ხმა მიეცით ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომ მსოფლიოში საუკეთესო ჩოგბურთელი გახდეს
Yellow

ხმა მიეცით ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომ მსოფლიოში საუკეთესო ჩოგბურთელი გახდეს

ხმა მიეცით ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომ მსოფლიოში საუკეთესო ჩოგბურთელი გახდეს
metronome.ge

2018-10-11 16:51:44

ნოემბრის დასაწყისში გულშემატკივართა ვერსიით წლის საუკეთესო ჩოგბურთელის ვინაობა გახდება ცნობილი. გამოკითხვა ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს.

გულშემატკივრებს ჩოგბურთელებისთვის ხმის მიცემა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ, ისე წყვილთა თანრიგში. ხმის მიცემა ასევე შესაძლებელია ნიკოლოზ ბასილაშვილისთვისაც.

ATP World Tour.com-ის გამოკითხვა 2 ნოემბერს დასრულდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ 15 ოქტომბერს საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის ნომინანტები დაგროვებული ხმების მიხედვით შეირჩევა.

გამოკითხვაში მომხმარებლებს შეუძლიათ ხმა მისცენ მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ასეულის ნებისმიერ წევრს, ხოლო წყვილთა შორის – 25 საუკეთესო გუნდიდან ერთ-ერთს.

გულშემატკივარს შეუძლია ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოს ბასილაშვილს მისცეს ხმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს ქართველი ჩოგბურთელი ჩინეთის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა. ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა. ტურნირში გამარჯვების შემდეგ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 23-ე ადგილამდე დაწინაურდა. 29 ივლისს ქართველი ჩოგბურთელი German Open Hamburg 500-ის გამარჯვებულიც გახდა.

 

 

 

ნანახი?- 446

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80