ღია წერილი პასიურ ქართველ ამომრჩეველს
ბლოგი

ღია წერილი პასიურ ქართველ ამომრჩეველს

ღია წერილი პასიურ ქართველ ამომრჩეველს
ზურაბ მარშანია

2018-11-07 12:00:59

გადავწყვიტე ღია წერილით მიმემართა ჩემი იმ თანამემამულეებისათვის, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისვლა და საკუთარი არჩევანის გაკეთება რომ არ ინებეს.

„დავკარგე დემოკრატიისადმი ნდობა და არ მჯერა არჩევნების“; „ყველა კანდიდატი უვარგისია, ამიტომაც უარს ვამბობ ცრუ-არჩევნებზე მისვლაზე“; „ქართულმა ოცნებამ” არ გაამართლა ჩვენი იმედები, ივანიშვილის აღარ გვჯერა, არ მივალთ არჩევნებზე და აღარ მივცემთ მათ ხმას“; „მაინც გაყალბდება არჩევნები და რატომ უნდა მივიდეთ?“ - ასეთია, ჩემი აზრით, იმ ძირითადი არგუმენტების ჩამონათვალი, რითაც იმშვიდებს თავს პასიური ქართველი ამომრჩეველი.

შევეცადოთ გავაკეთოთ ზემოთაღნიშნული არგუმენტების მართლზომიერების ანალიზი.

უინსტონ ჩერჩილზე ჭკვიანი ადამიანი ცოტა იყო ისტორიაში. ამ დიდ და სიტყვამოსწრებულ ბრიტანელ პოლიტიკოსს კი ასეთ გამონათქვამს მიაწერენ: „დემოკრატია ყველაზე უარესი მმართველობის ფორმაა, მაგრამ მასზე უკეთესი ჯერ არ მოუგონიათ“.

ამიტომაც, ძვირფასო თანამემამულენო ჯერ მოიგონეთ დასავლური, წარმომადგენლობით/კონსტიტუციურ დემოკრატიაზე უკეთესი მმართველობის ფორმა და მერე გაირთეთ თავი დღევანდელი დემოკრატიის კრიტიკითა თუ არჩევნების ბოიკოტით.

დიახ, პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის მაღალი სტანდარტებით საქართველო ვერ დაიკვეხნის, მაგრამ გამაგებინეთ ერთი, ამერიკელები ვართ, გერმანელები თუ ბრიტანელები? საიდან უნდა გაჩნდნენ საქართველოში ყველას მოსაწონი, დასავლური ქვეყნების დონის პოლიტიკოსები?

თუ საქართველოს მოქალაქეები ვართ და ჩვენ ქვეყანაზე გული შეგვტკივა, „ცაში ფრენას“ თავი დავანებოთ. დავჯერდეთ იმ არჩევანს, რომლის გაკეთებაც რეალურად შეგვიძლია და ამით ცოტათი მაინც წავადგეთ სამშობლოს, რომლის სიყვარულის გამოხატვა, სხვათა შორის, უკეთესია რელევანტური პოლიტიკური არჩევანის გაკეთების გზით ვიდრე სადღეგრძელოებით.

ახლა კი მათ მივმართავ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ნდობა საბოლოოდ რომ დაუკარგავთ და ჯინაზე არ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში.

თქვენი აღშფოთება სამართლიანია, მაგრამ გამაგებინეთ ერთი, ბოლო წელიწად ნახევარში ისეთი რა მოხდა ახალი?

„ქართული ოცნება“ რა იყო მათი მმართველობის პირველი ოთხი წლის განმავლობაში ვერ გაიგეთ?

სამართლიანობა აღადგინეს ქოცებმა თუ ადეიშვილ/მერაბიშვილის ბანდის მიერ „ახეული“ ქონება დაუბრუნეს ხალხს? სამსახურიდან გაყრილ, მიშას მიერ ულუკმაპუროდ დატოვებულ ადამიანებს დაუბრუნეს სამსახური და ღირსება თუ „ნაცმოს“ კრიმინალურ ხროვას მოთხოვეს ჯეროვნად პასუხი?

არაფერი მსგავსი 2012 წლიდან 2016 წლამდე არ მომხდარა. პირიქით! „ქართულმა ოცნებამ“ კოაბიტაცია გამოაცხადა. პორტირებული და გარეწარი „ნაციონალებით“ გაავსო თავისი რიგები, რითაც სულში ჩააფურთხა საკუთარ ამომრჩეველს, რომელმაც მოიყვანა ეს პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბერს.

