„იმ ადამიანების თავგანწირვა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ გვერდით დაუდგნენ, სათანადოდ არ დაფასდა“
პოლიტიკა

„იმ ადამიანების თავგანწირვა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ გვერდით დაუდგნენ, სათანადოდ არ დაფასდა“

„იმ ადამიანების თავგანწირვა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ გვერდით დაუდგნენ, სათანადოდ არ დაფასდა“
თამთა ქარჩავა

2018-11-05 19:56:44

„ახლა მთავარია, ხელისუფლების დასჯის სურვილით, ქვეყანა არ დავსაჯოთ“, – საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ტურში დამარცხების შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მიმართა. ვიდეომიმართვაში ივანიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას იმ ამომრჩევლებზე ამახვილებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ მმართველობასთან დაკავშირებით იმედგაცრუებულია. ივანიშვილი განმარტავს, რომ მათ ხალხის უკმაყოფილების ესმის.

„რამდენიმე თვის წინ მომიწია პოლიტიკაში დაბრუნება. მომიწია, რადგან ვხედავდი, რომ პრობლემები ღრმავდებოდა და მათზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი არ არსებობდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ხალხი კიდევ უფრო ღრმად და ნათლად ხედავდა ამ პრობლემებს. დღეს არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. თუმცა, ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს! ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია.

დღეს ჩვენ წინ, ჩვენ პირისპირ, სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით. როცა ხელისუფლება შორდება ხალხს, ის კარგავს ხალხის ნდობას და ახლა მინდა ვთქვა ყველას გასაგონად: ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება არსებობს მხოლოდ ხალხის მსახურებისთვის“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ იღებს პასუხისმგებლობას ერთ წელიწადში გაასწოროს მართვის ყველა ხარვეზი და მთელი რესურსი გამოიყენოს, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს. ბიძინა ივანიშვილმა ასევე მიმართა „ქართული ოცნების“ ძველ სახეებს და განაცხადა, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ დაჭირდა მათი ერთგულება და გამოცდილება.

„მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, მათ, ვინც შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში – საქართველოს კიდევ ერთხელ დაჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა. ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ!“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

პარტიის თავმჯდომარის განცხადებას იზიარებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაშვებული ერთ–ერთი შეცდომა იყო ე.წ. კოაბიტაცია.

„რა თქმა უნდა, ბევრი სხვა შეცდომებიც იყო, თუმცა დანაშაული ჩვენ არ ჩაგვიდენია. შეცდომებიდან მე გამოვყავი კოაბიტაცია. შეიძლება, იმ დროისთვის ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორი იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, თუმცა ეს ყველაფერი ოპონენტებმა ისევ ჩვენს საწინააღმდეგოდ შემოაბრუნეს. აქაც ჩვენ ვართ დამნაშავეები. ჩვენ ვერ შევძელით საზოგადოებისთვის სწორად აგვეხსნა და მიგვეტანა რას ნიშნავდა ეს ყოველივე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, „ქართული ოცნება“ არ აპირების საზოგადოების ჯგუფებად დაყოფას და ერთმანეთთან დაპირისპირებას. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს ყველაფრის მიუხედავად გვერდით დაუდგნენ, მათი თავგანწირვა სათანადოდ არ იყო დაფასებული.

„მათი თავგანწირვა არ იყო სათანადოდ დაფასებული, რაც ჩვენი დანაშაულია. ეს შეიძლება მომხდარიყო სხვადასხვა ფორმით. შეცდომებია დაშვებული. ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა. ჩვენ არ ვაპირებდით ისე მოქცევას, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ 2010 წელს იქცეოდა – ყველას ხაზი გადაუსვა. ისინი ადამიანებს ყოფდნენ ჯგუფებად, „ჩარეცხილებად“, მისიანებად. პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდებისთვის კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოება დავყოთ დაჯგუფებებად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას აფასებენ ოპოზიციაში. „ევროპურლი საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ივანიშვილის გამოსვლა იყო სამართლიანად დამარცხებული ლიდერის გამოსვლა, რომელიც ახალ სიცრუეს ჰპირდება ამომრჩეველს და საზოგადოებას.|

„ბიძინა ივანიშვილის უკვე აღარავის სჯერა და ხალხს ახალ სიცრუეს ჰპირდება. ივიწყებდა რამდენჯერ მოატყუა მან უკვე ჩვენი საზოგადოება ამ წლების განმავლობაში და ხელახლა სთავაზობდა სიძულვილს და ისევ ფოფხაძის მსგავსად, სხვა ენაზე, ისევ ჰპირდებოდა არეულობას და აშინებდა ძალადობით, აშინებდა რევანშით.

