Google Maps-მა მამაკაცს ცოლის ღალატის შესახებ ამცნო
Yellow

Google Maps-მა მამაკაცს ცოლის ღალატის შესახებ ამცნო

Google Maps-მა მამაკაცს ცოლის ღალატის შესახებ ამცნო
alia.ge

2018-10-11 15:34:34

პერუში მამაკაცი ცოლს მას შემდეგ გაშორდა, რაც Google Maps-ზე ის უცხო მამაკაცთან ჩახუტებული აღმოაჩინა, წერს გამოცემა The Mirror-ი.

როგორც ირკვევა, ქმარი პროგრამის მეშვეობით მარშრუტს ადგენდა, როდესაც სამგანზომილებიან პანორამულ ფოტოზე ბაღის მერხზე მჯდომი ცოლი და წამოწოლილი მამაკაცი შენიშნა, რომელსაც თავი ქალის მუხლებზე ედო.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილის სახე ავტომატურად იფარებოდა, კაცმა ცოლი ტანსაცმლით იცნო.

მამაკაცმა ცოლს „ურყევი მტკიცებულება“ წარუდგინა და ღალატში გამოტეხა. რის შემდეგაც წყვილი დაშორდა.

აღსანიშნავია, რომ ფოტო, რომელიც ოჯახის დანგრევის მიზეზად იქცა, 2013 წელს იყო გადაღებული.

 

 

 

ნანახი?- 814

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80