რა უნდა ყოფილიყო ამის შემდეგ ქართველი ამომრჩევლების ლოგიკური და გონიერი პასუხი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე? - ერთადერთი - მტკიცე უარის თქმა არჩევნებზე მხარდაჭერისათვის როგორც „ქართული ოცნებისათვის“, ისე „ნაციონალური მოძრაობისათვის“. შესაბამისად, ნდობის გამოცხადება მესამე - არაქოცური/არანაცური ძალებისათვის, რითაც რეალურ კოალიციურ მმართველობას გაეხსნებოდა გზა საქართველოში. მით უმეტეს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ (თავის ცრუ სატელიტებთან ერთად) და „ქართული ოცნების“ ალტერნატივა ყოველთვის იყო, არის და იქნება კიდეც ჩვენ ქვეყანაში.

მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა მონაწილეობდნენ: „პატრიოტთა ალიანსი“, „თავისუფალი დემოკრატები“ და სხვა პოლიტიკური გაერთიანებები.

ქართული რეალობიდან გამომდინარე ზემოთაღნიშნული პოლიტიკური ძალები ციდან ვარსკვლავს ნამდვილად ვერ ჩამოიღებდნენ, მაგრამ ქოც-ნაცებზე უკეთესები თუ არა, უარესები ნამდვილად ვერ იქნებოდნენ და რატომ არ უნდა მიცემოდათ მათ თუნდაც კოალიციურ მთავრობაში შესვლის შანსი?

მსოფლიო გამოცდილება ხომ გვაჩვენებს, რომ კოალიციური მთავრობა ყოველთვის უფრო დაბალანსებულია და დემოკრატიული?

ჩვენ კი რა ჩავიდინეთ?

„ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩავუგდეთ ხელში, ერთადერთ ანგარიშ გასაწევ ოპოზიციურ ძალად კი სააკაშვილის ხროვა მივუჩინეთ. და ამის შემდეგ აქვს ვინმეს უფლება ხმა ამოიღოს საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტზე?

რას იზამ! ალბათ არც უნდა გაუკვირდეს ვინმეს ჩვენი ამომრჩევლების ახირებულობა. ელექტორატის უდიდესი ნაწილს ისინი არ შეადგენენ, რომლებმაც 1991 წელს ჯერ ზვიად გამსახურდია აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად, კანონიერი ხელისუფლების დამხობიდან სულ რამოდენიმე თვის შემდეგ კი ზუსტად ისეთივე ერთსულოვნებით პუტჩისტების სამხედრო საბჭოს თავმჯდომარეს ედუარდ შევარდნაძეს რომ დაუჭირეს მხარი?

ნამდვილად სასაცილოა ყველაფერი ეს სატირალი რომ არ იყოს.

დაბოლოს, ყელში ამოვიდა საუბარი არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე. ყველამ გაიგოს, რომ არჩევნებზე მიუსვლელობაა სწორედ ის შანსი, რომელსაც, ბოიკოტის გზით, ამომრჩეველი უგდებს ხელში პოტენციურ გამყალბებლებს, სააარჩევნო კომისიებში მოკალათებული უთვალავი პორტირებული და არაპორტირებული ნაციონალები იქნებიან ესენი თუ რეალური ქოცები.

დროა დავანებოთ თავი ქართველებმა ამპარტავნობას და ვაღიაროთ, რომ ჩვენი ელექტორატის დიდი ნაწილი პოლიტიკურად გაუთვითცნობიერებულია. ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან სამი ათეული წლის შემდეგ კი ჩვენი საშუალო სტატისტიკური მოქალაქის პოლიტიკური დონე არა თუ არ ამაღლდა, კატასტროფულად დაეცა. სწორედ ამის შედეგია გრიგოლ ვაშაძისა და ნაციონალური ხროვის ტრიუმფი ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში.

ასეა თუ ისე, აღარ არის საქმის გარჩევის დრო. უნდა დიარაზმოს სრულიად საქართველო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის. მეასეხარისხოვანია მოგწონთ თუ არ მოგწონთ სალომე ზურაბიშვილი. თუ დარჩებით ისევ სახლებში, გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს არჩევნებში და სააკაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილისა და ახალაიების დაბრუნება ქართული პოლიტიკის სათავეში გარდაუვალი გახდება.

