,,არ დავუშვათ ბნელი წარსულის დაბრუნება!
საზოგადოება

,,არ დავუშვათ ბნელი წარსულის დაბრუნება!

,,არ დავუშვათ ბნელი წარსულის დაბრუნება!
for.ge

2018-11-03 21:30:00

საქართველოს ყველა მოქალაქეს!


დღეს, თითოეული ჩვენგანი დგას რეალობის წინაშე, როდესაც - სააკაშვილის მოძალადე რეჟიმი კვლავ ცდილობს ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება.


ამიტომ, ყველა, ვინც ვაცნობიერებთ ამ საფრთხეს - ვალდებული ვართ, დროებით გვერდზე გადავდოთ ყველა საფუძვლიანი პრეტენზია და დავიცვათ ჩვენი მთავარი მონაპოვარი - თავისუფლება.

სწორედ ამიტომ, 7 ნოემბერს, ამ სიმბოლურ დღეს, 14 საათზე, შევიკრიბოთ რუსთაველის თეატრში, შევიმუშაოთ სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი ერის - საბოლოო გამარჯვებას ბოროტებაზე, არა ძალადობით, ტერორით, ტყუილითა და დაშინებით, არამედ - საარჩევნო ყუთთან, ჩვენი მთავარი იარაღით - ამომრჩევლის ხმით.

არ დავუშვათ ბნელი წარსულის დაბრუნება!

#მევიცავთავისუფლებას!

განცხადების ხელმომწერები:


1. დავით მაღრაძე


2. კოკა გუნცაძე


3. გიორგი ხაინდრავა


4. კოტე ჯანდიერი


5. ლევან გაჩეჩილაძე


6. ირაკლი ბათიაშვილი


7. თამაზ ჯოლოგუა


8. ირაკლი მეძმარიაშვილი


9.ნიკუშა შენგელაია


10.მამუკა მიქელაძე


11.თემურ ნანეიშვილი


12. დაჩი ცაგურია


13. ვანო კიღურაძე


14. ქეთი დუმბაძე


15. დავით უჯმაჯურიძე


16. თაზო გამცემლიძე


17. ზაზა შათირიშვილი


18. გიორგი ზერეკიძე


19. ვახტანგ შაქარიშვილი


20. გიორგი აბდალაძე


21. აკა დუმბაძე


22. ჯაბა ჯიშკარიანი


23. გია გაბრიჭიძე


24. ლევან ჯაფარიძე


25. ქეთი ჟორჟოლიანი


26. ნუცა აბაშიძე


27. ნინო ჭანტურია


28. სერგი შუღაროვი


29. ლევან კობალაძე


30. ლევან მაჭარაშვილი


31. მალხაზ თოფურია


32. თემურ რადიანი


33. ირაკლი ჭანტურია


34. კობა დავითაშვილი


35. გიორგი უძილაური


36. კობა გოცირიძე


37. გოჩა გუგუნავა


38. ლაშა გიორგაძე


39. თამარ სანოძე


40. ირაკლი ყაჭიური


41. თეა გაბადაძე


42. ნინო სუთიძე


43. რომა შაქარიშვილი

ნანახი?- 2318

antoni

2018-11-04 09:50:02

მეისტორიე წერს: "შური და უვიცობა ღუპავს ქვეყანასო".
ახლაც ასეა - "იმას რომ მილიარდები აქვს, მე რა მომცა?" "დიდი ამბავი თუ ააშენეს" "დიდი ამბავი დემოკრატია", "დიდი ამბავი უფასო ბაღი, წიგნი, მშობიარობა, დიდი ამბავი ჰეპატიტის პროგრამა", დიდი ამბავი ლტოლვილების სახლები, დახმარების გაზრდა" "დიდი ამბავი, თუ გლეხებს უფასოდ მოუხნეს, ან სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარნენ"...
"მერე რა რომ აწამებდნენ და ხვრეტდნენ" "მერე რა თუ ბიზნესს ფულს ართმევდნენ, ვისაც ჰქონდა იმას წაართვეს" "ძალიან კარგი თუ მიტინგებს და ტელევიზიებს არბევდნენ - ღირსი იყვნენ" "მერე რა, რომ ლტოლვილებს ფოცხოეწერში გომურებში ასახლებდნენ", "მერე რა თუ ომი დღენახევარში წააგეს, კოდორი გააჩუქეს და მიშამ იფორთხა"...
დაახლოებით ასე ვაზროვნებთ და ევროპა და კარგი ცხოვრება კი გვინდა; შრომა და სწავლა არ გვინდა; ჰოდა წიწილები/უკაცრავად ცოცხები/ დეკემბერში დავითვალოთ

antoni

2018-11-04 09:54:38

უკაცრავად: "მერე რა, რომ ვაშაძე რუსეთში ცხოვრობდა და სწავლობდა, მერე კი სსრკს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა; მერე რა, რომ მან თქვა რუსული ენა ჩემი მშობლიური ენააო; დიდი ამბავი თუ მან 2008 წლის ომის დაწყებასა და წარმოებაში რუსეთი არაფერშუაშიაო იძახა"