აღარ გაუვა ეს ივანიშვილს, მისი აღარავის სჯერა და მთელი ეს გათვლა სიძულვილია და ეს არის ფუჭი. ამ შედეგს უნდა შეეგუონ მშვიდად და ერთადერთი, რისი გაკეთებაც დღეს შეუძლიათ ხალხისთვის, არის ხალხის ვერდიქტის მშვიდად მიღება. სხვა მიმართულებით მათ პოლიტიკური რესურსი არ აქვთ. ერთადერთი, მათ დარჩათ, მშვიდად შემოებან პოლიტიკურ განაჩენზე“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ–ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მოუწოდებს ივანიშვილს შეეშვას ხალხის დაშინებას და არავითარი დაპირისპირება არ იქნება. ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია არის იმის გარანტი, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური დაპირისპირება არ მოხდება.

„ყველა თქვენს ძალადობრივ ფაქტზე, რასაც თქვენ ახორციელებთ ამ დღეების მანძილზე, ჩვენ მშვიდობით გპასუხობთ. ეს სიტყვა რასაც თქვენ ამბობთ, რა კავშირშია ახალქალაქში თქვენს მიერ მოწყობილ მართლა თავ-პირის მტვრევასთან, რაც ჩვენს აქტივისტებს მოუწყვეთ? ჩვენ მშვიდად და წყანარად დავიწყებთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესს და სრულიად ახალი განვითარების ეტაპს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

რაც შეეხება ივანიშვილის მიერ დასახელებულ ძველ გვარდიას, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, რომ მზად არის იყოს ქვეყნის სამსახურში.

„მზად ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ქვეყანას გამოვადგე. მე პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოვცილდი, თუმცა ვთვლი, რომ ჩემი თავი დიპლომატიაში ჯერ არ ამომიწურავს. მზად ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ქვეყნის სამსახურში ვიყო და მზად ვარ, რომ ამ ასპარეზზე ქვეყანას გამოვადგე. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ არანაირი შემოთავაზება არც ერთი მხრიდან ჯერ არ ყოფილა. მე თბილისში ვცხოვრობ, ყველამ იცის ჩემი მისამართი და არავის გაუჭირდება ჩემი პოვნა“, – აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

„რესპუბლიკურ პარტიაში“ დარწმუნებული არიან, რომ „ძველი გვარდიის“ ნაწილში ივანიშვილი მათ არ გულისხმობდა. როგორც დავით ბერძენიშვილმა განმარტა, ახლა მარცხისთვის განწირული ივანიშვილის „ოცნება“ ითხოვს ძველი სიძლიერის კოალიციის ჩამოყალიბებას, რაც „რესპუბლიკელებისთვის“ მიუღებელია.

„ბიძინა ივანიშვილმა ორპოლუსიანობის არსებობა დააანონსა ქვეყანაში. დაადასტურა, რომ მისი პოლუსი სუსტია და მოითხოვს გაძლიერებას. დასუსტებული, მარცხისთვის განწირული ივანიშვილის „ქართული ოცნება“ ითხოვს ივანიშვილის 2012 წლის დროინდელი სიძლიერის მქონე დიდი კოალიციის ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, „რესპუბლიკელებს“ ეს არ გვეხება, ეგღა გვაკლია“, – აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პარტიისთვის უმჯობესი იქნებოდა ეს განცხადება არჩევნებამდე გაეკეთებინა, რადგან პრობლემის წინაშე დადგომის შემდეგ თქმა, გარკვეულწილად კარგავს დამაჯერებლობას.

„დღეს ეს დაემსგავსა უკან მიდევნებულ განცხადებას და არა განცხადებას, რომელიც დამახასიათებელია ლიდერისგან. ლიდერი კი, ჩვეულებრივი მოკვდავისგან იმით განსხვავდება, რომ ის პრობლემებს წინასწარ უსწორებს თვალს და პრევენციულად რეაგირებს. პრობლემის წინაშე რომ დადგები და მერე ამბობ იმას, რაც სათქმელია, გარკვეულწილად, ეს კარგავს დამაჯერებლობას.