მოდით არჩევნებზე ქართველებო და მხარი დაუჭირეთ სალომეს, თორემ სულ ორიოდე წლის შემდეგ თქვენ დარწმუნდებით, რომ მიშა სააკაშვილსა და მის ავაზაკებს უამრავი ცოცხებისა და მათი ტარების დამზადება შეუძლიათ და არც ზემოთაღნიშნული ცოცხების ტარების არადანიშნულებისამებრ გამოყენება დავიწყნიათ.

გვიანი იქნება აღშფოთება და სინანული მაშინ, როდესაც ცოცხის ტარებით შეიარაღებული სააკაშვილის ზონდერები პოლიტიკური რევანშის პირუტყვული ჟინით გამხეცებულები შემოვარდებიან თქვენ სახლებში.

ნანახი?- 904

მეგრელი

2018-11-07 13:33:27

Respect.

„დემოკრატია ყველაზე უარესი მმართველობის ფორმაა, მაგრამ მასზე უკეთესი ჯერ არ მოუგონიათ“.
-------------------------------------------------------------------------------------------
ბოდიშის მოხდით. უინსტონ ჩერჩილის ცნობილი ფრაზაა რომელსაც ხშირად ვგებულობთ. ოღონდ მთლა მასე ეს მას არ უთქვამს.,, მმარტველობის მრავალ ფორმას ახასიათებს წოდვა და ტანჯვა. არავინ ამბობს , რომ დემოკრატია არის სრულყოფილი და უნივერსალური . სინამდვილეში შეიძლება ითქვას , რომ დემოკრატია -ეს არის ყველაზე უარესი მმართველობის ფორმა თუ არ ჩავთვლით ყველა დანაჩენს მეთოდებს რასაც აქამდე გამოიყენა კაცობრიობამ...და საზოგადოებრივი აზრი უნდა აკონტროლებსეს და მიმართულების ფორმირებას ახდენდეს მინისტრებზე , რომლებიც არიან მსახურნი და არა ბატონები.." (იხ. 1947 წლის 11 ნოემბრის მისი გამოსვლა თემთა პალატაში. ის მაშინ ოპოზიციის ლიდერი იყო. 1945 წ. ივლისში ლეიბორისტ ეთლისთან წაგებული არჩევნების შემდეგ). გამოსვლა კი ძალიან საინტერესოა. მაგალითად :,, როგორც კეთილშობილი ჯელტმენი როგორ აღიქვან დემოკრატიას? ნება მიბოძეთ ბატონო თავჯდომარე ავუხსნა მას ამის ძირითადი მომენტები (იმ დროს ეთლის მთავობა კარგავდა რეიტინგს და პარლამენტის უფლებამოსილების შეზრუდვას გეგმაავდა, კერძოდ ლორდა პალატის ვეტოს უფლებას. მინაწერი ჩემია) . დემოკრატია ეს არარის ის , რომ როცა მიიღებ მანდატს შეპირებების საფუძველზე შემდეგ კი აკეთებ იმას რაც მოგესურვება. ჩვენ მიგვაჩნია , რომ ხალხის და ზელისუფლების შორის უნდა იყოს მყარი ურთიერტობა. მთავრობა ხალხისგან , შექმნილი ხალხის მიერ და ხალხისთვის.აი ეს არის დემოკრატიის განმარტება. რატომ უნდა მიხდებოდეს მინისტრისთვის იმის ახსნა , რომ დემოკრატია არ ნიშნავს იმას , რომ -ჩვენ მივიღეთ უმრავლსობა , არააქვს მნიშნელობა როგორ, და ხუთი წლით . და რა ვუყოთ მას? ეს არარის დემოკრატია , ეს არის პარტიული ლაყბობა რომელიც მოსახლეობის ფართო მასებს არ ეხება. .... უნდა მართოს არა პარლამენტმა არამედ ხალხმა პარლამენტის მეშვეობით........აქვს თუ არა უფლება პარლამენტს მიიღოს იმისთანა კანონები , რომლებიც ახდენენ გავლენას ქვეყნის მომავალზე ხალხის აზრის გაუთვალისწინებით? არა ბატონებო , დემოკრატია ამბობს- ,,არა . ათასჯერ არა . თქვენ არაგაქვთ უფლება მიიღოთ ის კანონები რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს." და ასე შემდეგ. ასე , რომ და კიდევ ერთხელ ასე რომ.
[…]