სეზამ

2018-11-04 11:40:49

კვლავ შეცდომას ვუშვებთ, არ შიძლება ასე! ხალხის იმ ნაწილმა (სახლში დარჩენილი 60% ამომრჩევლის, ვიმედოვნებ, უმეტესობამ), რომელიც არაა არსებული ხელისუფლების წინააღმდეგი, უკვე გამოხატა თავის პროტესტი დაპირების შეუსრულებლობის, მთავრობის "დაყრუების" გამო და გადავიდა მოლოდინის რეჟიმში. ელოდება ხელისუფლება ამ დარჩენილ ერთ თვეში დანაპირები სამართლიანობის აღდგენისათვის თუ დაიწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. ვერ ვხედავ თქვენი შეკრების აზრს (გარდა იმისა, რომ ვიღაცასთან ქულები ჩაიწეროთ).

arichopra 2

2018-11-04 11:54:27

ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა ოცნებამ ამ 6 წლის განმავლობაში. ამ გაკეთებულის მოკლე აღწერასაც კი ტომები დასჭირდება! აგერ ანტონმა რაც ჩამოთვალა ისიც საკმარისია ერთი მთავრობისათვის! მას კიდევ ძლიან ბევრი რამ გამორჩა. უბრალოდ ოცნებამ ხალხს არ მიამადლა და ყურები არ გამოუჭედა აი ნახეთ ეს რა მაგარი რამე ვქენითო!

ტარო1

2018-11-04 14:34:36

ჩოპრას გაუმარჯოს!
2011 წლიდან რამდენიმე წელი ბიძოს და ოცნებას კბილებით ვიცავდი, ბევრი მოვიმდურე კიდეც.შეიძლება გახსოვდე კიდეც(ჩოპრა პირველად მე დაგიძახე... მანამდე).
გავიდა ბევრი წელი და ისევ მრავალნაირი გაჭირვებაა(რაც დადებითი ჩამოთვალეთ ვინ მამაძაღლი არ ეთანხმებოდეს), მაგრამ რამდენჯერმე ჩაა/ჯ/ვეს საქმეში და გააუფერულეს.კოჰა(ბიტაცია) თუ პორტირებული ბილწები(ნაცები), ანტიდისკრიმინაციული კანონი,...პლანის მოწევის კანონი, კანაფის კულტივაცია-გამოზრდა-გამრავლებაზე სერიოზული ფაფხური,თათრების შემოსახლება და დაკანონება,და რაც ავადსახსენებელი ნაცების დროს ისე არ იგრძნობოდა,უცხოეთიდან ნაკარნახევი ქცევის წესები და კანონები, მურუსიძე და საერთოდ სასამართლო და ა.შ დანარჩენს კეთილგანწყობილები დაამატებენ. კეთილმიწერილები ნუ შეწუხდებიან.

arichopra 2

2018-11-04 18:54:09

ტარო1 გაგიმარჯოს! მადლობა ღმერთს რომ გამოჩნდი! ))) კაცო, რაც შენ ჩამოთვალე მაგაზე მეც მაგარი გამწარებული ვიყავი (გარდა კოჰაბიტაციისა). არ ვიცი ადევნებდი თვალს თუ არა, მაგრამ სიტ/ყ/ვაზე თუ დამიჯერებ, ჩვენ აქაურებს არაფერზე დაგვიხუჭავს თვალი, ზოგჯერ უხეშად, ზოგჯერ იუმორით, ზოგჯერ სარკასტულად ყვ/ე/ლ/აფერს გამოვეხმაურე და გამოვეხმაურეთ, ისე როგორც შენ მოგეწონებოდა! რა თქმა უნდა შეცდომები მოსდიოდა ხელისუფლებას. უმთავრესი იყო, რომ ვერ გააჩერა რ2, და რომ ვერ გამოიძია კინწმარიშვილის მკვლელობა, რომელიც აშკარად ნაციონალების დაკვეთილს გავს! როცა სტრასბურგის სასამართლომ გააჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, მაშინ უნდა მოეხდინთ მთელი საკუთარი მომხრე მასის საპროტესტო აციებზე მობილიზება და ამით უნდა ეიძულებინა სტრასბურგიც და დასავლეთიც ანგარიში გაეწია საქართველოს უმა/ღ/ლ/ესი სასამართლოს გადაწყვეტილებისათვის. იმის აღსრულება კი არა, დაუშვეს რ2-ის ფილიალების წარმოქმნა. ტვ პირველს და იბერიას ვგულისხმობ! ეს სამი ტელევიზია ხომ დღე და ღამე აშკარად სახელმწიფოს, ხელისუფლების წინააღმდეგ პრპაგანდას ეწევა!