ამის მიუხედავად, მე მაინც არ მინდა მას დავუკარგო და ვთქვა, რომ ბევრი რამ მან აღიარა. ჩემს მიმართ მისი აგრესიაც ამით იყო განპირობებული და სწორედ ამას ვეუბნებოდი. ის ვალდებული იყო ამაზე არჩევნებამდე ესაუბრა, როდესაც ვთქვი, რომ მან ლიდერის თვისებები დაკარგა, ეს მქონდა მხედველობაში“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

რაც შეეხება ძველ გვარდიას, ხუხაშვილი ამბობს, რომ არ იცის ეს ერთჯერადი გამოყენების ობიექტია, თუ ძველი გვერდიით უნდა ამ ქვეყნის მომავლის შენება. ექსპერტის განმარტებით, ამას მეტი განმარტება სჭირდება.

„ერთჯერადი გამოყენების ობიექტი ვერასდროს გავხდები, არც ვყოფილვარ და არც მომავალში ვაპირებ. ვფიქრობ, მან მიმართა ყველას, ვინც 2012 წელს ქუჩაში იდგა, მიტინგებზე გამოდიოდა, ცვლილებები სურდა, ალბათ, ეს ჰქონდა მხედველობაში. აქედან გამომდინარე, მე პირადად სიტყვების აღარ მჯერა. ბიძინა ივანიშვილის დახმარება არ არის ჩემთვის საინტერესო, ჩემთვის საინტერესოა ქვეყნის დახმარება.

მე გარანტიად ვითხოვ სისტემურ ცვლილებებს, სისტემურ პრობლემებზე სისტემურ პასუხს და არა კოსმეტიკურს – არა პოლიტიკურ დომინანტებს, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ – 9 წელს და 6 წელს, არამედ, სახელმწიფო ინტერესების დომინირებას. როდესაც ამ ჭკუაზე მოვა ეს ხელისუფლება, მაშინ ვილაპარაკოთ ყველაფერზე“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ნანახი?- 2010

ფარაონი

2018-11-05 20:19:29

მე პირადად სიტყვების აღარ მჯერა. ბიძინა ივანიშვილის დახმარება არ არის ჩემთვის საინტერესო, ჩემთვის საინტერესოა ქვეყნის დახმარება.
=============================
მაშ თუ ესეა, ვთხაროთ ხახაში! ვთხაროთ ისე, რომ დედამიწა შეზანზარდეს, ანუ ზანზარონე გვერდებში
აფერისტ!
დაგჭირდა ხალხი ისტევე ხომ?!!! ეხლა გვაკოცე ტა:კ:ოზე და მერე ვიფიქრებთ,
გვაკოცებ?
ან რა ჯანდაბად გინდა ამდენი ფული და თანამდებობა მარა; იგრძენი წამოხევის საფრთხე და გახდი მილინკი ხომ???
სად ეგდე აქამომდე? არჩევნებამდე სხვანაირად ჟღურტულებდით ოცნებისტები ხართ, პიდარსისტები, თუ მაზოხისტები.
გაგედო გრიგოლიჩ? ხიხო! ზედგამოჭრილია შენზე.

ფარაონი

2018-11-05 20:22:03

მოსატ:ყ:ნ:ავი ლოგინში უნდა მოი:ტ:ყ:ნას! ესეა ძველებისგან ნათქვამი. გაფრთხილებდი, გეუბნებოდი, არავის უგდე ყური,
არ შეისმინე? ხოდა რასაც შეგთხრიან შენ თავს დააბრალე.

arichopra 2

2018-11-05 20:55:31

ხუხაშვილი - "დღეს ეს დაემსგავსა უკან მიდევნებულ განცხადებას და არა განცხადებას, რომელიც დამახასიათებელია ლიდერისგან". )))
კაცო, უკანმიდევნებული განცხადება რაღაა?! ))) ვაიმე ამის ბრძნობას ხომ საშველი აღარ აქვს?! )) უკან მიდევნებული ლამპარია ბიჯო ის, ლამპარი გაიგე?! ))) უკანმიდევნებული განცხადებაო..)))