მეგრელი

2018-11-07 13:46:04

ეს ერთი.
მეორე

პოლიტიკოსებისა .... ვერ დაიკვეხნის
-----------------------------------

სამწუხაროდ პოლიტიკოსებს წარმოდგენა არააქვთ არც ტრადიციულ გეოპოლიტიკაზე, არც ახალ გეოპოლიტიკაზე (გეოეკონომიკა) და არც უახლეს გეოპოლიტიკაზე (გეოფილოსოფია). რომელ საუკუნეში ვართ ამ კუთხით ძნელია გამოსათვლელია.

serapina

2018-11-07 14:49:09

მაგიტომაც ჩააქვესკნელეს სააკაშვილმა და ლომაიამ(ვისი სურვილი იყო, მათი თუ სხვისი,სულ ერთია) განათლებისა და განვითარების გზები...
...რომ ქართველს(განსაკუთრებით ახალგაზრდებს), ვერ გაეგო რატომ აჯენდნენ ინვალიდის სავარძელში, სრულიად ჯანმრთელს!

...რომ პარლამენტში მუდმივად ჰყოლოდათ,მათივე სურვილისამებრ უცხოეთში კვალიფიკაციამიღებული კადრებიდ(და ორი სამი ბიზნესმენი)...
მედია ჯიბეში...
...და მხოლოდ თავად ყოფილიყვნენ "გონიერი მმართველნი"!

...ხოლო ივანიშვილმა ამას,ხელი არ შეუშალა! მოკლედ,მიშას ოცნებები ხდება,ქართველი ხალხის არა!

serapina

2018-11-07 14:51:35

შეხედეთ,დღევანდელ ქართულ სკოლას, უმაღ/ლეს სკოლას და დარწმუნდებით, რა კატეგორიის ფარა უნდათ ჰყავდეთ სამართავად,ჩვენს პოლიტელიტას!

ცუგო

2018-11-07 17:15:05

კარგი წერილია, მადლობა ავტორს.

natali

2018-11-07 19:00:58

www.newposts.ge/?l=G&id=188805-რუხაძე,%20რუსთავი%202
--------

:))))))))))))

ჰაჰაააააა…….ეს ნახეთ რააა, მგონი პირიქითაა, აშკარად ჟურნალისტი დაესხა თავს და რუხაზე თავს იცავს:)))))))

arichopra 2

2018-11-07 19:21:46

აი რანაირ ქვეყნებთან გვავს საქმე - Банк Англии отказался выдать Николасу Мадуро 15 тонн золота მოკლედ ვენესუელას 15 ტონა ოქრო ანუ $550 000 000 წაართვეს! ესენი დაგვაყრიან ხეირს???

მეგრელი

2018-11-07 20:00:44

arichopra 2
----------------
https://www.thetimes.co.uk/edition/world/maduro-scrambles-to-bring-venezuela-s-gold-back-from-the-uk-0p29xp99w
--------------------------------------------------------------------------------------
მიზეზი: ინგლისის ბანკი შიშობს რომ შეიძლება ოქროს გაყიდვიდან მიღებული თანხა მადურომ მიითვისოს. ვენესუელ ხახლზე ზრუნავენ რა . ეს ერთი
მეორე. ეს არარის ახალი ინგლისის ბანკის მოღვაწეობიდან.

