კონკურენციის სააგენტო საქმეს თავს ვერ აბამს და შეიძლება გააუქმონ
ეკონომიკა

კონკურენციის სააგენტო საქმეს თავს ვერ აბამს და შეიძლება გააუქმონ

კონკურენციის სააგენტო საქმეს თავს ვერ აბამს და შეიძლება გააუქმონ
ბექა დანელია

2018-11-07 19:12:37

კონკურენციის სააგენტო იმდენად არაეფექტურად მუშაობს, რომ მინუმიმ მისი რეორგანიზაცია მოხდება. შეიძლება ხადურის უწყება მალე საერთოდაც გაუქმდეს. ყოველ შემთხვევაში მისი საქმიანობით უკმაყოფილონი არიან როგორც დეპუტატები, ასევე ბიზნესმენებიც.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელი კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურული ცვლილების საჭიროებას ხედავს. რომან კაკულიას მიაჩნია, რომ სააგენტო ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და, საკანონმდებლო ცვლილებასთან ერთად, მას ინსტიტუციური გაძლიერებაც სჭირდება.

ცვლილების მომხრეა საზოგადოების უდიდესი ნაწილი, როგორც არასამთავრობო სექტორიდან, ასევე ბიზნესმენებიდანაც.

„კონკურენციის, სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელი სოლომონ მენაბდიშვილი ამბობს, რომ არსებული კანონპროექტით კონკურენციის სააგენტოს საბჭოდ გადაკეთება იგეგმება.

„აპირებენ, მთლიანად სისტემა შეცვალონ, კონკურენციის სააგენტოს მაგიერ საბჭო შექმნან, თუმცა ეს ყველაფერი ჯერჯერობით ქაღალდზეა და ბოლომდე არც არის გაწერილი. წესით, ახლო მომავალში უნდა შევიდეს კანონპროექტი პარლამენტში და როგორც ვიცი, სურვილი ნამდვილად არის, რომ სააგენტოს ნაცვლად შეიქმნას საბჭო, რომელშიც რამდენიმე ექსპერტიც შევა. ისინი იმუშავებენ საბჭოს სახელით და თავმჯდომარეზე არ იქნება მხოლოდ პასუხისმგებლობა.

კიდევ ერთხელ ვამბობ, თუკი შეიქმნება საბჭო და უფრო კომპეტენტური პირები იმუშავებენ, გადაწყვეტილების მიღება ერთ ადამიანს აღარ მოუწევს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეს ორგანო იყოს დამოუკიდებელი მთავრობისაგან და პარლამენტისაგან“, - ამბობს სოლომონ მენაბდიშვილი.

რას ფიქრობენ თავად ბიზნესმენები კონკურენციის სააგენტოზე და რამდენად ეფექტურია მისი მუშაობა. როგორიც ირკვევა, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების უმრავლესობა სააგენტოს საქმიანობის საჭიროებას ვერ ხედავს, მეტიც ზოგიერთი ბიზნესი მისი საქმიანობის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არც კი ფლობს.

როგორც „ტექნო-ბუმის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, ის ვერ აღიქვამს ბაზარზე კონკურენციის სააგენტოს მნიშვნელობას.

„ბაზარმა თავად უნდა დაარეგულიროს მოთხოვნა-მიწოდების საკითხი. სახელმწიფო უწყებები ნაკლებად უნდა ჩაერიონ ბაზრის საქმიანობაში. ამიტომ კონკურენციის სააგენტოს, როგორც ორგანიზაციის დიდ მნიშვნელობას ვერ ვხედავ.

ალბათ ბიზნესმა სააგენტოს იმ შემთხვევაში უნდა მიმართოს, როდესაც ბაზარზე დემპინგური ან მონოპოლიური მდგომარეობა არსებობს, თუმცა საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში კონკურენცია ჯანსაღია და სააგენტოსთვის არასდროს მიმიმართავს“, - განუცხადა „კომერსანტს“ ქოქოლაძემ.

კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ გენერალური დირექტორი ანზორ მელია აცხადებს, რომ კონკურენციის სააგენტოს არსებობის შესახებ ინფორმაცია პირველად ჟურნალისტებისგან შეიტყო. ბიზნესმენს ნდობა არც სააგენტოს ხელმძღვანელის ნოდარ ხადურის მიმართ აქვს.

„ქვეყანაში მონოპოლია იმიტომ არსებობს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური არ გვაქვს. ხადურის უწყებიდან ხომ შეიძლება მოვიდეს რომელიმე პირი და წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს ჰკითხოს რეალურად რა აწუხებთ? ეს სამსახური არაეფექტურია და მის შესახებ არავინ არაფერი იცის. მათ ალბათ იციან, რომ მე ხშირად მწვავე განცხადებებით გამოვდივარ, თუმცა ჩემამდე არავინ მოსულა. ქართულ მედიცინას ამ სააგენტოს არსებობის არაფერი ეტყობა, რადგან ეს სფერო უკან-უკან მიდის,“ - განაცხადა ანზორ მელიამ.

ნანახი?- 572

natali

2018-11-07 19:17:36

უიი....ისევ ეს???:))))))))))

ცუგო

2018-11-07 20:29:41

natali, რომელს გულისხმობ? ხადურს თუ მატყუარა მელიას?

natali

2018-11-07 21:42:38

ხადურს:))))))

natali

2018-11-07 21:44:05

მერაბ მეტრეველი: მახსოვს, 7 ნოემბრის შემდეგ ივანიშვილმა და კალაძემ სააკაშვილს დაუჭირეს მხარი
-----------
მე კიდე მახსოვს ივანიშვილმა რომ მოყვა, 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ სააკაშვილმა დამირეკა და მე ვუთხარი რომ უნდა გადამდგარიყოო.

natali

2018-11-08 01:00:54

რა კარგი კაცი ყოფილა ეს ოლეგ იაძე.რაღაცნაირი ალალი და სუფთა :))

tngh

2018-11-08 13:02:39

ქ-ნო ნატალი!!! მერაბ მეტრეველი და ალეკო ელისაშვილი ცნობილი მატყუარები არიან... და საერთოდ, ტ/კ "კავკასია", გადაიქცა დიდ ბოღმის ბუდედ...

serapina

2018-11-08 20:00:41

natali,
ამ,ოლეგ იაძეზე ამბობ?

https://m.youtube.com/watch?v=6XXnoXwhRVs

natali

2018-11-08 20:37:04

ხოოო მაგაზე:))))

ეგეც ახსნა, პატარა ბიძინა ვარო, რომ ვთქვიო, მაშინ ბიძინა პრემიერი იყოო და მე ვთქვი ამ სოფელში მე ვარ პატარა პრემიერიო. აი ამას ვგულისხმობდიო.
გუშინ იყო ემასთან, ჩემზე ძალიან სუფთა ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. სიტ/ყვებში კი მხოლოდ დიდ ვირეშმაკებს არ ეშლებათ. ასეთ რაღაცეებს მე პირადად დიდ ყურადღებას არ ვაქცევ ხოლმე.

serapina

2018-11-08 21:14:49

არ შეიძლება ამ სპორცმენებს(სპორტსმენი უნდა იყოს ,ვიცი) ჩააბარო პოლიტიკა, არა!

ჯერ, ნორმალური ფედერალური სისტემაა საჭირო და მერე, მმართველობის მცოდნე ხალხი...

ეს კაცი,თავის საქმეს შეიძლება კარგად აკეთებდეს(სპორტი), არაა პოლიტიკა ამის საქმე და ეს აფუჭებს ბევრ რამეს!

მე,ორი რაიონის გამგებელი ვიცი(მეტ-ნაკლებად ვიცნობ), მაგათი საცოდაობით გული დაგეწვება...
ასეთი კადრებით დადგა ის შედეგი,რაც დადგა.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80