ფარაონი

2018-11-05 21:13:54

კარგად იცი რაცაა მარა, არ გინდა გაგება და გეყო ეხლა. სწორად თქვა ხუხაშვილმა, არჩევნებამდე სხვანაირად ჭიკჭიკებდა ხიხო დე ხრიგინა, ეეხლა მოლბა, ხვალ დაშაქრდება, ზეგ შეიძლება....
ეხ, ეს ხომ ქვეყანა არაა, ეს არის ბარდელი, სოფლის ცენტრში ხიხო და ბარდელი!

cugo

2018-11-05 21:25:54

ორი მხარე აქვს არჩევნების პირველი ტურის შედეგს: დადებითი და უარყოფითი.დადებითია ის რომ ხალხმა აჩვენა ძალა.უარყოფითია ის რომ მკვლელებს და მწამებლებს მიეცა ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი.

qwas

2018-11-05 21:44:00

... ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მიმართა... ვიდეომიმართვა ანუ..."აღსარება"... მან, ეს ტექსტი მანიტორზე წაიკითხა თორემ , სად აქვს იმის თავი უშეცდომოდ და ასეთი სიტყვებით ისაუბროს.
......ჩამოდგა და გასასვლელად ემზადება 41 ნომერი მატარებელი ბიძო, ჩასხედით და გაყევით თქვენი გუნდით სანამ დროა, თქვენი ტყუილებიც თან გაიყოლეთ....

arichopra 2

2018-11-05 22:02:51

რაც საართველოს სრცხვილი რესპუბლიკელები შეუერთდნენ ეს ნაციონალები რავა ჭინჭარში ნარბენი გაპუტული(უბუმბულო) ქათმებივით აკრიახდნენ თუ ხედავთ?!

Maverick

2018-11-05 22:47:48

ძველი გვარდია, სად ხართ?!

ბიძინა ივანიშვილს კი არა სამშობლოს უჭირს, დროა სამშობლოს ამოვუდგეთ მხარში!

მუმია, არ მოვიყვანთ მიჰა უკრაინსკ-ამსტერდამსკის, ამჟამად გალანცკი პეტუხს და კგბ-ს ინკუბატორშო გამოზრდილი ამებებს ხელისუფლებაში.

თავისუფლება უპირველეს ყოვლისა! პირადი თავისუფლება, დამოუკიდებელი ყველა დღევანდელი კონკრეტული პარტიისგან, არა ვინმესთვის, არა პირადი განდიდებისთვის!

დამოკიდებულება, ვალი, და მსახურება მხოლოდ სამშობლოს, სარწმუნოებას, ერს!

სამშობლოსათვის, ქუდზე კაცი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ფარაონი

2018-11-06 00:21:47

გუშინ არ უჭირდა?
გუშინ წინ?
ერთი წლის წინ?
აქამდე სად იყავით?
ეხლა გაგახსენდათ სამშობლო, თქვე დედამი.თ.ეს.ლ.ილებო?
ეს ბანდა უნდა წაეთრეს და ის ბანდაც, მიწასთან უნდა გასწორდეს ქვეყანა, რომ ახალი დაიბადოს.

Maverick

2018-11-06 00:41:04

მუმიავ, მე შენი დედა არ მიხსენებია და დაუკრეფავში ნუ გადადიხარ! შენზე არანაკლებად ვიცი გინება, მაგრამ თავს ვიკავებ, ცოტა ჭკუას მოუხმე და ღირსეულად იკამათე...

Maverick

2018-11-06 00:47:37

მუმიავ, აქამდეც და მანამდეც არცერთის მეხოტბე ამ საიტის ძველი იუზერები ვიცავთ მხოლოდ ჭეშმარიტებას, სამშობლოს, ერს და შენზე არანაკლებად გვტკივა მედროვეების ბოგინი, გადაბრალება ადვილია, სწორი გზაზე დადგომა ძნელი, მას სხვაგვარი ხედვა და ქცევა ჭირდება, არა ლანძღვა გინება.

ლანძღვა-გინება და გადაბრალება სუსტი, არშემდგარი ადამიანის თვისებაა, თავის უფალი და დამოუკიდებელი ადამიანი სხვაგვარად იქცევა!...

ფარაონი

2018-11-06 00:48:15

დედისტ.ყ.ვ.ნა ოცნებას და მის მხარდამჭერებს.
წადი შენი დედაც გიხსენებია თუ არა მაგრად მკიდიხარ, შემეშვით რა! თავი დამანებეთ თქვენი დედებს და ცოლებს შევ.თ.ხ.არე!