ინგლისის ბანკმა ( დაფუძნებულია 1694 წ. და ის მე 2 მსოფლიო ომამდე აკონტროლებდა მსოფლიო ფინანსების 60%) 1939 წ. 21 მარტს მოახდინა ჩეხოსლოვაკიის ოქროს მარაგის ჩეხოსლოვაკიის ნაციონალური ბანკის საცავიდან ინგლისურ ბანკში , გადატანა რაიხსბანკის საცავში . დოკუმენტში ვკითხულობთ ,, მიღებულია განკარგულება ბანკის საერთაშორის ანგარიშგების გამგეობის საბჭოს თავჯდომარე ოტო ნიმიერასგან (ინგლისელი ბანკირი. Otto Niemeyer) ოქროს ზოდების გადარიცხვაზე № 02 ანგარიშიდან (ჩეხოსლოვაკიის ბანკი ) № 17 ანგარიშზე (რაიხსბანკი) ‘’
ჩეხოსლოვაკიის ოქროს მარაგი თანხებში დღევანდელი კურსით შეადგენდა 736 მილიონი დოლარს. დიდი ნაწილი ჰიტლერმა გაყიდა ბელგია -ჰოლანდიაში ხოლო დარჩენილი გაიყიდა ინგლისში . (წყარო ინგლისის ბანკის საიტი “Unpublished War History (1939-45) — Part III” განყოფილებაში. ასევე Aldrick P. Was Montagu Norman a Nazi sympathiser? // The Telegraph. — 2013. 31. 07.მონტეგიუ ნორმანი ბანკის პრეზიდენტი იყო)რამდენი დაუბრუნა ამ აფიორიდან იალმარ შახტმა (1936 წ . რაიხსბანკის პრეზიდენტი) თავის ინგლისელ კოლეგას ეს უცნობია. ხოლო ის რაც გააკეთეს 2008 წ. საერთოდ გონებაში ძნელად ჯდება. მრავალი ასეული მილიარდი დოლარი გაქრა ოფშორების ბანკებიდან. რა ქნან . კაპიტალიზმი განიცდის სისტემურ კრიზისს. მას შიგა და შიგ დონორი ჭირდება. 1991 წ ეს იყო სსრკ. აშშ ბიუჯეტი სამი წელი იყო პროფიციტული.
ანუ ის ,,დემოკრატია" რომელზეც ჩერჩილი ყვებოდა -იყო ზღაპარი. ეს იმას ნიშნავს რომ დემოკრატიული მათვის პრინციპის უკვე კვდარი არარის.ვფიქრობ მე 19 საუკუნის ბოლოდან უფრო სწორედ ოფიციალურად გაფორმდა 1885 წ.26 თებერვალს. მთელი საუკუნე მკვდარ სისტემაში ცხოვრობდა დასავლეთის სამყარო . 100 წელი გაძლო . დღეს კი პლანეტა დედამიწაზე შემოდის ანუ უკვე შემოვიდა და მოქმედებს მმართველობის სულ სხვა სისტემა დემოკრატიის ნიღაბით რასაკვირველია. ამაზე თუ რომელიმე ექსპერტმა ინება აზრის ჩამოყალიბება (ან პოლიტიკოსმა) ჩემს მოსაზრებებს აუცილებლად გაგაცნობთ.

megre

2018-11-07 23:04:21

ქართველებო!
მოდით არჩევნებზე და მიეცით ხმა ზურაბიშვილს. მოვიშოროთ ეს ვაშაძე.
შემდეგ:
მასობრივად გავწევრიანდეთ ისეთ პარტიებში, რომლებიც არ თანამშრომლობდნენ ნაცისტებთან.
დავწიოთ პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელი 7 პროცენტიანი ბარიერი 3 პროცენტზე.
2020 წლისთვის არჩევნებზე მივცეთ ჩვენ-ჩვენ პარტიებს ხმა და გავიყვანოთ პარლამენტში.
მრავალპარტიულ პარლამენტში შევქმნათ მრავალპარტიული მთავრობა.
გავაუქმოთ პრეზიდენტის თანამდებობა.

arichopra 2

2018-11-08 14:11:25

ნუთუ ვერ ხედავთ პოლიტიკური პარტიები (კლანები) როგორ სამკვდრო-საციცოცხლოდ უპირისპირდებიან ერთმანეთს, თავიანთი მოქმედებებით როგორ ხლეჩენ საზოგადოებას და მათივე მომედებებით მოქალაეთა შორის წარმოქმნილ გადაულახავ უფსკრულს კიდევ უფრო აღრმავებენ??!!. თუ საქართველოში გვინდა სამოქალაქო მშვიდობა, ეროვნული იდეის ირგვლივ მთელი საზოგადოების გაერთიანება, თუ გვინდა ხალხი დამშვიდდეს, აუცილებელია პოლიტიკური პარტიების საქმიანობაზე გამოცხადდეს ხანგრძლივი (20-30 წელი) მორატორიუმი. არჩევნები საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ მაჟორიტარული წესით. პრეზიდენტის პოსტი უნდა გაუქმდეს საერთოდ.

serapina

2018-11-08 21:03:08

რა დავწერე გუშინ,ამავე სტატიის კომენტარში?!

"ყველას ჩვენი წილი სურვილები გვაქვს და ჩემი იყო, ეს კადრი ისევ მენახა. იმიტომ რომ გიგი არის ჩემი მეგობარი და მიშა იდეური ნაწილი ჩემი ცხოვრების. ჰოდა, რადგან ჩემი, ეს სურვილი შესრულდა, ახლა თქვენი სურვილების ასრულებას გისურვებთ.

ბუნებრივია არ გგულისხმობთ მათ, ვისაც სალომეს პრეზიდენტობა გინდათ”- ნანუკა ჟორჟოლიანი."

serapina

2018-11-08 21:04:57

დღეს, ნანუკას სურვილი შესრულებულა!

მადლობა მაინც უთხრან,ამ ივანიშვილს!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80