სააკაშვილი შევარდნაძეს ეკვრება?!
რეტრომედია

სააკაშვილი შევარდნაძეს ეკვრება?!

სააკაშვილი შევარდნაძეს ეკვრება?!
„ალია“, 6-8 სექტემბერი, 2003 წელი

2018-11-08 16:49:22

(იბეჭდება შემოკლებით)

სააკაშვილი არავისგან განსხვავდება. მას ისევე უნდა გამარჯვება, როგორც სხვა პარტიებს. პირადი გამარჯვებისთვის მან ყველაფერზე თქვა უარი. ოპოზიციაში არ გაერთიანდა. ახლა საკუთარ პარტნიორებსაც დაუპირისპირდება. ჟვანიას დასამარცხებლად ნაციონალებმა კანცელარიას მიაკითხეს.

გივი თარგამაძემ ერთხელ უკვე წააგო საბურთალოზე არჩევნები. და ეს მაშინ, როცა მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია. თარგამაძე მაშინ შევარდანაძის კლანსა და საოჯახო ბიზნესზე სკანდალურ განცხადებებს აკეთებდა. მას მერე მისი კარიერა საინტერესო შტიხებით აღარ შევსებულა. ის მხოლოდ გივია თარგამაძე.

თუკი ის თავის კანდიდატურას საბურთალოზე დააყენებს, მაშინ ჟვანიასთან მოუწევს დაპირისპირება. თარგამაძე პოზიციების დათმობას არ აპირებს. ამის შესახებ უფრო ადრე სააკაშვილმაც განაცხადა. ის, ანუ სააკაშვილი, საარჩევნო დუელში პირადად ჟვანიას იწვევს, თანაც საკმაოდ დაბალი პაიკით. სამაგიეროდ, სეკუნდანტად საიმედო პარტნიორს ეძებს. ნაციონალებმა სეკუნდანტობა, არც მეტი, არც ნაკლები, კანცელარიას შესთავაზეს.

„ალიას“ ინფორმაციით, გუშინ გივი თარგამაძე სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს, თედო ისაკაძეს შეხვდა. საუბრის თემა ვაჭრობას ეხებოდა. დამაფინანსეთ, გამიყვანთ დეპუტატად და სამაგიეროდ ჟვანიას ჩავძირავო. ისე, თარგამაძე ხელისუფლებისთვის უცხო არ უნდა იყოს. სწორედ მის მასალებზე დაყრდნობით კანცელარიამ (ანტიკორუფციული საბჭოს ყოფილი წევრია) კობა ბუჩუკური პენსიაში გაუშვა. ბუჩუკური ჟვანიას კაცად იყო ცნობილი.

ისე, არაერთხელ ისიც ითქვა, რომ ნაციონალები ოპოზიციონერობას თამაშობენ. თუ თარგამაძე ამ ხელისუფლების ოპოზიციაა, მაშინ ამ ხელისუფლებას რატომ სთხოვს, დამეხმარეთ და არჩევნებში გამამარჯვებინეთო.

 

 

 

 

ნანახი?- 73

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80