ისევ თქვენგან ვისწავლე გინება, თქვენი დედ.ა.ს. შე.ვვ.ე.ც.ი რა სიტყვებით მაგინებდნენ და თქვენ ხმა არ ამოგიღიათ, ეხლაც გაჩუმდით თქვენი დედე.ბ.ი და ცოლ შვილს შევ/თ//ხარე.
ნაბ.ო.ზ.რ.ებო მო კე ტეთ!!!
დედი.ს.ტ.ყ.ვ.ნა ოცნებას და ბიძინას!!!
აი ეგრე!
მაგრად ვკაიფობ ხიხოს და მის ყ.ლ.ინჯ.ისტანის გინებაზე.

ფარაონი

2018-11-06 00:51:12

ბევრი წერდა აქ და წავიდნენ. რატომ? იმიტომ რომ ჩემსავით ლანძღავდნენ და თქვენ ხმა არ ამოგიღიათ, გაატარეთ.
მაშინ არ შეგტკიოდათ გული?
კაი ნაბ/.ო,ზ,ვ,რებ,ი ხართ ვინც არ გიცნობთ,
ეხლაც გაჩუმდით, ვითომ ბიძოს ზებრას ყ.ლ.ე გიდევთ ხახაში და ხმას ვერ იღებთ.

ფარაონი

2018-11-06 00:53:12

დამეხიეთ ყ.ლ.ე.ზ.ე ! ამ საიტის ნაცალნიკიც და ყველა მისი მხარდამჭერი კიდევ.
რატომ ჩაიგდე ენა, ხმა ამოიღე რა!
მოკვდი შე დედ,ა,,მ,ი,თე.სლი.ლო? ნაბ.ო.ზ.ვ.ართა ბანდა ხართ ყველა ერთად.

serapina

2018-11-06 01:00:46

Maverick,
მაგაშია საქმე რომ სამშობლოს ჭირდება და გონივრულად უნდა მოვიქცეთ(ისევ ჩვენ!), თორემ...

რამდენი ხანია,რაც ვამბობ ბიძინა ურემს უშველეთქო?!

ვინ და რა კრიტერიუმით შეარჩია ეს ხალხი?!
რა სანთლებით ეძებეს ეს კადრები?!
სააკაშვილის ბანდაში,ყველას რაღაცის "ცოდნა"(ქვეყანა რომ უკუღმა ეტარებინათ)ჰქონდა!
...ზღაპრებს აპ/რავებდნენ!
ისეთს ჩაატარებდნენ...
შიგნით გენოციდს აწყობდნენ და გარეთ, დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ...


მაგ:ახლა ნათია კობერიძემ, მოდელირებული ქრონიკა დაგმო და წნეხის ქვეშ ვიყავიო,აკვნესდა ერთ გადაცემაში... მოკლედ,ესეც მსხვერპლად ჩაბარდა საზოგადოებას!

არ შეიძლება გიგანტურ რეპტილიებთან ომში,თაგვები გაუშვა!

ძალიან,ნუ ამოხტებიან ფეხსაცმლიდან ნაციონალები. რაც მეტს იხმაურებენ, მით მეტ ხმას მიიღებს ზურაბიშვილი!

როგორც ბევრჯერ დავწერე აქ...
თავშესაფრებში შეყუჟულმა და უსაქმურმა ნაციონალებმა, თავშესაფრებში მყოფი ქართველები გააბრიყვეს(მოიკითხა ვინმემ ესენი?! არავინ.). საქართველოში,ძველი კოორდინატორები დატ/რიალდნენ და სულ ეს იყო.

ზოგადად, სალომეს ოცნების მხარდაჭერამ(მხოლოდ სიტ/ყვით და გეგმის გარეშე) ავნო...





serapina

2018-11-06 01:06:05

კითხვით მაინც კითხულობს უმეტესობა და გრიშას, ხმას დალაგებული არავინ მისცემს.
რაც, იმას არ ნიშნავს,რომ ოცნებამ მშვიდად დაიძინოს!

Maverick

2018-11-06 01:45:11

serapina, გეთანხმები, სამშობლო, ერი არის გადასარჩენი, თორემ ქოცნება ისე წავა, როგორც მოქკავშირი და მისთანები...

