„ერთ დღეში ბრალის წაყენება, ჩუმად სასამართლოს გამართვა და 5000 ლარის შეფარდება რაღაა თქვე კაი ხალხო?!
პოლიტიკა

„ერთ დღეში ბრალის წაყენება, ჩუმად სასამართლოს გამართვა და 5000 ლარის შეფარდება რაღაა თქვე კაი ხალხო?!

„ერთ დღეში ბრალის წაყენება, ჩუმად სასამართლოს გამართვა და 5000 ლარის შეფარდება რაღაა თქვე კაი ხალხო?!
მარიამ თოდაძე

2018-11-06 18:55:10

საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოში პროცესი ისე გაიმართა, რომ მედიისთვის ცნობილი არ იყო. ფარცხალაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობს. როგორც ცნობილი გახდა, ფარცხალაძისთვის 5.000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა თავად პროკურატურამ დააყენა, რაც მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა.

ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ბრალი ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარედგინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი გასული წლის 12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ „ელ ცენტროში“ მოხდა. ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს. მოგვიანებით აღნიშნული ინციდენტის ვიდეომასალაც გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს ფარცხალაძე თორდიას.

ლაშა თორდიას განცხადებით, ფარცხალაძის ქმედება, აუდიტის სამსახურის საქმიანობამ გამოიწვია, რომელიც იმ პერიოდში ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას სწავლობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

ხელისუფლება შეფასებებისგან თავს იკავებს და გამოძიების დასრულებას ელოდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა როგორც აღნიშნა, არ გამორიცხავს არც დაპატიმრებას, არც სასჯელის სხვა ქმედებების შეფარდებას, მაგრამ ამ ნაწილში ისევ და ისევ სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

თბილისის მერი და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახი კალაძე კი აცხადებს, რომ ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინაა.

მისივე თქმით, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი.

„ოთარ ფარცხალაძეს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით განცხადებას პროკურატურა გააკეთებს. მე მინდა გითხრათ მხოლოდ ის, რომ ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინაა. თუ ვინმეს აქვს რაიმე დანაშაული კანონის წინაშე, ყველას მოეთხოვება პასუხი და ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე“, - განაცხადა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენება, საარჩევნო კალენდართან დაკავშირებული არ არის. ამასთან, როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია თუ რა საქმეზე წაუყენეს ფარცხალაძეს ბრალი და თავადაც პროკურატურის მიერ ინფორმაციის გასაჯაროებას ელოდება.

„არ ვიცი დეტალები, ველოდებით პროკურატურას, რომელიც ინფორმაციას გაასაჯაროებს. ვნახოთ, კონკრეტულად რა ბრალდებაზეა საუბარი. სხვა დეტალები ჩემთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მნიშვნელოვანია რეაგირების ფაქტი. მუდმივად ხდება ასეთი ფაქტების საარჩევნო კალენდართან დაკავშირება, მაგრამ საარჩევნო კალენდრის მიუხედავად, გამოძიებას აქვს ვალდებულება რეაგირება მოახდინოს მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ყველაფრის გადაწყვეტა უნდა მოხდეს კანონის მაღალი სტანდარტით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენება წინასაარჩევნოდ მოსახლეობის გულის მოგებას უკავშირდება.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება რომ მოეპოვებინა, პროკურატურა ოთარ ფარცხალაძეს ბრალს არ წაუყენებდა.

„უბრალოდ, ახლა ძალიან კარგად დაინახეს, რომ ადამიანები მართლაც უკიდურესაც აღშფოთებულები არიან და გადაწყვიტეს, რომ რაღაცნაირად, მათ მოთხოვნას პასუხი გასცენ, მოიგონ ადამიანების გული, რომ მეორე ტურში როგორმე თავიანთი კანდიდატი გაიყვანონ. სხვა არაფერია ეს, თუ არა საარჩევნო „ტრუკი“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ და მხოლოდ საჩვენებლად იჭერენ წვრილფეხობას, მოქმედებენ პრინციპით „ძაღლი ძაღლის ტყავს არ დაგლეჯს“, ამიტომ კატის ტყავსაც კი არ გლეჯენ.

როგორც გოცირიძე ამბობს, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ გამოსაჩენად „ლიფსიტებს დასდევს“, თუმცა, გამორიცხულია მაღალი თანამდებობის პირებს რაიმე ფორმით შეეხონ.

გოცირიძის აზრით, ხელისუფლების თითოული ნაბიჯი ემსახურება მათი ძალაუფლების შენარჩუნებას. ხალხმა კარგად დაინახა, რომ შიშმა გადაადგმევინა მათ ეს ნაბიჯები და არა გულწრფელმა მოქმედებამ.

