“ოცნებას“ გაუჭირდა და ახლა გაახსენდა განაწყენებული ადამიანები”
დაიჯესტი

“ოცნებას“ გაუჭირდა და ახლა გაახსენდა განაწყენებული ადამიანები”

“ოცნებას“ გაუჭირდა და ახლა გაახსენდა განაწყენებული ადამიანები”
"რეზონანსი"

2018-11-05 18:18:29

ივანიშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც საზოგადოებას მოუწოდა, რომ ხელისუფლების დასჯის სურვილით, ქვეყანა არ დასაჯონ. "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარე ერთ წელს ითხოვს იმისთვის, რომ „მართვის ყველა ხარვეზი გამოსწორდეს," - აღნიშნულის შესაფასებლად „რეზონანსი" ანალიტიკოსებს გაესაუბრა.

ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" ერთი წლის განმავლობაში იმ პრობლემების მოგვარებას ვერ შეძლებს, რომელსაც ივანიშვილი საზოგადოებისგან ითხოვს. მმართველ გუნდს პრობლემების მოსაგვარებლად სრული ექვსი წელიწადი ჰქონდა, მაგრამ ამ დროის განმვალობაში მან ბევრი შეცდომა დაუშვა და სწორედ ამის აღიარებას წარმოადგენს ივანიშვილის განცხადებაც.

ანალიტიკოსი ივანიშვილის „გულწრფელობაზე" საუბრობს და აღნიშნავს, რომ პარტიის თავმჯდომარე არჩევნების პირველ ტურამდე სხვანაირად საუბრობდა, - იგი ყველაფერში საზოგადოებას სდებდა ბრალს.

„ივანიშვილმა აღიარა, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს; ის დღეს საუბრობს, რომ ესმის ხალხის გაჭირვების და ბევრი ადამიანია მათზე გაბრაზებული. ამ შემთხვევაში ისმის კითხვა, - როდის იყო ივანიშვილი გულწრფელი?

„ივანიშვილი საუბრობდა, - „რუსთავი 2," რომ გამოვრთოთ ქვეყანაში იდეალური მდომარეობააო. თურმე, ეს ყველაფერი „რუსთავი 2"-ის ბრალი ყოფილა და იგი „ქართულ ოცნების" მიღწევებს შავ პიარს უგორებს.

„ერთ წელიწადში აპირებენ პრობლემების მოგვარებას, როდესაც ექვს წელიწადში ვერ მოაგვარეს. მათ შორის ლარის კურსის გაუფასურება, სიღარიბის მაჩვენებლის ზრდა, ცალკეული ჩინოვნიკების გამდიდრება სახელმწიფოს ხარჯზე და ა.შ.

„ის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სულ სხვანაირად საუბრობდა და მოსახლეობას აბრალებდა პრობლემების არსებობას. დღეს თურმე ხალხის პრობლემები გულთან ახლოს მიაქვს. იგი აღიარებს, რომ „ქართულ ოცნებაზე" ბევრი ადამიანი გაბრაზებულია. გამოდის, რომ მმართველმა გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, ივანიშვილის მიმართვა საზოგადოებაზე გარკვეულ ეფექტს მოახდენს, მაგრამ მმართველ გუნდს მსგავსი განცხადებები არა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, არამედ იმ ექვსი წლის განმავლობაში უნდა გაეკეთებინა, რომლის დროსაც მართვის სადავეები ნამდვილად „ქართული ოცნების" ხელში იყო.

„ივანიშვილის ეს მიმართვა ამომრჩეველზე გავლენას იქონიებს, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს განცხადება არჩევნების მეორე ტურამდე გაკეთდა, როდესაც „ქართული ოცნებისთვის" არცთუ ისე სახარბიელო შედეგი დაიდო.

„ეს სასწრაფო-სახანძრო ღინისძიების გატარების შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს. „ქართულ ოცნებას" გაუჭირდა და ახლა გაახსენდა მათზე განაწყენებული ადამიანები, რომლებიც მათ გვერდით იდგნენ.

ნიკა ჩიტაძე ივანიშვილსა და მმართველი გუნდს საზოგადოებისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს, - განცხადება იმის შესახებ, რომ ამომრჩეველმა მოძალადე „ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭირა მხარი, გამოდის რომ ისინიც „მოძალადეები" არიან.

„ივანიშვილი საუბრობს იმაზე, რომ მეორე მხარეს მოძალადეები არიან. უკაცრავად მაგრამ, ე.წ. მოძალადეებს 600 ათასზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა. ამასთანავე, სხვა ოპოზიციურ ძალებს, - მილიონზე მეტმა ადამიანმა. გამოდის, რომ მათ ისევ და ისევ მოქალაქეებს მიაყენეს შეურაცხყოფა, - საზოგადოება მოძალადეობას ემხრობა და ძალადობის იდეას იზიარებს?" - დასძინა ჩიტაძემ.

ანჯაფარიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება ახლა გაკეთდა და არა მანამდე, შესაძლოა ივანიშვილის მიმართვამ გარკვეული ზეგავლენა ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე მაინც იქონიოს.

„აქედან გამომდინარე, მიმართვას შესაძლოა გაკეთებულიყო არჩევნებამდე და „ქართული ოცნების" მმართველობის წლებში, როდესაც ხელთ ჰქონდათ ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ განეხორციელებინა ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი თავის გამოსვლაში საზოგადოებას ჰპირდება, მაგრამ ვფიქრობ ამ მიმართვას გარკვეული ეფექტი მაინც ექნება," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ჩიტაძე მმართველი გუნდის დროსა და წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" გარკვეული დანაშაულისთვის დამნაშავეები დააკავა. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას,- დღეს გამოუძიებელი საქმეები არსებობს.

„წინა ხელისუფლების დროს გამხაურებული მკვლელობა იყო, მაგრამ გამოძიება არსებობდა. გირგვლიანის საქმეზე პასუხი აგეს. ვინ აგო პასუხი მაჩალიკაშვილის მკვლელობაზე? გამოუძიებელია სარალიძის საქმე და ა.შ. დღეს „ქართული ოცნება" დაფაცურდა," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ნანახი?- 232

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80