2020 წ. შორს არ არის, რაღა დარჩა, თუ არ შეიცვლება საარჩევნო სისტემა, არ აღგება მაჟორიტარული წესით არჩევნები, არ შეიცვლება კონსტიტუცია და ხალხს არ მიეცემა თავისუფალი არჩევანის უფლება ქოცნება დასრულდება თავისი გოგოშკა-ბიჭუკელებით, მერე იძახონ შევცდითო, ასდეო და ისეო.

ეს არის სულ მათთვის დარჩენილი ორწლედი! თუ გონს მოვლენ მათ წაადგება, თორემ ახლანდელი მდგომარეობა მოენატრებათ...

serapina

2018-11-06 01:57:41

ერთი,მაინც კომედიაა.
რამდენიმე ვიცი, 4-6 წელი სააკაშვილმა რომ ციხეში ჩააჯინა(თანამდებობების პირები).
დღეს,პირაქაფებული ნაციონალები არიან.
სულ,არც ცდებოდა ეს თავქარიანი!
ამათ შემთხვევაში,მართალი ყოფილა!

tngh

2018-11-06 11:06:25

ნუთუ ძნელია გაკეთდეს კლიპი სადაც გამოჩნდება თუ რამდენი მილიარდი ლარი დაიხარჯა 6 წლის განმავლობაში საყოველთაო დაზღვევაზე, უფასო ხვნა-თესვაზე, სასოფლო იარაღების ვაუჩერებზე, სოფლის პროდუქტის სუბსიდიებზე, უფასო ბაგა-ბაღებზე, უფასო სახელმძღვანელოებზე, უფასო საუნივერსიტეტო ფაკულტეტებზე... საჭირო ინფრასტრუქტურაზე... და რამდენმა ათასმა ადამიანმა ისარგებლა თითოეული ამ სიკეთით???

dimpi

2018-11-06 14:26:43


ამოეყართ "კონვეირის" საქმეები თუნდაც, ციხის ვიდეოები რომ გააქრეს, რატომ არ მისდიეს უკან?

კაპიკ-კაპიკ დაგითვლიან მევახშეები თავიანთ ასტრონომიულ პროცენტებს და გადაღებულ ვიდეო კადრებს ვერ პოულობენ?

ევროპის თუ ეშინიათ მათაც დაადასტურეს კონვეირი, რაღაზე "ეშინიათ"?

dimpi

2018-11-06 14:28:41



პ.ს. სკამებზე მოჯდომა და უკანალის მოთბობა სკლეროზს იწვევს?

serapina

2018-11-06 17:26:06

უფასო,არაფერი არ არსებობს თანამედროვე მსოფლიოში!

თავისით უნდა შექმნას ხალხმა ყველაფერი და მაშინ დააფასებს ყველა ყველაფერს.

არ უნდა ამ ჯან-ღონით სავსე ხალხს, ივანიშვილის ზურგზე ცხოვრება და რას აძალებთ?!

შეექმნათ სამუშაო ადგილები, გონივრული ბიზნესით...
ევროპა და აშშ-ო,რომ გაიძახიან...
იქაურ ბაზარზე გასატანი, გვაქვს რამე? ვაწარმოებთ რამეს?
ჯერ,რას გაგვატანინებენ სხვა საკითხია.
ამას შევეშვათ...

ადგილობრივი მოსახლეობისთვის რომ იყოს წარმოებები... მაგ: სასკოლო ჩანთების შეკერვა, ტანისამოსისა და ფეხსაცმლის წარმოება...
ყველა მეზობლის ნაგავს,ჩვენ გვაჭმევს და გვაცმევს ხელისუფლება და კიდევ მადლობელი უნდა ვიყოთ?!

დამადლებულ ლუკმას,ძაღ/ლი არ ჭამსო და მაინცადა მაინც,ქართველმა კაცმა/ქალმა/ბავშვმა უნდა ჭამოს?!

serapina

2018-11-06 17:32:14

რას ირჩევთ და არჩენთ ამ მთავრობას?!
დავარქვათ ჩვენს ქვეყანას "ბიძინას საქართველო" და უხადოს ხალხს ფული ყველაფერში. იყოს ყველაფერი უფასო!

ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, სიკვდილსაც არ დავანებებთ...
უნდა გვარჩინოს,მაშ!

arichopra 2

2018-11-06 22:58:51

ახლა ნასვამი ვარ, მეტს ვერაერს დავწერ! ბიძინას ნუ აგინებთ თქვე თავქვე პირ---პრ---ჩ თავქვე მოტკნულებო, თქვე უმქნისო არაკაცებო !

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80