ყოფილი გენერალური აუდიტორი, ლაშა თორდია, როგორც აღნიშნავს, შეცდა და ციხეში ჩასმაზე გადააჭარბა მოლოდინს. როგორც თორდია აცხადებს, ფარცხალაძემ „მინიმუმ ორი მილიონი მხოლოდ ამ გარიგებიდან გამოღლიტა მერიას“.

„ჩემზე თავდასხმა გასაგებია და ბევრს არ ვისაუბრებ. ერთ დღეში ბრალის წაყენება, ჩუმად სასამართლოს გამართვა და 5000 ლარის შეფარდება რაღაა თქვე კაი ხალხო“?! - წერს თორდია სოციალურ ქსელში.

ექსპერტი, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ საქმე იმდენად უხარისხოდ შეფუთეს, ტრაგიკომიკური სახე მიიღო.

„პროკურატურა თვითონ განიხილავს ამას არაორდინალურ საკითხად, რადგან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩხუბის გამო, როგორც ამას ამტკიცებენ, თურმე ჩამოუყვანიათ და ჩაურევიათ საქმეში უცხოელი სპეციალისტები. ეს ხომ სასაცილოა?! იმდენად უხარისხოდ შეფუთეს, რომ ტრაგიკომიკური სახე მიიღო ამ ყველაფერმა. საქმის კვალიფიკაცია მეტყველებს იმაზე, რომ ეს არადამაჯერებელია. შეხლა-შემოხლაში კი არ არის აქ დანაშაული, დანაშაული არის სახელმწიფოს ნებაზე ზეგავლენის მოხდენაში, რაც უკვე მძიმე კატეგორიაში გადადის. ფაქტია, რომ გამოძიება სულ სხვა მიმართულებით წავიდა“, - აცხადებს ხუხაშვილი.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ არნიშნა, საზოგადოებაში დაგროვდა ძალიან ბევრი კითხვა ოთარ ფარცხალაძის საქმიანობასთან დაკავშირებით.

„თუ პროკურატურამ დაიწყო ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მნიშვნელოვანია, თუმცა დავაკვირდები, ეს ნაბიჯები არჩევნების გადასაგორებლად იდგმება თუ ნამდვილად, იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ დადო 6 წლის განმავლობაში შედეგი და ძალიან რთულია ერთი განცხადებით ბევრი ადამიანი უპირობოდ გენდოს“.

 

ნანახი?- 2004

natali

2018-11-06 19:19:29

20 წელიც რომ მიუსაჯონ, თორდიას მაინც არ აწყობს:))

კაცი ამერიკაშია, პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს და ამათ ახლა დაიჭირეს:)))))))

natali

2018-11-06 19:24:49

ვინღა მისცემს ახლა თორდიას პოლიტიკურ თავშესაფარს?

1234

2018-11-06 19:57:09

ფარცხალაძეზე გამოძიება უნდა დაიწყოს ქონების წარმომავლობაზე და გადასახადების გადაუხდელობაზე.
თუ როგორც ივანიშვილმა განაცხადა ფარცხალაძემ ფული "ლობისტობით" იშოვა, მაშინ მას ოფიციალური ლობისტური ბიზნესი უნდა ჰქონოდა და შესაბამისი გასახადიც უნდა გადაეხადა. თუ არა გადაიხადა, მაშინ ციხეში უნდა წავიდეს დიდი ხნით.
ივანიშვილმა ამას დროზე უნდა მიხედოს სანამ ამერიკა და დასავლეთI დასდებს ბრალს ელიტარულ კორუფციაში, როგორც ეს სააკაშვილის შემთხვევაში მოხდა. თუ ამას ბიზნესის რეკეტის, ცემის, და ადამიანის უფლებების დარღევევის ბრალდებაც დაემატა, მაშინ უკვე უკვე მაგნიტსკის აქტიც ამოქმედდება მისი მთავრობის წინააღმდეგ. მაშIნ კი უკვე ოცნებას ვეღარაფერი უშველის. თოდრია ალბათ ამ ბრალდებით ითხოვს თავშესაფარს. ფარცხალაძეს "კრიშა" უნდა მოუხსნას.