1234

2018-11-04 21:30:01

ეს არჩევნები ისევ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის არის და რაღაც ორ "პარტიას" შორის, ან მითუმეტეს ვიღაც ორ კანდიდატს შორის. არ ზურაბიშვილს და არც ვაშაძის პირადად მოსახლეობაში რეიტინგი არა აქვთ.
ივანიშვილი უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს კამპანიაში, ისე როგორც ეს გააკეთა მარგველაშვილის შემთხვევაში თუ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება სურს.
ხალხს უნდა აჩვენოს რომ ის ჯერ კიდევ უფრო სანდოა და უკეთესი ლიდერია, ვიდრე მისჯილი ნეობოლშევიკი კრიმინალი სააკაშვილი. ეს არც ისე ძნელი გასაკეთებელია, მაგრამ ორი სატელევიზიო ინტერვიუ არ არის საკმარისი. კალაძისთვის და კულულებიანი ბიჭისთვის საქმის გადაბარებით ამას ვერ გააკეთებს. არც ერთს აქვს საკმარისი პოლიტიკური წონა და არც მეორეს. ორ მილიარდერს, ივანიშვილს და პატარკაციშვილებს, რომ სააკაშვილმა არჩევნები მოუგოს, მართლა დიდი კურიოზი იქნება, და ეს მოხდება მხოლოდ ივანიშვილის პასიურობის გამო.

1234

2018-11-04 21:30:25

ეს არჩევნები ისევ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის არის და არა რაღაც ორ "პარტიას" შორის, ან მითუმეტეს ვიღაც ორ კანდიდატს შორის. არ ზურაბიშვილს და არც ვაშაძის პირადად მოსახლეობაში რეიტინგი არა აქვთ.
ივანიშვილი უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს კამპანიაში, ისე როგორც ეს გააკეთა მარგველაშვილის შემთხვევაში თუ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება სურს.
ხალხს უნდა აჩვენოს რომ ის ჯერ კიდევ უფრო სანდოა და უკეთესი ლიდერია, ვიდრე მისჯილი ნეობოლშევიკი კრიმინალი სააკაშვილი. ეს არც ისე ძნელი გასაკეთებელია, მაგრამ ორი სატელევიზიო ინტერვიუ არ არის საკმარისი. კალაძისთვის და კულულებიანი ბიჭისთვის საქმის გადაბარებით ამას ვერ გააკეთებს. არც ერთს აქვს საკმარისი პოლიტიკური წონა და არც მეორეს. ორ მილიარდერს, ივანიშვილს და პატარკაციშვილებს, რომ სააკაშვილმა არჩევნები მოუგოს, მართლა დიდი კურიოზი იქნება, და ეს მოხდება მხოლოდ ივანიშვილის პასიურობის გამო.

slava

2018-11-05 01:02:50

ასე ხომ პატარა ბავშვებს აშინებდენ,შეჭამე თუ არა ...ბუა მოვაო!
ახლი რამე მოიფიქრეთ თქვე "ქოცებო" მიშათი რომ გვაშინებთ...მაგ უკვე დაგიძველდათ...

სირცხვილია ამდენი ბჟოტი. არაა აქ მთავარი "ქოცის" სახელისუფლებო რეიტინგი. აქ მთავარია ბიძინიოკი და მისი ტექნოლოგიები,სრულიად უნიჭო, სრულიად პრიმიტიული, უხეში, პოროვინციული, მაგრამ დიდი ფულით ნაყიდი ქოცფანელების ღავღავი ევრაზიურ კავშირზე. აქ არაა მთავარი არც ნაციონალების დაბრუნება-არ დაბრუნების რეიტინგები. ახლა ივანასშვილის გარყვნილების წარმოჩენაა მთავარი, რათა არ დავდგეთ არჩევანის წინაშე---ევრაზიური კავშირი თუ ქვეყნის საბოლოო ოკუპაცია. ამ დილემასაა შეჭიდებული ახლა ჩვენი უნიჭიერესი რეფორმატორთა გუნდი და მათ აშკარა და უპირობო მხარდაჭერა სჭირდებათ. ყოველგვარი პესიმიხმ-ოპტიმიზმი ახლა უადგილოა. ნაციონალებმა , ყველაფერთან ერთად, ქოცფანელთა გინებრივი რეფორმაც უნბდა ჩაატარონ და ქვეყანა იხსნან გინებრივი წარღვნისგან.რისკი და ნიჭი. ბედიც. ესაა დღეს საჭირო.

