ნიუ-იორკში ქართველი მხატვრის, რია კაჭარავას გამოფენა "ნათება" გაიხსნა
სხვადასხვა

ნიუ-იორკში ქართველი მხატვრის, რია კაჭარავას გამოფენა "ნათება" გაიხსნა

ნიუ-იორკში ქართველი მხატვრის, რია კაჭარავას გამოფენა "ნათება" გაიხსნა
on.ge

2018-11-07 18:26:43

ნიუ-იორკში ქართველი მხატვრის, რია კაჭარავას გამოფენა "ნათება" გაიხსნა. ეს ახალგაზრდა არტისტის პირველი პერსონალური ექსპოზიციაა, რომელიც 14 ნამუშევარს აერთიანებს. სერიის თემა კი რიტუალური ნიღბებია.

რიტუალურ ნიღბებს მხატვარი რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა, რამაც საბოლოოდ ფერწერული ტილოების შექმნამდე მიიყვანა. ზეთის საღებავების გარდა რია კანაფის ძაფს იყენებს, რომლითაც სხვადასხვა ბიბლიური ციტატაა ნახატებზე ამოქარგული.

რამდენიმეგან ქართული ფრაზებიც გამოსჭვივის, რომელთაგან გამორჩეულია სიტყვა “ნათება”. ავტორი ამბობს, რომ ამ სიტყვას მისთვის საკრალური მნიშვნელობა აქვს, ხოლო ის ფრაზები, რაც ნახატებზე დაიტანა მას გონებაში ბავშვობიდან ჩაებეჭდა და მისი ცნობიერების ჩამოყალიბებაზეც იქონია გავლენა.

რიას ნაივური და იდუმალი ნამუშევრების ნახვა ნიუ-იორკში, 15 ნოემბრამდე შეგეძლებათ.

 

 

 

ნანახი?- 115

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80