1234

2018-11-06 20:12:03

წელს უკვე ინლისის მთავრობამაც მიიღო მსგავსი სანქციები და კანონი ფულის გათეთრების წინააღმდეგ რომელიც უცხოელებზე ვრცელდება.
http://www.legislation.gov.uk/ukpga/2018/13/contents

ცუგო

2018-11-06 20:24:06

რაო? ეხლა არ მოსწონთ თორდიას და მის პატრონებს სწრაფი მართლმსაჯულება? დროის სიმცირის გამო ვერ დადგეს დიდი პოლიტიკური შოუ? ეგენი რომ 2 საათში განაჩენს აყენებდნენ, ის როგორ იყო? არც მტკიცებულება ჭირდებოდათ და არც "სამართალი" ისე უშვებდნენ ხალხს ციხეში... თუ გირაო ეცოტავათ? რა თქმა უნდა ცოტაა იმასთან შედარებით, თვითონ ტელეფონის ქურდს 170 ათას ლარს რომ თხოვდნენ და ავარიაზე (სიკვდილიანობით) 5 მილიონი გადაახდევინეს ერთ ცნობილ კაცს.

ცუგო

2018-11-06 20:32:21

ეხლა, ვიღაც იდიოტი, იტყვის, ის 5 მილიონი სახელმწიფოს ბიუჯეტში წავიდა და ხალხს მოხმარდაო:)))

qwas

2018-11-06 21:03:28

" .... ფარცხალაძეს ალბათ იმდენი კომპრომატები აქვს ... , ერთი წლით ხალხის თვალის ასახვევად , ციხეშიც კი ვერ გაუშვეს..."

arichopra 2

2018-11-06 23:00:38

ქვვას იდი ნა ხ-უ-ი!

ფხიზელი

2018-11-07 00:11:45


arichopra 2,
"პირადი ხასიათის" შეკითხვა რომ გქონდა ჩემთან, გახსოვს?
ვიყიდე. 46. სააამდროო. 2-3 დღეში შეგატჸობინებ, ვინ და რა ნომერზე უნდა დარეკოს მისაღებად.

ფარაონი

2018-11-07 07:19:32

მალე გავიგებთ, „„ფარცხალაძე ს ვეშამი““ სახლში!
ვიტანჯე თქვენთვის, დაგაყვედრებს და ლურჯი ოცნება აუხდება „გმირსა და ვაჟკაცს“,
რადგან ოცნება ს არ უყვარს სისხლი,
რადგან ოცნება არავის არ კლავს,
რადგან ოცნება გულს უკლავს მამებს,
რადგან ოცნება გულს უკლავს დედებს,
შთამომავლობა შეუწყდა კაცებს,
და სამართალის, უხურავს კარებს,
ნაცი გასული ქოცების მხარეს,
და მარგალიტი მოსწყდა ერთ ბაგეს,
მოღალატე ხომ, შენც გიღალატებს?
კერა დაკარგულს იმედი ჰქონდა,
მისთვის ზაფხულშიც უიღბლოდ თოვდა,
დინგი ამოჰკრა სალაფავს ღორმა,
რა ხეირი აქვს ღატაკთა მოდგმას?
თქვა სიმდიდრემ და გაკიცხე როცა,
შენ ბაგეს მათი იმედი მოსწყდა,
სიკეთის შანსი მოგეცა, როცა
შენმა პროტეჟემ ეს გაიოცა,
შენც მიატოვე ღატაკთა მოდგმა,
მაძღარს კვლავ აძლევ და მშიერ მოდგმას,
კვლავ აიძულე, ცოტა ხნით მოცდა,
წუმპეში გაწვა ღორების მოდგმა,
შენ დაიკიდე, გაგართო ხოტბამ
და ქოცთა მოდგმის იუდას კოცნამ.
ბევრად იმატა შურმა და ბოღმამ.
იმედი მოკლა ოცნების მოდგმამ,
ახლა ნაცები იფხანენ „„ყვ,,,ბს““
მრავალ ბრალდებას გეტყოდი კიდევ,
თუმცა ხეპრე ხარ, არ შეისმენ და
არ დაიჯერებ.


antoni

2018-11-07 13:17:17

ფარცხალაძე სს პასუხისგებაში მისცეს? ძალიან კარგი და თუ მეტი აქვს დაშავებული, საერთოდ უნდა დაიჭირონ მრავალი წლით. მაინტერესებს რატომ არ იჭერენ თორდიას? ფარცხალაძის მიერ მისი ცემის დროს გამოვლინდა რომ იმ დღეებში ქვეყნის მთავარი აუდიტი თორდია პავლე კუბლაშვილთან ერთად ბარში იმყოფებოდა, დათვრა, ამოიღო პისტოლეტი და მოკვლის მუქარით და გინებით დასდევდა ადამიანებს. ამის კადრებიც იყო ტელევიზიებში; თორდიამაც ვერ უარყო ფაქტი და თქვა, რომ იმ ადამიანებთან შერიგდა(?) თუ კანონი და სამართალია, თორდია მინიმუმ ბოროტი ხულიგნობისთვისაა მისაცემი პასუხისგებაში! რატომ? რატომ ჩქმალავენ ამ დანაშაულს?

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80