ბაბაია

2018-11-05 03:50:11

ამ სულგადანღრძვალ სტაჟიან ფორჯიღოსნებს ქვეყანაში არაფრის შეცვლა არ უნდათ, ასეთი მახინჯი ქვეყანა აწყობთ საკუთარი სიმახინჯე რომ არ სჩანდეს.

arichopra 2

2018-11-05 09:15:31

ე.ი. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სათაყვანო საქართველო მახინჯია?! ))))))
თქვენ ორნი აქ ლიფტში შეხვდით ერთმანეთს და აგინეთ ქართველ ხალხს?!
თუ გინდათ ოცნებამ ვერ გაიმარჯვოს თქვენ ნაცები და ნაცების ანასხლეტები უნდა დაიშალოთ, გაქრეთ პოლიტიკური ასპარეზიდან როგორც ორგანიზაცია. გზა უნდა გაუხსნათ ახალ პოლიტიკურ ძალებს, თუნდაც იგივე უსუფაშვილს ან ვინმე სხვას უფრო გაუსვრელს სუფთას, ახალს. რებრენდინგი და ასეთი თქვენთვის ჩვეული მაიმუნობა არ გიშველით. არც კი უნდა ეცადოთ ამ ახალს ან მხარი დაუჭიროთ, ან მიეტმასნოთ, ან რაიმე სხვაგვარად ასოცირდეთ, თქვენი პარტიული სიის პირველი 200-300 პირი მაინც. თუ ასე მოიქცევით, 2020 წელს ოცნებას ახალი პოლიტიკური ძალა შეავიწროვებს და იქნებ არჩევნებში გაიმარჯვოს კიდეც! მაგრამ თქვენ ამას როგორ იზამთ,თქვენ ხომ ჩარლზ მენსონის სექტის მსგავსად თქვენი ეკლესია გაქვთ მიხეილ სააკაშვილის სახელობის! ჰო და ილოცეთ, ნეტარ არიან მორწმუნენი!

tngh

2018-11-05 10:42:30

საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი დანაშაულის, XX საუკუნის 90-ანი წლების სახელმწიფო გადატრიალების იდეოლოგები, ერთად შეიკრიბენ და შეურთდენ "ნაც-ოპოზიციას"... სარიშვილ-ჭანტურია-ქარდავას "ედპ", ძმები ბერძენიშვილების "რესპუბლიკური პარტია", ნათაძე-გოცირიძის "სახალხო ფრონტი" და "+" ბოკერიას "ევროპული საქართველო", დღეს "ნაცებს" ჩაეხუტნენ. უკვე ოქრუაშვილიც შეუერთდათ. სიგუა-კიტოვანის ტანდემი აკლიათ სრული "თანავარსკვლავედისათვის"...

qwas

2018-11-05 11:47:56

ეს "ხაინდრავა"... ციხის კადრების დამდგმელი და რეჟისორი თუ იქნება აქციაზე....აუცილებლად მიდით ,....დიდი თაიგულებით საბოლოო გამარჯვება იზეიმეთ...
და თქვენი გმირი "არტსტი" ... ბედუკაძეც მოიწვიეთ არ დაგავიწყდეთ, უფრო საინტერესო გახდება პინგვინარიუმში თავშეყრა...

qwas

2018-11-05 12:04:52

აქ , ამ ჩამოწერილი სიიდან რომელი იყო სარალიძის და მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელის,... გამოძიების "აუცილებლობის" აქციაზე მისული??
თუ პინგვინის 2000$ პენსიის დაკარგვის შიშით, თავი უნდა მოიყარონ აუცილებლად?? წადით ისევ ვერის ბაღში და იქ აპროტესტეთ,... გვეცოდინება ვინ ხართ...თუმცა ისედაც ვიცით ვინ ხართ და რა გამოძრავებთ!

tngh

2018-11-05 13:34:49

ხაინდრავა, რომ XX საუკუნის 90-ანი წლების გადატრიალების ერთ-ერთი აქტივისტი იყო, გეთანხმები. თუმცა განსხვავებით სხვებისაგან, მან არა ერთგზის აღიარა შეცდომა და ბოდიშიც მოიხადა.

tngh

2018-11-05 13:37:37

შენი უბედურება ის არის, რომ იქ მყოფები 2000$-ანი პენსიონერები გგონია და შურით "ბოღმის ბუშტი" გისკდება...

ფხიზელი

2018-11-05 22:10:20


საქართველო 2018
-------------------
*
ტერიტორიები - დაქუცმაცებული!
საზოგადოება - დაქოცნაცებული!
*

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80