქართული დემოკრატია!!! მოხსენით !!!

ვაშაძის გამარჯვება არ ნიშნავს ნაციონალების დაბრუნებას, არ ნიშნავს სამოქალაქო ომს, არ ნიშნავს ქვეყანაში არეულობას და დესტაბილიზაციას, ვაშაძის გამარჯვებით იქნება განსხვავებული აზრი პოლიტიკაში, ასევე იქნება მცდელობა ოცნებამ ხალხისთვის რამე ღირებული გააკეთოს, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე სკამები არ დაკარგონ, მაგრამ როგორც ჩანს, ესენი ხალხისთვის არაფრის გაკეთებას არ აპირებენ და უნდათ რომ, მხოლოდ თავიანთი მოაზროვნეები იყვნენ ყველა უწყებაში, რადგან ადვილად მართონ ქვეყანა და მიიღონ ის კანონპროექტები, რაც ხალხისთვის მიუღებელია ....ქალბატონო სალომე ,მოხსენით კანდიდატურა, ისედაც წაგებული გაქვთ არჩევნები!"

serapina

2018-11-08 23:57:01

qwas,

რაიო პარტაქტივმა,წაი სალომეს მუხლებში ჩაუარდიო?!
კონსტიტუცია ხომ ჭრეს წაღმა-უკუღმა ნაცებმა...
კანონით არ შეიძლება,სალომემ რომ კანდიდატურა მოხსნას!

ვაშაძის გამარჯვება,ნაციონალების დაბრუნებას არ ნიშნავსო?
შენ, ბოკერიას არ უჯერებ?
ჩვენ,ისევ ერთი გუნდი ვართო.

ჰოდა,გუშინ რომ პირსისხლიანები იყვნენ... ისინი ახლა,კარგი ბიჭები არიანო და...

სანამ, კოორდინატორები და ევროპის კარზე აწრუწუნებული ნაცები გაარკვევდეთ რა ხდება...
ვიში როიალი,ვის ვიოლინოშია...
წაგებული,თქვენ გექნებათ არჩევნები!

natali

2018-11-09 01:56:01

ხალხოოო....ვუსმენ ამ პოლიტიკურ შოუებს და ყველას ისე მიჰყავს საუბარი, რომ არჩევანი ასეა-ან ნაცები ან ქოცები. არაა ასე. არჩევანია ან ნაცები ან ქოცები. არაა ზურაბიძვილი ქოცი.ის, რომ ქოცებმა დაპირებები ვერ შეასრულეს, სალომე არაფერ შუაში არაა. სალომე დამოუკიდებელი კანდიდატია, რომელსაც მხარს უჭრს ქართული ოცნება. სხვათა შორის ახლა პატრიოტთა ალიანსიც უჭერს მხარს. რატომ არავინ არ ამბობს ამას?

natali

2018-11-09 01:58:03

შემშლია, უნდა იყოს-----"არაა ასე. არჩევანია- ან ნაცები ან სალომე"(და არა ქოცები).

qwas

2018-11-09 11:24:24

"სალომე დამოუკიდებელი კანდიდატია, რომელსაც მხარს უჭრს ქართული ოცნება.!!??"
გაღიმება შეიძლება?!?

natali

2018-11-09 12:30:42

რა თქმა უნდა გაღიმებაც შეიძლება და გაცინებაც:))

მაგრამ ეგრეა დააა..... სხვათა შორის როგორც თქვეს მხარს მთელი გუნდი არც უჭერს. ბევრს პარტიის წარმომადგენელი უნდოდა. მაგრამ ბოლოს ასე გადაწყვიტა უმრავლესობამ.


ისე კი...ხომ გაგიგონიათ რომ იცინის ის,ვინც ბოლოს იცინის. :))))))

qwas

2018-11-09 13:45:11

"ამიტომ შემოგთავაზეთ გაღიმება,... გაცინებით კი გავიცინებთ, როცა ვაშაძე პრეზიდენტი გახდება!
... ეს კი გარდაუვალია თუ ადამიანს მატემატიკის "ანბანი" გაეგება."

natali

2018-11-09 14:23:57

მე კი ახლაც ვიცინი:))))
ნეტავ რა მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტი ვინ იქნება. მარგველა რომ იყო, რააა.... თუ დააკვირდებით ვაშაძეც, როგორც პრეზიდენტი, არაფერს არ ჰპირდება ხალხს, სულ ამბობს, ჩვენ ამას ვიზამთ, ჩვენ იმას ვიზამთ...ანუ...2020-ში ნაცებს თუ აირჩვეთ, მერეო. :)))))

natali

2018-11-09 17:01:52

for.ge/view_news.php?news_id=84196&news_cat=0


qwas
ეს ვიდეო ნახე???? მოიარა უკევ მთელი საქართველო. ნახე, კითხვები აღარ გექნება სალომესთან.

natali

2018-11-09 17:05:26

https://imedinews.ge/ge/saqartvelo/84794/saakashvili-chven-davitsket-samkhedro-moqmedebebi-tskhinvalis-regionshi

ცუგო

2018-11-09 20:10:56

natali, აზრია არა აქვს მგლის თავზე სახარების კითხვას, ნაცებს თავიანთი თვალების და ყურების არ ჯერათ, მიშამაც რომ უთხრას რამე თავის საწინააღმდეგო, იმასაც მოუძებნიან ახსნას... ბოლო-ბოლო იტყვიან ეს მიშა არ არის, შეგვიცვალესო...

serapina

2018-11-09 20:28:55

ერთი გამოუსწორებელი მიშისტი ვიცი...
ეს მონტაჟიაო!
დადგმული სცენააო,ვეღარ თქვა.

natali

2018-11-09 20:34:16

ამაზე მეტი ლუსტრაცია რაღა გინდათ, რუსები თურმე სალომეს წიგნს აფრიალებენ სასამართლოზე და პირადად მიშას ნათქვამს მალავენ:))))))))

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80